ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელეგანტი
ჟანრი: პოეზია
2 მაისი, 2011


  ჩამოტვირთვა

დღეს ყველამ ერთად განვიცადეთ ლიკვიდაცია

შენ, დღეს მარტივად ჩემი სისხლით სახეს მოიბან,
ჩამოგცვივდება მკერდს და ხელს შუა ურცხვი დალალი,
ერთი ნამცეცი სინდისიც  არ შემრჩა ზოდიდან,
რომ შენს წინაშე, წუთით მაინც მერქვას მართალი.

შენ ეწაფები ძარღვებიდან უგემურ სითხეს,
ფერიც აღარ აქვს მდუღარე და მუქი წითელი,
გრჩება შეგრძნება, რომ სამოთხის კარიდან გიხსნეს,
მოშხამულ ყვავილს ჰგავხარ თითქოს, ისე ილევი -

ჩემს მკლავებსა და ტკივილს შორის, გამხეცებული
მიჭერ ხელებს და თან გინდა რომ სული ამხადო,
მე ისევ ისე უდრტვინველად მრჩება სხეული,
და ჩუმი კვნესით  შეგღაღადებ, ვკვდები ლამაზო...

მანიაკალურ ზმორებში გადავარდნილმა,
მე ის შევცოდე, რამაც შენაც ჩემებრ გაქცია,
შენმა პატარა გოგონამ და მინდვრის ყვავილმა,
დღეს ყველამ ერთად განვიცადეთ ლიკვიდაცია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს