| ავტორი: არჯაკელი ჟანრი: პოეზია 30 აპრილი, 2011 |
მამლის ყივილი, გაძახილი, და ძაღლის ყეფა, ყოველი დილა ჩემს სოფელში ასე იწყება. "იმე!"_ს და "აპა?!"_ს ჩაუტკბები, სულზე უამესს, მდინარის პირას საქონელიც დაიშუადღებს... აქ თორნეულმა სურნელება მიმოაკმია, თვალს მოუჭუტავს სამხრობის მზეს სანდრო პაპია ყანის ბოლოზე, დააზუსტებს, ხვალ დარი თუა, გარჯას ვინღა სთხოვს, გულისთქმამ თუ გამოიტყუა... ქალების ნადი, ბუმბლის წეწა, ჭორი თავნება, ყველა საღამო ჩვენთან, თითქმის, ასე თავდება... სამზითვო ბალიშს მოუსვამენ ხელს, ნება_ნება, სულ ქორწილები, შემოგევლეთ, სულ გამრავლება!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. რა კარგი და თბილი ვინმე ხარ :)) <3 რა კარგი და თბილი ვინმე ხარ :)) <3
17. მომწოონს ! ++ მომწოონს ! ++
16. თქვენგან არ მიკვირს, აპათია...თვითონ წარმატებებს გისურვებთ!:) თქვენგან არ მიკვირს, აპათია...თვითონ წარმატებებს გისურვებთ!:)
15. ლიტერატურული ღირებულება აქვს 0 თორე ისე სოფელი რა თქმა უნდა კარგია. ლიტერატურული ღირებულება აქვს 0 თორე ისე სოფელი რა თქმა უნდა კარგია.
14. ამ ლექსს სწორედ ბუმბლის წეწვა უხდება :) ძალიან მომეწონააააააააააააააააააა!!! ამ ლექსს სწორედ ბუმბლის წეწვა უხდება :) ძალიან მომეწონააააააააააააააააააა!!!
13. ბუნბლის :-? ბუმბულის :-? წეწვა
სხა დანარჩენი ისეთია, სუფთაჰაერიანმდინარისსურნელიანი :)
++ ბუნბლის :-? ბუმბულის :-? წეწვა
სხა დანარჩენი ისეთია, სუფთაჰაერიანმდინარისსურნელიანი :)
++
12. შემოგევლეთ!:):):) შემოგევლეთ!:):):)
11. კარგად მოკვარახჭინებული:) კარგად მოკვარახჭინებული:)
10. რა კარგი სურათია...:-* რა კარგი სურათია...:-*
9. კარგია,ბოლოს გამეღიმა ისე ჩამთავრდა სადღეგრძელოსავით :) +2
ასევე მატყლის წეწვა :) :დ კარგია,ბოლოს გამეღიმა ისე ჩამთავრდა სადღეგრძელოსავით :) +2
ასევე მატყლის წეწვა :) :დ
8. წეწვაა საწყისი ფორმა, მართალი ბრძანდებით, მე შემეშალა, გმადლობთ:) წეწვაა საწყისი ფორმა, მართალი ბრძანდებით, მე შემეშალა, გმადლობთ:)
7. ლამაზი სურათია.. ლექსიც ლამაზი:) ლამაზი სურათია.. ლექსიც ლამაზი:)
6. +2 ჩემგან!!!!!!!!ისეთი ლექსია ხუთიანი არ დაგენანება მაგრამ მეტეს ვერ ვწერ....
წეწა-გრამატიკულად გაუმართავი ფორმაა მაგრამ იმერეთში ნამდვილა იყენებ ამ სიტყვას +2 ჩემგან!!!!!!!!ისეთი ლექსია ხუთიანი არ დაგენანება მაგრამ მეტეს ვერ ვწერ....
წეწა-გრამატიკულად გაუმართავი ფორმაა მაგრამ იმერეთში ნამდვილა იყენებ ამ სიტყვას
5.
გმადლობთ, რომ კითხულობთ:) წეწა ნამდვილად სწორი ფორმაა, ბუმბლს ზემო იმერეთში ბუმბულს ეძახიან, ასე თქმაც მომენატრა და...
გმადლობთ, რომ კითხულობთ:) წეწა ნამდვილად სწორი ფორმაა, ბუმბლს ზემო იმერეთში ბუმბულს ეძახიან, ასე თქმაც მომენატრა და...
4. გაიხარე! :) გაიხარე! :)
3. უჰ,მომინდა სოფელში....:)
ბუმბლის წეწა-რამდენად სწორი ფორმაა,იტყვის აქ კომპეტენტური მკითხველი.
შევაფასებ! უჰ,მომინდა სოფელში....:)
ბუმბლის წეწა-რამდენად სწორი ფორმაა,იტყვის აქ კომპეტენტური მკითხველი.
შევაფასებ!
1. რას ვერჩი. 4! რას ვერჩი. 4!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|