ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
29 აპრილი, 2011


ძია - ქართული პოეზიისა!

  დღეს სატელეფონო ზარი შემოვიდა ჩემს მობილურზე. მუშაობა შევწყვიტე, როცა მობილურის ეკრანზე ამოვიკითხე - იმედო ჯახუა.
  გარეთ გავედი.
  ვიფიქრე, ისევ მოკითხვებით შემოვიფარგლებოდით, თუმცა არც თუ ისე სასიამოვნო ამბავი შემატყობინა:
  "გიგოს გაუმარჯოს"
  "სალამი ძია იმო" - არადა ოთხი დღის წინ დავურეკე და ვესაუბრე. თითქოს ყველაფერი ნორმალურად იყო. თბილი მოკითხვებით დავასრულეთ საუბარი.
  "ოპერაცია გავიკეთე გიგოჯან, გუშინ" - ვერაფრი ვთქვი. სახე, ალბათ ცივი ოფლით დამეცვარა, რადგან ვიგრძენი როგორ დაიწყო თითებმა გაყინვა. ცას ავხედე და მის მოქუფრულ სახეს დავაშტერდი. წვიმის წვეთები შეუერთდა ჩემს დაცვარულ შუბლს. მხოლოდ, ერთი, ამის თქმა მოვახერხე:
  "ახლა როგორ ხარ ძია იმო?"
  "არამიშავს გიგო, უფლის წყალობით დღეს უკვე კარგად ვარ"
  "ღმერთმა ჯანი მოგცეს ძია იმო!" - მებრძოლის ხმა ჰქონდა. "გორგასლის ხმალმა მიხსნაო" - მითხრა და ამით ქართველი დასტაქრის ოსტატობას გაუსვა ხაზი. მას მადლობა გადაუხადა.
  "ნაღველა გადამირჩინეს და უკვე არაფერსა ვნაღვლობო" - ეგრე დამემშვიდობა.
  "ხელმეორედ დაბადებას გილოცავ ძია იმო!" - ვუთხარი და დავემშვიდობე იმ იმედით, რომ მალე მის ახალ წიგნს ვიხილავ.

  გაიხარე ძია იმო!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები