 | ავტორი: ბეს247 ჟანრი: პოეზია 11 მაისი, 2011 |
ნეტავ შემეძლოს მე სიცოცხლის დათმობა შენთვის! ამქვეყნად მეტი, უკეთესი რა დამრჩენია... არავის ძალუძს, რომ შეცვალოს განგება ღმერთის, უფლის დაშვება შეუცვლელი განაჩენია.
თვით სიცოცხლეც ხომ, ჩვენი აზრით, ჩვენად რომ გვეთქმის, ღვთივბოძებულ გვაქვს, უფლის ხელით განაჩენია; მხოლოდ წამისად მოუცია და როცა გვეტყვის, მასვე ვუბრუნებთ, ის მისია, განა ჩვენია!
მაგრამ კაციც რომ თვისვე ხატად უქმნია უფალს, ამის დასტურად სიყვარულის ნიჭი გვჩენია, ეს ნიჭი ჰბადებს და აგრძელებს სიცოცხლეს უკვდავს, ის მუდამ თან გვდევს, ვერვინ გვართმევს, მარად ჩვენია!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. ნეტავ შემეძლოს მე სიცოცხლის დათმობა შენთვის! ამქვეყნად მეტი, უკეთესი რა დამრჩენია... არავის ძალუძს, რომ შეცვალოს განგება ღმერთის, უფლის დაშვება შეუცვლელი განაჩენია. მომეწონა ნეტავ შემეძლოს მე სიცოცხლის დათმობა შენთვის! ამქვეყნად მეტი, უკეთესი რა დამრჩენია... არავის ძალუძს, რომ შეცვალოს განგება ღმერთის, უფლის დაშვება შეუცვლელი განაჩენია. მომეწონა
10. პათეტიკა გასაგებია, თუმცა ლექსი არ მომწონს :) პათეტიკა გასაგებია, თუმცა ლექსი არ მომწონს :)
9. უფალი სამ სტროფში კი არა, თითო ასო-ბგერაში უნდა ჟღერდეს სამგზის.... ვისაც მეტი ჰგონია, აჯობებს საკუთარ სტროფებში იპოვოს თუნდაც ერთხელ!!!
უფალი სამ სტროფში კი არა, თითო ასო-ბგერაში უნდა ჟღერდეს სამგზის.... ვისაც მეტი ჰგონია, აჯობებს საკუთარ სტროფებში იპოვოს თუნდაც ერთხელ!!!
8. მშობლიურ ენაში სიტყვებზე ტარიფი ჯერ არ დაუწესებიათ, ეს კომენტარები პარლამენტმა რომ განიხილოს, სიტყვათა მრიცხველებს დაგვიყენებენ!!!
მშობლიურ ენაში სიტყვებზე ტარიფი ჯერ არ დაუწესებიათ, ეს კომენტარები პარლამენტმა რომ განიხილოს, სიტყვათა მრიცხველებს დაგვიყენებენ!!!
6. "არავის ძალუძს, რომ შეცვალოს განგება ღმერთის, უფლის დაშვება შეუცვლელი განაჩენია."
საიდან ეს დასკვნა? "არავის ძალუძს, რომ შეცვალოს განგება ღმერთის, უფლის დაშვება შეუცვლელი განაჩენია."
საიდან ეს დასკვნა?
4. ''უფალი'' ძალიან ბევრჯერაა 3 სტროფისთვის. დანარჩენი არაა ურიგო. წარმატებები!
``უფალი`` ძალიან ბევრჯერაა 3 სტროფისთვის. დანარჩენი არაა ურიგო. წარმატებები!
3. ნეტავ შემეძლოს, რომ დამეთმო სიცოცხლე შენთვის!>>აქ დროებია არეული,ან უნდა იყოს ნეტა შემეძლო რომ დამეთმო...ან ნეტავ შემეძლოს რომ დაგითმო. სესრულება და გადმოცემაც არ მომწონს,მოკლედ სუსტია.(და არც შინაარსი,მარტვი და ბანალური ნუ ჩემთვის) -5
ნეტავ შემეძლოს, რომ დამეთმო სიცოცხლე შენთვის!>>აქ დროებია არეული,ან უნდა იყოს ნეტა შემეძლო რომ დამეთმო...ან ნეტავ შემეძლოს რომ დაგითმო. სესრულება და გადმოცემაც არ მომწონს,მოკლედ სუსტია.(და არც შინაარსი,მარტვი და ბანალური ნუ ჩემთვის) -5
2. + + წარმატებები! + + წარმატებები!
1. ხო... მართალი ხარ! ხო... მართალი ხარ!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|