ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უბრალო.
ჟანრი: პოეზია
28 აპრილი, 2011


ნაიარევი

წლები ინახავს წარსულის ფიქრებს
და სიყალბესაც სახეზე იფარებს.
რა გაექცევა ამდენ იარებს,
რა ჩამორეცხავს სახეზე ცრემლებს.

რატომ მოგწონვარ,
იმიტომ რომ მცირე ვარ ზომით?
რატომ გიყვარვარ,
იმიტომ რომ მე სხვას არ ვგავარ?
ნუთუ არ გჯერა ჩემი იარის,
შიგ გულში რომ მაქვს ჩაჭედებული.
ნუთუ სიტყვებშიც ვეღარ მიპოვე
სისხლით რომ არის შედედებული.

რა ჩამორეცხავს ამდენ იარებს,
კედლებზე, სახეზე თუ თვითონ ჩემში.
რა წაშლის კედლიდან ამდენ სურათებს,
სახლებზე, ფიქრებზე, შენში თუ ჩემში.

რამდენ სიყალბეს ინახავს წლები,
რამდენ კვალს ტოვებს კედლებთან ომში.
როდის გაივლის წარსულზე ფიქრი,
როდის იქნება განოემრებით.

რატომ მოგწონვარ,
იმიტომ რომ მცირე ვარ ზომით?
რატომ გიყვარვარ,
იმიტომ რომ მე სხვას არ ვგავარ?
რა იცი, ვითომც და ჩემს გულში ზიხარ?
და თუ ასეა და ასე გჯერა
რატომ ვერ ამჩნევ ამდენ იარებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები