ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფარსმან სპარსი1
ჟანრი: პოეზია
27 აპრილი, 2011


სხვისი კალმით დაწერილი

როცა არ ვფიქრობ აღარაფერზე
ანდაც, უბრალოდ არ მინდა ფიქრი.
ვუყურებ ყვავილს ფანჯრის რაფაზე
დრო კი, უქმად და უაზროდ მიჰქრის.

აღარ მაწუხებს დღეს უშენობა
ასე მგონია, თითქოს არასდროს
არც მაწუხებდა, შენი მშვენება
მინდა შევძლო და ფანქრით დავხატო.

დღეს უკვე ისე აღარ მიზიდავ
როგორც ეს იყო გუშინ, ან შარშან,
თითქოს გხედავ და ცოდვილ მიწიდან
ვიღებ სიმართლის დარჩენილ მარცვალს.

მოდი, ნურასდროს ნუღარ შემხვდები
მინდა მახსოვდე, ბოლოს რომ გნახე.
ახლა კი, მგონი ორივე ვხვდებით
დროა სხვა გულებს დავუგოთ მახე.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს