ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედო ხელაია
ჟანრი: პოეზია
26 აპრილი, 2011


ჯარისკაცი

ომი არის მომტიროდა მწარედ ბებო,
ბრძოლის ველზე იყო მტრების აგრესია,
წავედი და მეც დავრწმუნდი მეგობრებო,
ყველა ომი ერთმანეთზე უარესია,

დღეს ჩვენ გმირებს ყვავ-ყორნები მისეულან,
აქ სწორია მეფეა თუ კარისკაცი,
მეც დავეცი ბრძოლის ველზე ღირსეულად,
როგორც ერთი ღირსეუკლი ჯარისკაცი,

მსურს სამშობლო გახლეჩილი გავამთელო,
სამწუხაროდ მე ვიქეცი ნაფლეთებად,
საქართველო მაპატიე საქართველო,
ვერ შევძელი შენთვის მეტის გაკეთება...

ომი არის იწვის ზეცა თვალხატულა,
მეც სიცოცხლე ხუთი წუთი დამრჩენია,
ცისფერ ველებს ძმათა სისხლი ნაკადულად
ჩამოსდის  და სამუდამოდ ამჩნევია,

თოვს ტყვიები არემარეს ფარავს კვამლით,
დედის ლოცვა ჩამესმოდა ფსალმუნებად,
მე ამ ომში არ ვყოფილვარ მარტო გავლით,
მაგრამ რა ვქნა არ მეწერა დაბრუნება,

დღეს ჩვენ გმირებს ყვავ-ყორნები მისეულან,
ვერ გაარჩევ მეფეა თუ კარისკაცი,
მეც დავეცი ბრძოლის ველზე ღირსეულად,
როგორც ერთი ღირსეუკლი ჯარისკაცი....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები