 | ავტორი: ნერვოზა ჟანრი: პროზა 24 აპრილი, 2011 |
სალიმ და ლუკამ ერთმანეთი შემთხვევით ტელეფონით გაიცნეს. ისინი ხშირად მესიჯობდნენ ინტერნეტით და საუბრობდნენ ათასგვარ თემებზე. ისინი ისე შეეჩვივნენ ერთმანეთს, რომ ვერც კი ხვდებოდნენ როგორ გადიოდა დრო ერთმანეთთან მიმოწერაში. ლუკა ესაუბრებოდა საკუთარ თავზე, უყვებიდა ამბებს და ცდილობდა ყოველთვის გაეხალისებინა სალი. ისინი ისე შეეჩვივნენ ერთმანეთს, რომ უერთმანეთოდ ვეღარ ძლებდნენ და გაიღვიძებდნენ თუ არა მესიჯობას იწყებდნენ და გვიან ამთავრებდნენ. ყველამ შეატყო მათი უეცარი ცვლილება. ლუკა აღარ იყო ნაღვლიანი. გახდა მხიარული და მეგობრები გაოცებულნი იყვნენ ასეთი ცვლილებით. სალი კი უფრო გულჩათხრობილი გახდა, სულ უნდოდა ლუკასთან ემესიჯა და ერთად ყოფილიყვნენ. ვერან ხვდებოდა მათ უეცარ ცვლილებას. დრო ჩქარა გადიოდა, თითქმის ერთი წელი გავიდა რაც ერთმანეთს იცნობდნენ და ერთხელაც არ ჰყავდათ ერთურთი ნანახი. მხოლდ სურათებით ინობდნენ ერთმანეთს. შემოდგომის სუსხიანი დილა იყო. გარეთ ქარი ქროდაა და მიმოფანტავდა ფოთლებს აქა-იქ. დღეს ლუკას და სალის ერთმანეთი უნდა ენახათ. შეხვედრამდე რამდენიმე საათიღა რჩებოდა. ლუკას გული გამალებით უცემდა, გრძნობდა რაღაც ძალაინ მნიშვნელოვანი ხდებოდა მის ცხოვრებაში და თითქოს ეშინოდა კიდეც. და აი მოვიდა დრო მათი შეხვედრის. შეხვდნენ კიდეც ისინი ერთმანეთს. ორივეს გული გამალებით უცემდათ. რამდენიმე წუთი ჩუმად იდგნენ და ხმა ვერ ამოეღოთ სიხარულისგან. ბოლოს მდუმარება ლუკას სიტყვებმა დაარღვია: „იცი უფრო ლამაზი ყოფილხარ ვიდრე წარმომედგინე“. სალის კი სიხარულის ცრემლი წასკდა თვალიდან და ლოყაზე ჩამოგორდა. ორივენი გახარებულები იყვნენ ერთმანეთის ნახვით და ხმას ვერ იღებდნენ, ერთმანეთს უცქერდნენ, უღიმოდნენ და სეირნობდნენ. სიჩუმეს მხოლოდ ფოთლების შრიალი არღვევდა. მათ დიდხანს ისეირნეს, გაიხსენეს რამდენიმე დღე მათი ურთიერთობიდან და ასე დაშორდნენ ერთმანეთს. ლუკამ კი პატარა ყუთი გაუწოდა სალის და თხოვა, როცა სახლში მივიდოდა მაშინ აეხსნა ის. სალის ერთი სული ქონდა როდის მივიდოდა სახლში. სახლში მივიდა თუ არა გახსნა საჩუქარი და შიგ პატარა ანგელოზი დაინახა და სათამაშო გულში ჩაიხუტა. იმ ღამეს ვერცერთი ვერ იძინებდა, ორივე იხსენებდა შეხვედრის წუთებს და ოცნებობდნენ რომ ერთმანეთი კვლავ ენახათ. ისევ განაგრძეს მესიჯობა, ისინი ცდილობნენ მთელი დღე ემესიჯათ და ერთმანეთთან რაც შეძლება ახლოს ყოფილიყვნენ. პირველი შეხვედრის შემდეგ მიხვდნენ რომ რაღაც შეიცვალა მათ ცხოვრებაში, ცხოვრება, რომელიც აქამდე სასტიკი ეგონათ, ახლა უფრო ნაზი და მოსიყვარულე გახდა. შუაღამისას ჩაეძინათ მათ. სალის მთელი ღამე გულში ჰქონდა ჩახუტებული პატარა ანგელოზი. გადიოდა დრო. ისინი უფრო და უფრო ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს. ერთმანეთის გარეშე ვეღარ ძლებდნენ, სულ უნდოდათ ერთად ყოფნა. სალის დაბადების დღე ახლოვდებოდა. ლუკას უნდოდა მისთვის რამე ორიგინალური საჩუქარი გაეკეთებინა. უნდოდა ეს დაბადების დღე დაუვიწყარი ყოფილიყო სალისთვის. სალი 20 წლის ხდებოდა. დაბადების დღეზე ლუკამ შეხვედრა დაუნიშნა. ლუკამ ვარდების დდი თაიგული მიართვა სალის და მხოლოდ ერთი ფრაზა უთზრა მას : „სალი მე შენ მიყვარხარ, უშენოდ ცხოვრება აღარ შემიძლია. გთხოვ არასდროს მიმატოვო“. სალიმ თანხმობის ნიშნად ჩაეხუტა და შემდეგ ისინი დაშორდნენ ერთნამეთს. ეს დღე უბედნიერესი იყო მის ცხოვრებაში. მთელი დღე სიხარულისგან გაბრწყინებული სახით დადიოდა და ერთი სული ქონდა როდის დარჩებოდა მარტო, რომ, გაეხსენებინა ის ლამაზი წუთები, რომელმაც მთელი მისი ცხოვრება შეცვალა. ისინი დაქორწინებას არ ჩქარობდნენ, უნდოდა სალის სწავლა დაემთავრებინდა და ამ დროში ლუკაც იშოვიდა სამსახურს. მან ახლახან დაამთავრა უნივესიტეტი. ლუკამ მალე იშოვა სამსახური. უნდოდა ყველა ოცნება აეხდინა თავისი ერთადერთი სიყვარულისთვის და ამისთვის ყველაფერს აკეთებდა. დრო მალე გადიოდა. უნივერსიტეტის დამთავდებამდე სალის რამდენიმე თვეღა რჩებოდა.ერთი სული ჰქონდა ლუკას როდის მივიდოდა სალის ოჯახში და მათი ერთადერთი ქალიშვილის ხელს სთხოვდა. ეს დღე კი სულ უფრო და უფრო ახლოვდებოდა. ისინი დღეებს კი არა წუთებსაც ითვლიდნენ ბედნიერებამდე. გაზაფხულის სუსხიანი დილა იყო. სალი რამდენიმე დღით ქალაქგარეთ მიდიოდა. წასვლა არ უნდოდა მაგრამ საქმე ჰქონდა აუცილებელი და ვერ გადადებდა. ლუკამ გააცილა ის და ნაღვლიანი წავიდა სამსახურში. მოწყენილი იყო, რადგან რამდენიმე დღე ვეღარ ნახავდა მას. მთელი დღე უხასიათოდ იყო, რადგან მძიმე დღე ჰქონდა, უფროსებთან შეხვედრა და რამდენიმე თათბირი. მთელიდღე ვერ მოიცალა სალისთან სალაპარაკოდ. შინ მისული კი ურეკავდა სალის და სალი ყურმილს არ იღებდა. დალილობისგან ჩათვლემილი იყო როდესაც ტელეფონის ზარმა გამოაღვიძა ის. ყურმილი აიღო. ყურმილში კი მხოლოდ ტირილი ისმოდა, ვერ მიმხვდარიყო რა ხდებოდა, ბოლოს კი ერთი ფრაზა გაისმა: „ლუკა სალი ჩვენთან აღარ არის, დღეს ავარიაში მოყვა და დაიღუპა“. უცებ თვალებზე ცრელი მოადგა, ტელეფონი მოისროლა და ხმამაღლა ტირილი უნებლიედ დაიწყო. არ უნდოდა დაეჯერებინდა, რომ სიმართლე იყო. მთელი კვირა სახლიდან არ გასულა ლუკა. ხელში ქონდა ჩახუტებული სალის სურათი და ტიროდა. მხოლოდ სალის დაკრძალვის დღეს შესძლო გონზე მოსვლა. ის დასაფლავებაზე წავიდა. ვერ მიდიოდა სალის ცხედართან არ უნდოდა ის დასახიჩრებული ენახა, უნდოდა მისთვის ისევ ის სალი დარჩენილიყო, სათუთი ნაზი, ანგელოზის მსგავსი არსება. დასაფლაების დროს ის შორიახლოს იდგა, სალის საფლავისგან მოშორებით და ცრემლები სდიოდა სახეზე. მხოლოდ ყველას წასვლის შემდეგ შესძლო მან საფლავთან მისვლა და მასთან საუბარი. „სალი, შენ ჩემი ცხოვრება ხარ, უშენოდ მე არაფერი ვარ ამ ქვეყნად. ვფიცავ ჩემ თავს არ მივცემ უფლებას ვინმე შევიყვარო, შენ ჩემ გულში შემოიჭერი და მთლიანად დაიკავე ის. არასოდეს დამავიწყდები. გთხოვ არ მიმატოვო, მე შენ მჭირდები“. ამ სიტყვებით დატოვა მან თვისი ერთადერთი და უკანასკნელი სიყვარულის, - სალის საფლავი. ულამაზესი საფლავი გაუკეთა სალის ლუკამ, საფლავის ქვაზე კი ულამაზესი სურათის დახატა. წლების მაგივრად გაუკეთა წაარწერა: „შენ ჩვენ გულში უკვდავი ხარ, მიყვარხარ“. ამ ამბის შემდეგ დაახლოებით 10 წელი გავიდა. ლუკა კი როგორც ადრე ახლაც შავებში ჩაცმული დადის და ხშირად მიდის თავისი ერთადერთი სიყვარულის საფლავთან, ხშირად ესაუბრება მას. აქვს იმედი, რომ მალე იქნება ბედნიერი, მალე ნახავს თავის ერთადერთ სიყარულს და იქ იმ სამუდამო სამყოფელში იქნება ბედნიერი, იქ ხომ ვეღარავინ დააშორებთ მათ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. რა არ მოგეწონა იურისტ...? კანონები რომ არ წერია ის? :D:D:D:D რა არ მოგეწონა იურისტ...? კანონები რომ არ წერია ის? :D:D:D:D
11. გაიხარე ლიიიიიიიიკ :* გაიხარე ლიიიიიიიიკ :*
10. ეს ვიცი ხომ? :-* მახსოვს რაღაც...
კარგი ადამიანი ხარ შენ!!!! ;;) ეს ვიცი ხომ? :-* მახსოვს რაღაც...
კარგი ადამიანი ხარ შენ!!!! ;;)
9. არ მომეწონა...
არ მომეწონა...
8. მიყვარს ამ ჟანრის ქვეშ დაწერილი პროზა რომელიც მთლად პროზაც არ არის :) მიყვარს ამ ჟანრის ქვეშ დაწერილი პროზა რომელიც მთლად პროზაც არ არის :)
7. მეც გილოცავ გაიხარე მეც გილოცავ გაიხარე
6. ..და კიდევ, ჟანრი "გრამატურგია"-იმედია, შეცდომაა!:) ..და კიდევ, ჟანრი "გრამატურგია"-იმედია, შეცდომაა!:)
5. ვერ მოვიწონე-მშრალი თხრობაა, თითქოს ნაჩქარევი....კორექტურა უამრავი! მაპატიოს ავტორმა. დღევანდელ დღეს ვულოცავ! ვერ მოვიწონე-მშრალი თხრობაა, თითქოს ნაჩქარევი....კორექტურა უამრავი! მაპატიოს ავტორმა. დღევანდელ დღეს ვულოცავ!
4. ანუ ბანალური და მოსაბეზრებელია? ანუ ბანალური და მოსაბეზრებელია?
3. რა გაცინებს რა? თხრობა ბანალურობაში არ უნდა გადავიდეს მოსაბეზრებელი არ უნდა იყოს მკითხველისთვის ზედმეტი სიტყვები არაა საჭირო არ მიწყინოთ!! რა გაცინებს რა? თხრობა ბანალურობაში არ უნდა გადავიდეს მოსაბეზრებელი არ უნდა იყოს მკითხველისთვის ზედმეტი სიტყვები არაა საჭირო არ მიწყინოთ!!
2. ?????? :D:D:D:D ?????? :D:D:D:D
1. ახლა მოიცააააააა
20 წლის წინ ინტერნეტი ??? საქართველოში??? :))
მოკლედ... ისევ მეორდებასავით ისტორია...
კარგად გააანალიზე ყველაფერი დაწერამდე ახლა მოიცააააააა
20 წლის წინ ინტერნეტი ??? საქართველოში??? :))
მოკლედ... ისევ მეორდებასავით ისტორია...
კარგად გააანალიზე ყველაფერი დაწერამდე
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|