ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბეს247
ჟანრი: პოეზია
19 მაისი, 2011


ღამე

შესრულდა სამი,
მიჩუმდა ჩქამი,
დაღლილა სკამი,
რომელზეც ვზივარ...

ღია მაქვს თვალი,
ვარ ძილგამკრთალი,
ფიქრთა ფართხალი
არ მიშვებს ძილად.

წამს მისდევს წამი,
შორს დარჩა სამი...
ციდან ცრის ნამი,
თენდება დილა;

აჩქამდა ჩქამი...
და ოხრავს სკამი,
დაღლილი სკამი,
რომელზეც ვზივარ...

19.04.2007

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები