ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰოლდენ...კოლფილდი
ჟანრი: პროზა
27 აპრილი, 2011


ეშმაკის ბორბალი (სას)

        „მარადისობის სიმბოლო-წრე. მარადიული არსებობის- წრის ბრუნვა,ტრიალი. ეშმაკის ბორბალი-სიმბოლო მარადიული არსებობის,მოქმედების... მაგრამ ,რატომ  მაინცდამაინც ეშმაკის? ნუთუ ეშმაკისეულიც მარადიულია,ეშმაკიც?ნუთუ მასაც თავისი მნიშვნელობა ენიჭება აქ,დედამიწაზე. არაფერი ხდება უფლის უნებლიედ ,ალბათ, ანგელოზის დაცემაც მისი ნება იყო. ნეტა ,ოდესმე თუ ჩაწვდება ადამიანი მის საჭიროებას?  Неисповедимы пути Господни...  ჩვენი ცხოვრებაც ხომ რაღაცით ეშმაკის ბორბალს ჰგავს...ვტრიალებთ წრეზე.ხან ერთნი ვართ მაღლა,ხან მეორენი და არავინ მუდმივად ერთ სიმაღლეზე. ყველამ გაიარა ზედა და ქვედა ზღვრები, განცდები ,კი, სულ მსგავსია. ზემოთ მყოფს არ გინდა ქვემოთ,მაგრამ ხსნა არ არის- გიწევს .დაბლა ჩასული  კი, მოგონებებით იხანგრძლივებ ტკბობას. დედამიწაც ხომ ასე,წრეზე ტრიალებს,თავისი სიმძიმით არავის შემწუხებელი. ერთი ნაბიჯი კაბინიდან-შენი ჩარჩოდან და მორჩა-ვარდნა სიცარიელეში,უეჭველი დაღუპვა, თუ სასწაულის დახმარებით ფრთები არ გამოგესხა და არ  აგალივლივა უსასრულობაში ,თუმცა სასწაულების რწმენა სარძევე კბილებს მიჰყვება ,წრის იმ ნაწილზე,სადაც ინდივიდუალურ ისტორიაში იწყება გააზრებული ცხოვრების ხანა . ხოხვა-ხოხვით,ნაბიჯ-ნაბიჯ, ნახტომ-ნახტომ ადამიანი უახლოვდება წრის უბანს, მინი ეპოქას სახელად „ყველაზე ახლოს საკუთარ არსთან’ ,კანონზომიერად შეჩერდება მანდ და იმავე კანონზომიერებით გათვლილ სვლას,უფრო სწორად,ბრუნვას გააგრძელებს  უკანვე,იმავე სიმაღლისკენ,საიდანაც დაიწყო ეპოქა: „ უკან ბავშვობაში, გამოცდილების გავლით“... სიმაღლე იგივეა ,თუმცა წრის მეორე მხარეს,რაც ნიშნავს,რომ საწყისი ხდება ბოლო,მაგრამ არა იმავე გზით,უკუსვლით,არამედ წინ,მაღლა სწრაფვით. გზად ემოციათა პალიტრა , ყველასთვის და ცალ-ცალკე დამახასიათებელი ეგოისტური გრძნობა ინდივიდუალობისა,თითქოს ეს გზა მათთვის იყოს,ცალკე და განსხვავებულად... არადა, წრე ერთია,მას ხედავს სხვადასხვა წყვილი თვალი,სხვადასხვანაირად აფასებს სხვადასხვა გონება და შეიგრძნობს სხვადასხვა სული,რაც ქმნის საერთო გზას,განსხვავებული ხედვით.  გზად ,,უფლებათა უფალი“ „კაბინიდან“ აიყვანს-ხოლმე ან ძალიან მსუბუქებს,ან ძალიან მძიმეებს,რათა არ დაირღვას ბალანსი,არ შეტოკდეს ღერძი,არ შეწყდეს წრებრუნვა.
        ამბობენ,არ არსებობს „perpetuum mobile“. აბა, რა ამოძრავებს  ეშმაკის ბორბალს და მის დედანს-დედამიწას?  მართალი  უთქვამთ დომენიკოსთვის,სიყვარულია ეს mobile ,სიყვარულია ის ენერგია,მიზანი,მიზეზი,არსი თუ შედეგი,ყველა და ყველაფერი, აზრი და საზრისი,პირველმიზეზი და უკანასკნელი საშუალება,ის, რაც ასულდგმულებს მუდმივ მოძრაობას,მუდმივ  განახლებას. სიყვარულია ის, რაც აზრს აძლევს, ერთი შეხედვით მექანიკურ ტრიალს,რადგან „ უფლებათა უფალი“ თვითონ სიყვარულია. მართალია, ის რომ არ ყოფილიყო,საჭირო გახდებოდა მისი გამოგონება,არსის მისაცემად,სულის ჩასაბერად. მიწა და ჰაერი-სხეული და სული,დედამიწა და ცა ,სხვა რითი გაერთიანდებოდა რომ არა სიყვარული?“
-გადმო,დამთავრდა ჩვენი წრე,მეტისთვის ბილეთი არ გვიყიდია.
-სა,იტყვი შენც... წრე ,რის წრეა თუ დამთავრდა. უბრალოდ,ჩვენი დროებით გაჩერდა,სხვაგან სხვა წრე იქნება,იქ ვიტრიალებთ...
-უჰ,რა უცნაური ლაპარაკი იცი-ხოლმე,უაზროდ.
-უაზროდ...ჰმ,უაზრო არაფერია. თუ შენ ვერ ხედავ,ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს ,რომ ის უბრალოდ არ არსებობს. დახუჭე თვალები და ყველაფერს დაინახავ...
.....................................................................................................................................
-მიყვარხარ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები