| ავტორი: სალადინი ჟანრი: პოეზია 26 აპრილი, 2011 |
ვერ შევაჩვიე გული სიგრილეს, სათქმელი - თმენას, აზრები -ეჭვებს. რაც გავიარე თუ გავირბინე, წლებმა სვირინგად დამასვეს ბეჭზე. ვერ დავიოკე შფოთი ვნებების, მაოცებს ის, რაც ჯერ კიდევ მიკვირს... კი არ ვბერდები, უფრო ვნედლდები, და გულის საზრდოდ სიჩვილეს ვიმკი. ვერ დავუბურე თვალებს სარკმელი, ცხვირპირში მცემდნენ ქარები, თუმცა, მთელი ცხოვრება რასაც ვარკვევდი, ახლა წაკითხულ წიგნივით ვფურცლავ. არასდროს ვიყავ თავის გამგონე, ხიდებს ვწვავდი და შეცდომებს ვშლიდი. ჩემში კი იჯდა სუსტი გოგონა, შიშისთვალება და მაინც მშვიდი... და არასოდეს მითქვამს - არასდროს, დრომ დამანახა თავი შორიდან და ყველამ, ვინც კი გზაზე გამასწრო, სულმოსათქმელად ჩემთან მოვიდა... მერე ვუბერე სული იარებს, ყველა ტკივილი შიგნიდან ვლესე. და რაც აქამე გამოვიარე, „არა იყო რა“ ყოფილა ესეც,,, სანამ ცხოვრება ნაბიჯს აურევს, იყო-ს არას-კენ მანძილებს ვზომავ. და გამიხსენებს ამბად, ნაივურ ის დღე, რომელიც უჩემოდ მოვა... 25.11.04
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. და რაც აქამე გამოვიარე, „არა იყო რა“ ყოფილა ესეც,,,
რაღა დაგიმალო და მომეწონა მეგობარო. კარგია. საინტერესოდ წერ. მაგრამ ლექსი ძველია თავად ვე აღნიშნავ და ახლა სხვასაც ვნახავ, უფრო ახალს.განსასხვავებლად. და რაც აქამე გამოვიარე, „არა იყო რა“ ყოფილა ესეც,,,
რაღა დაგიმალო და მომეწონა მეგობარო. კარგია. საინტერესოდ წერ. მაგრამ ლექსი ძველია თავად ვე აღნიშნავ და ახლა სხვასაც ვნახავ, უფრო ახალს.განსასხვავებლად.
16. კი არ ვბერდები, უფრო ვნედლდები, და გულის საზრდოდ სიჩვილეს ვიმკი. ვერ დავუბურე თვალებს სარკმელი, ცხვირპირში მცემდნენ ქარები, თუმცა, მთელი ცხოვრება რასაც ვარკვევდი, ახლა წაკითხულ წიგნივით ვფურცლავ.
კი არ ვბერდები, უფრო ვნედლდები, და გულის საზრდოდ სიჩვილეს ვიმკი. ვერ დავუბურე თვალებს სარკმელი, ცხვირპირში მცემდნენ ქარები, თუმცა, მთელი ცხოვრება რასაც ვარკვევდი, ახლა წაკითხულ წიგნივით ვფურცლავ.
14. მთელი ცხოვრება (იყო და არა იყო რა), ლამაზად მოქცეული ერთ ლექსში... მომწონს! რა თქმა უნდა ძალიან მომწონს!!! :) მთელი ცხოვრება (იყო და არა იყო რა), ლამაზად მოქცეული ერთ ლექსში... მომწონს! რა თქმა უნდა ძალიან მომწონს!!! :)
13. ვერ დავიოკე შფოთი ვნებების, მაოცებს ის, რაც ჯერ კიდევ მიკვირს... კი არ ვბერდები, უფრო ვნედლდები, და გულის საზრდოდ სიჩვილეს ვიმკი.
მე კიდევ ის მაოცებს, შენ "ჯერ კიდევ რომ გიკვირს"... საინტერესოა, მაგ უნარს როცა დაკარგავ (ან დაგაკარგინებენ), მერე თუ შეძლებ ლექსის წერას?...
ვერ დავიოკე შფოთი ვნებების, მაოცებს ის, რაც ჯერ კიდევ მიკვირს... კი არ ვბერდები, უფრო ვნედლდები, და გულის საზრდოდ სიჩვილეს ვიმკი.
მე კიდევ ის მაოცებს, შენ "ჯერ კიდევ რომ გიკვირს"... საინტერესოა, მაგ უნარს როცა დაკარგავ (ან დაგაკარგინებენ), მერე თუ შეძლებ ლექსის წერას?...
12. მაოცებს ის, რაც ჯერ კიდევ მიკვირს...
555 :-* მაოცებს ის, რაც ჯერ კიდევ მიკვირს...
555 :-*
10. ჩემში კი იჯდა სუსტი გოგონა, და შიშს თვალებში უცქერდა მშვიდად... განვლილი ცხოვრების საინტერესო სახეები ამოტივტივდება ხოლმე... მომწონს თქვენი პოეზია...ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად...:-* მრავალ ბზობას დაესწარით...:-* ჩემში კი იჯდა სუსტი გოგონა, და შიშს თვალებში უცქერდა მშვიდად... განვლილი ცხოვრების საინტერესო სახეები ამოტივტივდება ხოლმე... მომწონს თქვენი პოეზია...ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად...:-* მრავალ ბზობას დაესწარით...:-*
9. "იყო-ს არას-კენ მანძილებს ვზომავ"
"ჩემში კი იჯდა სუსტი გოგონა,"––––––– ახლა კი ძლიერი ქალი
ეს ლექსი მემახსოვრება სულ!!! :) "იყო-ს არას-კენ მანძილებს ვზომავ"
"ჩემში კი იჯდა სუსტი გოგონა,"––––––– ახლა კი ძლიერი ქალი
ეს ლექსი მემახსოვრება სულ!!! :)
8. ,,მაოცებს ის, რაც ჯერ კიდევ მიკვირს... კი არ ვბერდები, უფრო ვნედლდები, "
,,იყო-ს არას-კენ მანძილებს ვზომავ."
თითქოს, აღსარებაა ლექსად! ,,მაოცებს ის, რაც ჯერ კიდევ მიკვირს... კი არ ვბერდები, უფრო ვნედლდები, "
,,იყო-ს არას-კენ მანძილებს ვზომავ."
თითქოს, აღსარებაა ლექსად!
7. რაც გავიარე თუ გავირბინე, წლებმა სვირინგად დამასვეს ბეჭზე
კარგია! რაც გავიარე თუ გავირბინე, წლებმა სვირინგად დამასვეს ბეჭზე
კარგია!
6. მერე ვუბერე სული იარებს, ყველა ტკივილი შიგნიდან ვლესე. და რაც აქამე გამოვიარე, „არა იყო რა“ ყოფილა ესეც...
უფრო და უფრო მომწონს ამ ავტორის ლექსები. უფრო და უფრო ვიჩემებ მას, როგორც პოეტს და უფრო და უფრო მოხიბლული ვტოვებ ამ გვერდს. ქრისტე აღსდგა, სალადინ! :) მერე ვუბერე სული იარებს, ყველა ტკივილი შიგნიდან ვლესე. და რაც აქამე გამოვიარე, „არა იყო რა“ ყოფილა ესეც...
უფრო და უფრო მომწონს ამ ავტორის ლექსები. უფრო და უფრო ვიჩემებ მას, როგორც პოეტს და უფრო და უფრო მოხიბლული ვტოვებ ამ გვერდს. ქრისტე აღსდგა, სალადინ! :)
5. ჩემო მკითხველებო, გადამკითხველებო და არამკითხეებო! ყველას გილოცავთ აღდგომას! შეგეწიოთ მისი მადლი! ჩემო მკითხველებო, გადამკითხველებო და არამკითხეებო! ყველას გილოცავთ აღდგომას! შეგეწიოთ მისი მადლი!
4. ვერ დავიოკე შფოთი ვნებების, მაოცებს ის, რაც ჯერ კიდევ მიკვირს...
ლამაზი ლექსია!!! +2 ვერ დავიოკე შფოთი ვნებების, მაოცებს ის, რაც ჯერ კიდევ მიკვირს...
ლამაზი ლექსია!!! +2
3. საოცრად ფაქიზად და ზომიერად გვეშლება თვალწინ ავტორის სულიერი სამყარო – ცხოვრების სხვადასვა ეტაპზე შეცდომებით, ეჭვებითა თუ სამყაროს "ნაივური" ხედვით... საოცრად ფაქიზად და ზომიერად გვეშლება თვალწინ ავტორის სულიერი სამყარო – ცხოვრების სხვადასვა ეტაპზე შეცდომებით, ეჭვებითა თუ სამყაროს "ნაივური" ხედვით...
1. დრომ დამანახა თავი შორიდან და ყველამ, ვინც კი გზაზე გამასწრო, სულმოსათქმელად ჩეთან მოვიდა...
მიყვარს ასეთი განწყობის ლექსები.
5 რჩეული ლურსმანი. დრომ დამანახა თავი შორიდან და ყველამ, ვინც კი გზაზე გამასწრო, სულმოსათქმელად ჩეთან მოვიდა...
მიყვარს ასეთი განწყობის ლექსები.
5 რჩეული ლურსმანი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|