ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
11 სექტემბერი, 2008


დღეს

გვერდით რომ მყავდი,
არ სტანჯავდა ბგერებს შიმშილი,
მაშინ, როდესაც,
ცას ვხედავდი შენი თვალებით,
დღეს კი, უშენოს,
ნოსტალგია დამდევს შიშივით,
და ვეწამები...

გვერდით რომ მყავდი,
სხვა ფერები ჰქონდა გაზაფხულს,
დღეს მაინც ვერ გთმობ,
დავიწყების ბურუსით შემკულს,
მონატრება კვლავ სტრიქონებად უნდა გაგანდო,
ლექსივით ერთგულს...

მწუხრის ქარები აირივნენ,
წუხს შემოდგომა,
ბებერ ხელებში,
დაკოჟრილი ფოთოლი ეწვის,
საკუთარ თავთან წამოწყებულ უვადო ბრძოლას
დღეს ვაგებ... შენთვის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები