ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბეს247
ჟანრი: პოეზია
24 აპრილი, 2011


ჯვარცმა

დღეს უფლის ჯვარცმას ბუნება იგლოვს,
ზეცას აკვრია სუდარა ნისლის,
დუმს დედამიწა, რომ უკეთ იგრძნოს,
ჩუმი ქვითინი, ზეცით რომ ისმის;

დრო დაიმდუღრა ცრემლებით ცხელით,
თითქოს ტკივილი იგრძნეს წამებმა,
სურთ დაიტირონ, კაცთ ცოდვილ ხელით,
განკაცებული უფლის წამება...

პილატე კვლავ ბრბოს ანდობს განაჩენს,_
ბრმა ბრბო ბინძურად ირჩევს ბარაბას...
ჩვენგან ჯვარცმული თვისვე ჯალათებს
ცის სასუფევლის გვიხსნის დარაბას.

დრტვინავს გოგლგოთა... და თვით სიკვდილით
სიკვდილსვე თრგუნავს ჯვარცმული ღმერთი,
რომ მოგვანიჭოს სასუფეველი
და ჩვენში იშვას აღდგომა მკვდრეთით!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები