ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაა
ჟანრი: პროზა
10 სექტემბერი, 2008


თქვენი ლამაზი თვალების ჭირიმე..

თქვენ არასოდეს არ ფიქრობთ იმაზე,რას ვფიქრობთ  ჩვენ...
თქვენ იმასაც არ ფიქრობთ,რომ ჩვენც ადამიანები ვართ და შეიძლება, ჩვენც ვფიქრობდეთ...
არადა თქვენი უმეტესობა ზუსტად ისე ცხოვრობს ,როგორც  ჩვენ...
განსხვავება მხოლოდ იმაშია,რომ თქვენ მოწყალებას ღმერთს,თქვენ უფროსებს და გავლენიან ნაცნობებს თხოვთ,და პრინციპში გეკუთვნით  კიდეც. არ არი ადვილი, სულ ვიღაცას შეციცინებდე თვალებში, განსაკუთრებით მაშინ, როცა იქ არაფერი არ ჩანს,მარა შენ მაინც იძულებელი ხარ უყურო ამ სიცარიელეს,შენ გასამყარებელ მდგომარეობას და გასაუმჯობესებელ მატერიალურ მდგომარეობას ასე ჭირდება...
ჩვენ არ ვყოფთ საზოგადოებას კასტებად და არ გიყურებთ თვალებში...ჩვენთვის სულ ერთია,ვინ ხართ თქვენ და  რა გაქვთ ხურდის გარდა...ნებისმიერი თქვენგანისგან  მხოლოდ  ხურდას ვითხოვთ...მეტის მოცემა  თქვენ არც შეგიძლიათ...
არასოდეს იფიქრებთ,რას ნიშნავს,როცა ზიხარ ქუჩის კუთხეში,ჩვილი ბავშვით ხელში და ვერავინ აღგიქვამს დედად.არავის უჩნდება ჩემი ბავშვის მოფერების სურვილი და ვერავინ ამჩნევს მის ფუმფულა ლოყებს...და მეც თქვენი გულგრილობა როგორ მავიწყებს რას ნიშნავს შენი ბავშვი...
ის მალე ყველას თქვენი ბავშვი გახდება და ხურდას მოგთხოვთ,მე კი იმავე კუთხეში დავრჩები და არ გამიკვირდება,როცა არავინ დაიჯერებს რომ მართლა მშია,მართლა მინდა დახმარება,თანაც არა იმ ჭრელი კაბისთვის,გუშინ რო დავინახე მაღაზიაში,პური მაქვს საყიდელი და კიდე რამე,გულზე რო არ დამადგეს ცარიელი პური..
თქვენ არ იცით,შენ მიერ წარმოთქმული ღმერთის სახელის  არასერიოზული  ჟღერადობისგან  მოგვრილი დისკომფორტი...იმიტო რომ  თქვენ წამართვით  ღმერთი, ხურდაში  გამიცვალეთ,ამან ჩვენ უნდა გვიწყალობოს და შენ ჩვენი ნაწყალობებიც გეყოფაო...
ხოდა,ახლა ზიხართ კაცმა არ იცის ვის ნაწყალობებ სახლებში,ელით პატივისცემას და სიმშვიდეს,ტკბებით ცოლებით ,რომლებზე მეტადაც მათი გაკეთებული საჭმელები და სახლში გაბატონებული სიმყუდროვე გიყვართ,ქმრებით,რომლების მიმართ საყვედურებსაც აღარ გამოთქვამთ,მთავარია,იმუშაოს და ეგეთია,ხო არ მოკლავთ და კიდე ბავშვებით,რომლებიც  თვითონაც არ იცით,ისე მალე  დაიკავებენ თქვენ ადგილს და მოირგებeნ თქვენ ცხოვრებებს...მე კი ბავშვობიდან აქ ვზივარ,ღმერთწართმეული,ფეხშიშველა,გაწეწილი,უფუმფულასათამაშოიანი და გაშვერილხელიანი...მე თქვენ სასეირნო ადგილას დავცხოვრდი,ეს იყო ჩემი უალტერანტივო სახლი  და მეც მიხაროდა რომ ოქროსბეჭდებიანი ლამაზი ხელების  კუთვნილ სასეირნო ადგილას ცხოვრების უფლება მქონდა,და ამ სიხარულით სავსემ იმდენი ვიძახე,კეთილო ბიძიებო და დეიდებო-თქო,თქვენც დაიჯერეთ თქვენი სიკეთე და შეუდარებლობა...

................................






ხო დაგეხმარეთ  ბიძიებო და დეიდებო,ღმერთით და საკუთარი თავის რწმენით...
ხო  გაიძულეთ,გყოლოდათ ღმერთი და გქონოდათ საკუთარი თავები...
ხო მიგახვედრეთ,რო უნდა გწამდეს იმის,რაც გაქვთ, და უნდა გიყვარდეთ ის,რაც გწამთ...
ხო  მიგითითეთ,ან მიგიგაშვერილხელეთ იმაზე,რო რწმენა ვალდებულებების  აღებას გაიძულებთ...
ადექით და დამეხმარეთ...
დამეხმარეთ რა...

......................................

ამასობაში აღარც ბავშვი ვარ რო ის ფუმფულა სათამაშო ვითხოვო,ახლა უკვე  შვილიშვილებისთვის  რო  ყიდულობთ და  ისინი სიამოვნeბით ჭრიან...აღარც გოგონა ვარ,ჩემ თვალებში ეშმaკუნების დანახვას და ჩემი ტანის მოქნილობით აღფრთოვანებას რო ვითხოვდე...
ის ბავშვებიც  გაიზარდნენ  და ახლა თვითონ ზრდიან ბავშვებს,ყურადღება და  აფოფინება რო მოვინდომო...
ერთი ეგ არი,მარტო პურის ჭამა ვერ ვისწავლე  ვერაფრით,ამიტო ისევ მჭირდება ჩემი გაცვდილი ხელი,პურის და მისი მისაყოლებელის სათხოვნელად...
და კიდე ფიქრის უნარი მჭირდება, თორე თქვენი პურის იმედად  ჩემი მტერი იყოს....


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები