 | ავტორი: N O D O ჟანრი: პოეზია 12 მაისი, 2011 |
ალბათ მილიონნახევარი წამი გავიდა იმის იქიდან, ან იქამდე, ანდაც პირიქით, ვიწყებ, თუ უფრო ვიმეორებ წერას თავიდან?! სადაც შევჩერდი, ვინაიდან ცრუა ყოველი მედღეხვალიე კაცისა და ზამთრის იგავი, ანუ ანდაზა, აფორიზმი, ანდაც ნოველა.
და რა აზრი აქვს, უკეთესად არის ვინ უფრო, გადმოაბრუნე საკუთარი თავი კედლისკენ, უფლის გარეშე დარჩენილმა უნდა იუფლო თვითონ, რადგანაც ისე გდება არის ეშმაკი. დაბადებიდან დაწყებული იცვამ საკაბეს, რომელსაც ვერვინ მოიხდენდა ასე - შენსავით.
დღესაც იღვრები ცრემლებიდან იქით - ცრემლებში, სამის ნახევარ საათივით თვალებს ამთქნარებ, ყველა ტკივილის მორჯულებას უცებ შეეშვი, რადგან არ გქონდა, ან ვერ ნახე შენი ადგილი, "მიცვალებულის" სარეცელის გარდა და ახლა მთელმა ცხოვრებამ ჩაგიარე უკვე კადრივით.
მე კი გიყურებ, მეცინება თუმცა არაფრით, წარმომედგინე ვერასოდეს რადგან ასეთი... გუშინ იწვიმა, უყურებდი ჩიტებს გადამფრენს, ილუზიაში წერილების დასტა ეჭირათ, და ერთი წამით, უფრო სწორედ მეათასედით, მძიმე ტვირთივით მოიხსენი ფიქრი ბეჭიდან.
ალბათ მილიონნახევარი წამი გავიდა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. მე კი გიყურებ, მეცინება თუმცა არაფრით, წარმომედგინე ვერასოდეს რადგან ასეთი...
ალბათ მილიონნახევარი წამი გავიდა... მე კი გიყურებ, მეცინება თუმცა არაფრით, წარმომედგინე ვერასოდეს რადგან ასეთი...
ალბათ მილიონნახევარი წამი გავიდა...
15. გუშინ იწვიმა, უყურებდი ჩიტებს გადამფრენს, ილუზიაში წერილების დასტა ეჭირათ, და ერთი წამით, უფრო სწორედ მეათასედით, მძიმე ტვირთივით მოიხსენი ფიქრი ბეჭიდან.
ალბათ მილიონნახევარი წამი გავიდა...
მაგარია ++ :) გუშინ იწვიმა, უყურებდი ჩიტებს გადამფრენს, ილუზიაში წერილების დასტა ეჭირათ, და ერთი წამით, უფრო სწორედ მეათასედით, მძიმე ტვირთივით მოიხსენი ფიქრი ბეჭიდან.
ალბათ მილიონნახევარი წამი გავიდა...
მაგარია ++ :)
14. ,,მე კი გიყურებ, მეცინება თუმცა არაფრით, წარმომედგინე ვერასოდეს რადგან ასეთი... გუშინ იწვიმა, უყურებდი ჩიტებს გადამფრენს, ილუზიაში წერილების დასტა ეჭირათ, და ერთი წამით, უფრო სწორედ მეათასედით, მძიმე ტვირთივით მოიხსენი ფიქრი ბეჭიდან.
ალბათ მილიონნახევარი წამი გავიდა..."
მართლა, ძალიან მოვიხიბლე.
,,მე კი გიყურებ, მეცინება თუმცა არაფრით, წარმომედგინე ვერასოდეს რადგან ასეთი... გუშინ იწვიმა, უყურებდი ჩიტებს გადამფრენს, ილუზიაში წერილების დასტა ეჭირათ, და ერთი წამით, უფრო სწორედ მეათასედით, მძიმე ტვირთივით მოიხსენი ფიქრი ბეჭიდან.
ალბათ მილიონნახევარი წამი გავიდა..."
მართლა, ძალიან მოვიხიბლე.
13. გუშინ იწვიმა, უყურებდი ჩიტებს გადამფრენს, ილუზიაში წერილების დასტა ეჭირათ, საინტერესო სახეები არის..:) გუშინ იწვიმა, უყურებდი ჩიტებს გადამფრენს, ილუზიაში წერილების დასტა ეჭირათ, საინტერესო სახეები არის..:)
12. აგლაია - ხოდა ზუსტად ის ვერ გავიგე, "უფლის" გარეშე ყოფნა რატომაა გდება? რა კავშირია? ე.ი მხოლოდ უფალთან ერთად თუ ხარ მაშინ წარმოადგენ ადამიანს და ცოცხალ არსებას? ისე არა? აბა გდება და ყოფნა რომ განსხვავდება მაგას დიდი ხანია ვხვდები : ) აგლაია - ხოდა ზუსტად ის ვერ გავიგე, "უფლის" გარეშე ყოფნა რატომაა გდება? რა კავშირია? ე.ი მხოლოდ უფალთან ერთად თუ ხარ მაშინ წარმოადგენ ადამიანს და ცოცხალ არსებას? ისე არა? აბა გდება და ყოფნა რომ განსხვავდება მაგას დიდი ხანია ვხვდები : )
11. კი, ასეა აგლაია და გამიხარდა რომ ახსენით, არ მიყვარს ჩემი ლექსის განხილვა... გაიხარე! კი, ასეა აგლაია და გამიხარდა რომ ახსენით, არ მიყვარს ჩემი ლექსის განხილვა... გაიხარე!
10. ყოფნას და გდებას შორის განსხვავება აშკარაა, ''გდება'' -აქ ავტორს აქვს შემოტანილი,ადამიანის, როგორც უსულო საგნის მახასიათებელ სიტყვად,რადგან განმარტებული აქვს, რომ უფლის გარეშე არსებობა ყოფნა ვერ იქნება,- უფლის გარეშე ადამიანი ეშმაკეულია და შესაბამისად ამიტომაც ''გდია'' იგი. და თუ მასში უფალი არა, მაშინ ის თავად უნდა იყოს საკუთარი თავის უფალიო... მგონი სწორად გავიგე ასეა ნოდო?
ყოფნას და გდებას შორის განსხვავება აშკარაა, ``გდება`` -აქ ავტორს აქვს შემოტანილი,ადამიანის, როგორც უსულო საგნის მახასიათებელ სიტყვად,რადგან განმარტებული აქვს, რომ უფლის გარეშე არსებობა ყოფნა ვერ იქნება,- უფლის გარეშე ადამიანი ეშმაკეულია და შესაბამისად ამიტომაც ``გდია`` იგი. და თუ მასში უფალი არა, მაშინ ის თავად უნდა იყოს საკუთარი თავის უფალიო... მგონი სწორად გავიგე ასეა ნოდო?
9. იუფლო რა აზრის მატარებელია გავიგე, (მგონი) მაგრამ თვითონ სიტყვა ვერაა კარგი, რითმისთვისაა შემოტანილი. (ჩემი აზრით).
"რადგანაც ისე გდება არის ეშმაკი" < ეს საერთოდ... გდება რას ნიშნავს? ყოფნა მაინც ყოფილიყო, რა ვიცი. მე არ მომეწონა. იუფლო რა აზრის მატარებელია გავიგე, (მგონი) მაგრამ თვითონ სიტყვა ვერაა კარგი, რითმისთვისაა შემოტანილი. (ჩემი აზრით).
"რადგანაც ისე გდება არის ეშმაკი" < ეს საერთოდ... გდება რას ნიშნავს? ყოფნა მაინც ყოფილიყო, რა ვიცი. მე არ მომეწონა.
8. სამწუხაროა ირაკლი, რომ ვერ გაიგე! :) სამწუხაროა ირაკლი, რომ ვერ გაიგე! :)
7. მძიმე ტვირთივით მოიხსენი ფიქრი ბეჭიდან.
მძიმე ტვირთივით მოიხსენი ფიქრი ბეჭიდან.
6. კარგია,ძლიერია...
კარგია,ძლიერია...
5. "უფლის გარეშე დარჩენილმა უნდა იუფლო თვითონ, რადგანაც ისე გდება არის ეშმაკი. დაბადებიდან დაწყებული იცვამ საკაბეს, რომელსაც ვერვინ მოიხდენდა ასე - შენსავით."
აქ რა ხდება საერთოდ? : ) ვერაფერი გავიგე. "უფლის გარეშე დარჩენილმა უნდა იუფლო თვითონ, რადგანაც ისე გდება არის ეშმაკი. დაბადებიდან დაწყებული იცვამ საკაბეს, რომელსაც ვერვინ მოიხდენდა ასე - შენსავით."
აქ რა ხდება საერთოდ? : ) ვერაფერი გავიგე.
4. +5 მომეწონა! +5 მომეწონა!
3. "ვინაიდან ცრუა ყოველი მედღეხვალიე კაცისა და ზამთრის იგავი, ანუ ანდაზა, აფორიზმი, ანდაც ნოველა"
"ყველა ტკივილის მორჯულებას უცებ შეეშვი"
"გუშინ იწვიმა, უყურებდი ჩიტებს გადამფრენს, ილუზიაში წერილების დასტა ეჭირათ, და ერთი წამით, უფრო სწორედ მეათასედით, მძიმე ტვირთივით მოიხსენი ფიქრი ბეჭიდან.
ალბათ მილიონნახევარი წამი გავიდა..."
მე მსიამოვნებს აქ კითხვა :) "ვინაიდან ცრუა ყოველი მედღეხვალიე კაცისა და ზამთრის იგავი, ანუ ანდაზა, აფორიზმი, ანდაც ნოველა"
"ყველა ტკივილის მორჯულებას უცებ შეეშვი"
"გუშინ იწვიმა, უყურებდი ჩიტებს გადამფრენს, ილუზიაში წერილების დასტა ეჭირათ, და ერთი წამით, უფრო სწორედ მეათასედით, მძიმე ტვირთივით მოიხსენი ფიქრი ბეჭიდან.
ალბათ მილიონნახევარი წამი გავიდა..."
მე მსიამოვნებს აქ კითხვა :)
2. გუშინ იწვიმა, უყურებდი ჩიტებს გადამფრენს, ილუზიაში წერილების დასტა ეჭირათ, და ერთი წამით, უფრო სწორედ მეათასედით, მძიმე ტვირთივით მოიხსენი ფიქრი ბეჭიდან.
ეს შედარებით, დანარჩენი იმდენად ვერ.. არეულია თითქოს და დასაწყობი.. გუშინ იწვიმა, უყურებდი ჩიტებს გადამფრენს, ილუზიაში წერილების დასტა ეჭირათ, და ერთი წამით, უფრო სწორედ მეათასედით, მძიმე ტვირთივით მოიხსენი ფიქრი ბეჭიდან.
ეს შედარებით, დანარჩენი იმდენად ვერ.. არეულია თითქოს და დასაწყობი..
1. ყოჩაღ,მომეწონა ძალიან,ძალიან წინსვლაა ძმაა ! ადრე დადებული ეს ლექსი მომეწონა ძალიან "შენ, მას, ის..." და ესეც რა თქმა უნდა . +2 ყოჩაღ,მომეწონა ძალიან,ძალიან წინსვლაა ძმაა ! ადრე დადებული ეს ლექსი მომეწონა ძალიან "შენ, მას, ის..." და ესეც რა თქმა უნდა . +2
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|