ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბეს247
ჟანრი: პოეზია
3 მაისი, 2011


კაეშანი

ბინდდება სოფელი,
ვარსკვლავნიც შობილან...
სული სულ შიშველი
მშთა, დედიშობილა...
ფიქრნი იცვლებიან,
დარდად იცლებიან,
გარდაიცვლებიან,
ვით არც კი ყოფილან...
შენთან ვარ გონებით,
შენის შთაგონებით...
და ეს სტრიქონებიც
ფიქრთ ქროლვად მოფრინავს...
ეს წუთისოფელი
ძნელი რამ ყოფილა,
თუმც ეს სამყოფელიც
თვით ღვთისგან შობილა;
დგახარ თუ დადიხარ,
ვიღაცის ლანდი ხარ...
ვიღაცის ლანდი ხარ,_
ვიღაცის ოცნება...
ჭაღარა მატულობს,
იმედი ცოცხლობს,
ნათელი დღე კი ღამით იცვლება...
ბინდდება სოფელი_
წუთი სამყოფელი,
დავალ სულშიშველი,
ვარ საწყალობელი...
უფალო შემიწყალე!
უფალო შემიწყალე!
უფალო შემიწყალე,
სევდის მგალობელი!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები