 | ავტორი: saloabramishvili ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 27 აპრილი, 2011 |
გული მტკივა. გულის ტკივილს შემაჩვიე მეათე დღეა. გულის ტკივილს და სველ თვალებს. ვიცი, ასეთს რომ მხედავდე მეტყოდი, რომ ჩემთვის ტირილი არ შეიძლება, მეტყვი, რომ მე უნდა ვიცინოდე. ვეღარ მეცინება.. გახსოვს? პატარებმა შენს ოთახში თითები რომ გავიჭერით. შენ მაშინ მითხარი რომ მე და შენ და-ძმანი ვართ. მითხარი, რომ არასოდეს მიღალატებდი. მითხარი, რომ დამიცავდი და ჩემს გვერდით იქნებოდი. პირველ და უკანასკნელ წერილს გწერ. გწერ და ისევ მეტირება ჩემო ტკვილო, ჩემო ცად წასულო ანგელოზო. მიკვირს, მიკვირს როგორ არ მეჩხუბებოდი შენს სასახლესთან რომ ვიჯექი და ვტიროდი. მაპატიე, მაპატიე, რომ ვერაფერს გეტყვი ჯერ არ თქმულს. მაპატიე, რომ ვერ დაგიცავი, ვერ გადაგარჩინე. ჩემო ანგელოზო... მეტირება... მეტირება და ვერაფერს ვუხერხებ თავს. ღმერთს შევურისხდი და რწმენაც დავკარგე. შენ ალბათ არ წასულხარ. შენ ალბათ აქ ხარ. ყოველ წუთს ვგრძნობ შენს ჩემს გვერდით ყოფნას. მაპატიე, რომ დამამშვიდებლებს, ცრემლიან თვალებს. ღამით ჩუმად ტირილს და უშენობას ვეჩვევი. მახსენდება როგორ დამემშვიდობე, როგორ ჩამეხუტე და მითხარი, რომ ჭკვიანად ვყოფილიყავი. გპირდები, რომ ვიქნები ისეთი, როგორიც გინდოდა, რომ ვყოფილიყავი და ვიქნები ისეთი, რომ ჩემით იამაყო. ოღონდ შენ არ დამტოვო, ოღონდ შენი არსებობა ვიგრძნო. მიყვარხარ. მიყვარხარ და მეყვარები ბოლო ამოსუნთქვამდე... ჩემო ტკივილო, ჩემო ცად წასულო ანგელოზო... ჩემი უშენობა მტკივა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|