- იქნებ დღეს მაინც ჩამოვაყალიბოთ ბოლომდე, რას გავაკეთებთ მომდევნო კვირას - პროფესორმა ლინდერშმიტმა მაქსიმალურად დაუწია მაგიდის ლამპას და ხმარებისაგან გაპრიალებულ სავარძელში მოხერხებულად მოეწყო. - დიდხანს ვიფიქრე თქვენს მეთოდზე და მინდა გითხრათ, ძალიან დამთრგუნა იმან, რაც მოხდა..... ვეცდები დალაგებულად მოვყვე და თანმიმდევრული ვიყო..... როდესაც მითხარით, რომ ღიმილის თერაპია სრულიად უვნებელი და ამავე დროს ძალიან სასრგებლო იქნებოდა ჩემი ჯანმრთელობისათვის, სრული თანხმობა გამოგიცხადეთ, თუმცა წარმოდგენაც კი არ მქონდა, რა იყო ეს. მე კარგად მახსოვს წინა შეხვედრის დეტალები და ზუსტად შემიძლია გავიხსენო თქვენი ნათქვამი - ყველაფერი ძალიან მარტივია, წარმოიდგინეთ იმ ადამიანის სახე ვინც ყველაზე ძალიან გიყვართ... წარმოიდგინეთ რომ ეს სახე გიღიმით.... უყურეთ ამ სახეს დღეში 4-6 წუთი და ნახავთ რომ ამსუბუქდით, ბედნიერი გახდით - ყველაზე საშინელი ისაა პროფესორო, რომ პირველივე ცდის მერე დავკარგე მოსვენება.... ქალი რომელიც საკუთარ სიცოცხლეზე მეტად მიყვარს და რომელთანაც უკვე თორმეტი წელიწადია ვცხოვრობ, ვერაფრით ვერ წარმოვიდგინე.... დავიძაბე, მთელი ნებისყოფა ჩავრთე, სახლში გაფაჩუნებაც კი ავკრძალე, მაგრამ არაფერი გამომივიდა..... ერთ კითხვაზე მიპასუხეთ პროფესორო - რამდენად საშიშია ის ფაქტი, რომ საკუთარი მეუღლის სახის წარმოდგენას ვერ ვახერხებ? - ჰერ პადრინი, მინდა მოგახსენოთ, რომ იმ ეპოქაში, რომელში ცხოვრების პატივი მე და თქვენ გვხვდა წილად, არ არსებობს პასუხგაუცემელი კითხვები ფსიქოლოგიაში.... - ძალიან გთხოვთ პროფესორო, უფრო კონკრეტულად.... - ასე ხელაღებით, მსგავს ფაქიზ თემაზე საუბარი, ცოტა ნაადრევად მეჩვენება, იქნებ შემდგომი სეანსისთვის გადავდოთ? თქვენც ჩამოყალიბდებოდით და მეც უფრო გავაანალიზებდი საკითხს.... - მე არ.... - კარგად ბრძანდებოდეთ ჰერ....
- როდესაც ქუჩაში გამოვედი, უკვე დარწმუნებული ვიყავი რომ ლინდერშმიტი ვეღარაფერში დამეხმარებოდა. მოვიფიქრე მარტივი სავარჯიშო და ახლა მისი წარმოდგენა ვცადე - ისევ უშედეგოდ. სამაგიეროდ, ისევ წარმომიდგა იმ ბავშვის სახე - გაურკვევლი სქესის, დაახლოებით ათი წლის.... რატომ არ ვუთხარი ლინდერშმიტს ამ ბავშვის შესახებ? სირია და იმიტომ. დაგეხმარებით, აუცილებლად გავერკვევით..... დახმარების რა მოგახსენოთ, მაგრამ ჩემი ცხოვრების დიდ კითხვის ნიშნად ქცევა ნამდვილად შესძლო....
- სადილს კაბინეტში მიირთმევთ პროფესორო? - არა, ჰელგა ახლავე გამოვალ.
- ფერმაში უამრავი საქმე მქონდა, ამიტომაც ვერ შევძელი დავფიქრებულიყავი ამ ამბავზე. უჩვეულოა, მაგრამ ფაქტია - მთელი კვირის განმავლობაში, ოთხჯერ დამესიზმრა ის ბავშვი.... საოცრებების გაკეთება მინდება. მინდა რომ მოვეხვიო. ძალიან მაგრად მოვეხვიო, ვკოცნო გაუთავებლად, შევჭამო.... მამაჩემს კურდღლების ფერმა ჰქონდა. პატარაობაში, ხშირად მივდიოდი გალიასთან და ყურადღებით ვაკვირდებოდი მათ ყველა მოძრაობას - როგორ ჭამდნენ, როგორ უყურებდნენ ერთმანეთს. მერე მამაჩემი მოდიოდა და მეკითხებოდა რომელი მომწონდა ყველაზე მეტად. გალიიდან ფაქიზად გამოიყვანდა ჩემს ფავორიტს და ..... მე არ მინდოდა, ის მაძალებდა - ჩვენ ვსადილობდით. ოჯახი, ანუ ელენა და ბიჭები ქალაქში გავგზავნე რამდენიმე დღით. მინდა აზრზე მოვიდე, დავივიწყო ეს წარმოდგენები თუ რაც ქვია და ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდე. დღეს გაზეთში იმ განცხადებას წავაწყდი, რაც ასე ძალიან მჭირდება - ,,ახალგაზრდა კაცი, 18 წლის, ეძებს სამუშაოს სოფელში. ედვარდ ჰოუპი, მეთხუთმეტე ქუჩა. სახლი 460“.
- შუადღისას კარზე კაკუნი გაისმა. სახლში მხოლოდ მე და გრეისი ვიყავით. კარი გავაღე თუ არა, მივხვდი რომ ედის განცხადების თაობაზე იყო ის კაცი. სასიამოვნო გარეგნობის, ტანდაბალი, ლურჯი კოსტიუმით და ოდნავ ღია ტონალობის პერანგით. გრეისი ჩემს ზურგს უკან აიტუზა. იმ კაცმა შეამჩნია და რატომღაც გაფითრდა. მე ფრენკ.... კორმანი გახლავართ - მითხრა და ხელი გამომიწოდა. რაღაც არ მესიამოვნა, მაგრამ ვერ გეტყვით რა.... იმ დღეს თითქმის არ გვილაპარაკია, თუმცა მერე, ედის ავადმყოფობის დროს, რამდენჯერმე მეგობრულადაც ვისაუბრეთ. მან ედვარდი იკითხა, მე ვუპასუხე რომ ხვალ იქნებოდა შინ, მან ბოდიში მოიხადა და ხვალამდე დამემშვიდობა.... - სულ ეს იყო? - დიახ კაპიტანო... და კიდევ ის... ჰო... ჭაღარა იყო და ჭიანი კბილები ჰქონდა. - გმადლობთ. კიდევ რამდენჯერმე შეგაწუხებთ მისის ჰოუპ და კიდევ ერთხელ მიიღეთ ჩვენი სამძიმარი... - ............
- ედუარდმა დაახლოებით სამი თვე იმუშავა ჩემთან. შრომისმოყვარე ბიჭია და არანაირი საქმე არ ეთაკილება. ზუსტად ასეთს ვეძებდი. მერე ავად გახდა და მეც სახლში წავიყვანე. ყველაზე მეტად ამ ფაქტმა გამახარა. მე ,,მასთან“ მივდიოდი. დედა მოუვლის და მალე ისევ ფეხზე დადგება მეთქი ვფიქრობიდი. ედუარდი დავაწვინეთ, მე ცივი ჩაის წრუპვით პარმაღზე დადგმულ სარწეველაში ჩავჯექი და ეზოს თვალიერება დავიწყე. მერე გრეისი გამოჩნდა, ჰოუპების უმცროსი ქალიშვილი. ავადმყოფურად გამხდარს, გამჭვირვალე კანი ჰქონდა და ახალმოთიბული ბალახის სუნი ასდიოდა. მე გავუღიმე და ვთხოვე ჩემთან მოსულიყო........ კალთაში ჩავისვი. საჩქაროდ ახალი თამაშიც გამოვიგონე - გრეისის ჩემი ფული უნდა დაეთვალა. სულ 91 დოლარი გამოვიდა. საწყალი ბავშვი, ალბათ ამდენი ფული ერთად არასოდეს უნახავს. ვიგრძენი, როგორ გვითვალთვალებდა ოჯახის უფროსი ფანჯრიდან. ოდნავ მესიამოვნა კიდეც მისტერ ჰოუპის ფულს დახარბებული მზერა. ფული ძალაა, ძალა ნდობა, ნდობა ერთი ნაბიჯი წინ..... უკვე ვიცოდი რაც უნდა მექნა.....
- ასეთი საინტერესო და ამავე დროს საშინელი საქმე, ჯერ არ აგვიღია. მე აქ იმისთვის მოგიწვიეთ რომ კარგად დააკვირდეთ ამ კონვერტს. ყველამ სათითაოდ გასინჯოთ და თქვენი მოსაზრებები წარმომიდგინოთ. ეს ერთადერთი სამხილია მეგობრებო. - კაპიტანო ერთი კითხვა მაქვს, მშობლები როგორ არიან? - დედა მგონი ჭკუიდან გადაცდა, მაგრამ ეს არაა ჩვენი საქმე. დასკვნებს ველოდები. გმადლობთ.......
- მოგესალმებით ჰელგა, პროფესორი თავისთანაა? - მისტერ პადრინი... დიდი ხანია აღარ გამოჩენილხართ. პროფესორმა წერილიც კი გამოგიგზავნათ. სამწუხაროდ ქალაქში არ ბრძანდება. სასწრაფოდ მოუწია წასვლა.... გადავცე რამე? - არა, ნუ შეწუხდებით, თვითონ ვინახულებ მოგვიანებით. კარგად ბრძანდებოდეთ. - კარგად სერ...
- იყოს ედ ნუ ადგები.... - სერ? აქ რამ მოგიყვანათ? ხომ კარგადაა ყველაფერი? - შენს სანახავად შემოვიარე და დედაშენთან მაქვს პატარა საქმე.... - მიბრძანდით, სამზარეულოშია მამასთან ერთად, მგონი სადილობას აპირებენ.
- მისტერ კორმან..... - ხომ არ შეგაშინეთ? - არა, არა რას ბრძანებთ. რამ შეგაწუხათ? - ედვარდის მოსაკითხად შემოვიარე და ვნახე რომ მშვენივრად გრძნობს თავს... - ედი ყოჩაღი ბიჭია, მალე გამოძვრა... - მისის ჰოუპ, ნუ გაგიკვირდებათ და ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან. - ბრძანეთ... - მისის ჰოუპ, თუ შეიძლება, რომ დღეს საღამოს გრეისი ჩემი დიშვილის დღეობაზე წავიყვანო? ჩემი შვილები ქალაქში არ არიან და ხომ გესმით, სტუმრების გარეშე წვეულებაზე საშინელი არაფერია.... თანაც მე და გრეისი ძალიან დავმეგობრდით და მინდა სასიამოვნო საღამო გაატაროს. - სამწუხაროდ ეს მხოლოდ ჩემზე არაა დამოკიდებული... შენ რას იტყვი ძვირფასო? - მე, ზოგადად, წინააღმდეგი ვარ ჩემი შვილები უცნობ წვეულებებზე გავუშვა. - კარგი რა სტენ, ვინ იცის როდის მიეცემა ჩვენს ქალიშვილს კიდევ ასეთი შანსი - გაერთოს მდიდრულ დღეობაზე.... - არ ვიცი, არ მომწონს ეს ..... - კარგი ძვირფასო, ანუ თანახმა ხარ .... - ჯანდაბას, წაიყვანოს. - მისტერ კორმან, შევთანხმდეთ რომ ადრე მოიყვანთ კარგით? - არაა პრობლემა, თანაც ასეთი წვეულებები დიდხანს არ გრძელდება... - მაშინ შვიდზე. შევთანხმდით? - შევთანხმდით.
- ყოჩაღ ბიჭებო. შეგიძლიათ იამაყოთ, საქმე გახსნილია. ჯგუფი უკვე გავგზავნე დამნაშავის ასაყვანად. განსაკუთრებული შექების ღირსია ,,ლაბორატორიის ვირთხა“ ვილი ჰოვარდი. ყოჩაღ ვილ.... - გმადლობთ შეფ... - არა, ასეთი სიჩლუნგე პირველად ვნახე.... კონვერტზე ნაწერები გადაფხიკა, მერე იმ კონვერტით წერილი გააგზავნა და თავი მაგარი ბიჭი ეგონა. - იმ პროფესორმაც, როგორ იცნო თავისი კონვერტი... ორმოცდაათი წელია ამ კონვერტებით ვსარგებლობო.... მაგრამ ერთი გარემოება დაგვეხმარა ყველაზე მეტად, პროფესორს უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში, მხოლოდ ოთხგან ჰქონდა წერილი გაგზავნილი....
- ეზოში, როდესაც თქვენი მანქანები დავინახე, არც კი მიცდია გაქცევა, ცოლს და ბავშვებს დავემშვიდობე, გამოვედი და ჩავბარდი.... - ეგ არ მაინტერესებს. დეტალები, დეტალებია მნიშვნელოვანი! - მე, ეგ ყველაფერი წერილში დავწერე.... - უხ შენი.....
- სადილს კაბინეტში მიირთმევთ? - არა, ჰელგა ახლავე გამოვალ... - გაიგეთ პროფესორო? დღეს პადრინის სიკვდილით დასჯიან, მთელი პრესა ამაზე ლაპარაკობს..
ძვირფასო მისის ჰოუპ,
ალბათ გახსოვთ როგორ მოგიყევით ერთხელ ჩემი სიზმრების შესახებ - უსქესო პატარა ბავშვი და ასე შემდეგ.... ახლა მოგიყვებით ჩემს შეგრძებებზე, როდესაც გრეისი დავინახე, მაშინვე მიზნად დავისახე ეს ამბავი.... დღემდე არ ვიცი რა ძალა იყო ეს... მეორდ შეხვედრისას, თქვენი სახლის პარმაღზე, ის კალთაში ჩამიჯდა, ჩვენ თამაში დავიწყეთ, მან ლოყაზე ნაზად მაკოცა. უკვე ვიცოდი, ეს ,,ის ბავშვი“ იყო.... ენერგიის უეცარი მოზღვავება ვიგრძენი და მომინდა.... მერე გთხოვეთ, რომ მე მას წვეულებაზე წავიყვანდი... მოგატყუეთ. სახლში მივიყვანე, ტანზე გავიხადე სისხლით რომ არ დავსვრილიყავი და კარადაში დავიმალე. გრეისი ოთახში შემოვიდა, მე ჩუმად გადმოვედი და წინ დავუდექი. მან შიშველი რომ დამინახა ტირილი დაიწყო და გაქცევა სცადა..... მთელი ძალით ჩავარტყი თავში მუშტი - გონება დაკარგა. მერე ტანსაცმელი გავხადე, თავი წინასწარ გამზადებულ ვარცლში ჩავაყოფინე და ყელი გამოვჭერი რომ სისხლისგან დაცლილიყო..... გული ამერია. ოთახში რომ შევბრუნდი, სისხლი აღარ მოსდიოდა... ადგილზევე დავჩეხე, ადვილად გადასატანი რომ გამხდარიყო და ჭურჭელში გადავანაწილე...... მე თქვენ სხვა სახელით და გვარით გაგეცანით და ის ფერმაც, რომელშიც ედვარდი მუშაობდა, საიდუმლოდ გავყიდე. თქვენ მე ვერ მიპოვით.
P.S. გრეისის მთლიანად შეჭმას, ერთი კვირა მოვანდომე. მე მასთან სექსუალური კონტაქტი არ დამიმყარებია და ის ქალწული აღესრულა.
მადლობა გრეისისთვის და ბოდიში იმ ყველაფრისთვის, რისი გადატანაც მოგიხდათ.
- რას ვიტყვი უკანასკნელად? ვნანობ... მართლა ვნანობ..... მაგრამ ვერ წარმოიდგენთ როგორი გემრიელი იყო....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|