 | ავტორი: ლევან63 ჟანრი: პოეზია 26 აპრილი, 2011 |
ყვავილში გაბნეულ ნიავთან ერთად, განაბულ ვუსმენ მე ჟღალ განთიადს, ვერად შევიცან, შენს ჩურჩულსა ჰგავს თუ მათრობელა ამბორს ვნებიანს?!
ურცხვად ფიქრებში რამდენჯერ ვნატრობ, რომ მოგეფერო ალიონს მალე, მაგრამ უფალმა ტან წაგიყვანა, და დღე კვლავ მოვა უშენოდ ხვალე.
მახსოვს ტუჩებზე როგორ ცეკვავდნენ, გონებამთვრალი ღვინის წვეთები, გართობდნენ არფით ბახუსი, ვაკხი, ვაზის და ღვინის, ლხინის ღმერთები.
გიჟად მაქციე და სისხამ დილას, მე შენი ცქერით ვიყავი მთვრალი, და ვერ მატყობდი გაბზარულ ხმაში, როგორ ვღელავდი ჭაღარა ბავშვი.
მაგრამ გაფრინდნენ დრონი ულმობლად, კვლავ ვესალმები ალიონს მალე, დღეა თუ ღამე, სულ მაწევს ლოდად, რომ კვლავ იქნება უშენოდ ხვალე, უშენო ხვალე!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ნაღვლიანია..:( ნაღვლიანია..:(
4. წარმატებებს გისურვებთ. წარმატებებს გისურვებთ.
2. მე მეშინია არა დღეის, არა მომავლის, მე მეშინია, რომ უშენოდ დადგება ხვალე, მე განგებ შენთვის მოველ ამ ქვეყნად, განა შემთხვევით გადაგეყარე? შენი ოცნების დულსინეა ვიცი სხვა არის, სხვა კი სხვისია, სხვასთან ზიარი, ო, მაპატიე, რომ სიმართლეს ვამბობ უხეშად, ასე იწყება კარუსელის ალბათ ბზრიალი: მე შენთან, შენ სხვასთან, სხვა სხვასთან, ის ჩემთან, მე მასთან, ჰო, რა გიკვირს, მე ამ სულ სხვასთან, რადგან ეს სხვაა, რომ მოდის ჩემთან და რჩება არა კულისებს მიღმა, რჩება იმედით, რომ ერთად ვიყოთ, განა იმიტომ, წასასვლელი არსაით არის, მე მეშინია არც უმიზეზოდ, ჩემო დონ კიხოტ, მე მეშინია, რომ უ-ჩემოდ დადგება ხვალე.
ეს ჩემი ლექსია-გჩუქნით :) მე მეშინია არა დღეის, არა მომავლის, მე მეშინია, რომ უშენოდ დადგება ხვალე, მე განგებ შენთვის მოველ ამ ქვეყნად, განა შემთხვევით გადაგეყარე? შენი ოცნების დულსინეა ვიცი სხვა არის, სხვა კი სხვისია, სხვასთან ზიარი, ო, მაპატიე, რომ სიმართლეს ვამბობ უხეშად, ასე იწყება კარუსელის ალბათ ბზრიალი: მე შენთან, შენ სხვასთან, სხვა სხვასთან, ის ჩემთან, მე მასთან, ჰო, რა გიკვირს, მე ამ სულ სხვასთან, რადგან ეს სხვაა, რომ მოდის ჩემთან და რჩება არა კულისებს მიღმა, რჩება იმედით, რომ ერთად ვიყოთ, განა იმიტომ, წასასვლელი არსაით არის, მე მეშინია არც უმიზეზოდ, ჩემო დონ კიხოტ, მე მეშინია, რომ უ-ჩემოდ დადგება ხვალე.
ეს ჩემი ლექსია-გჩუქნით :)
1. დღეა თუ ღამე, სულ მაწევს ლოდად, რომ კვლავ იქნება უშენოდ ხვალე, უშენო ხვალე!
მომეწონა... დღეა თუ ღამე, სულ მაწევს ლოდად, რომ კვლავ იქნება უშენოდ ხვალე, უშენო ხვალე!
მომეწონა...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|