 | ავტორი: ნაა ჟანრი: პროზა 11 სექტემბერი, 2008 |
ძალიან მომენატრა სახლი,რომელიც არასოდეს მქონია და სახლი,რომელიც სახლიც არ ყოფილა... ჩემი ბავშვობის საოცნებო ქოხი მომენატრა,ტყეში რო უნდა მდგარიყო და ძალიან მყუდრო და წყნარი ყოფილიყო... კიდე,ის ფიქრები მომენატრა,რომლებითაც მაშინ მქონდა თავი გამოტენილი და სადაც არ არსებობდნენ მოვალეობები, პასუხისმგებლობები, სამსახურები და გადასახადები... მით უმეტეს გლობალური დათბობა და გამრავლებული ტერაქტები... მე ჩემი საკუთარი, ვაშლისჭამამდელი თავი მომენატრა,რომელსაც არ ჭირდებოდა წვალება და ტკივილი არსებობის უფლების მოსაპოვებლად...მას მარტო ქოხზე ოცნება, ლინდგრენის წიგნები და გემრიელი ღვეზელები ჭირდებოდა ბედნიერებისთვის... მაშინდელ ჩემ თავს წარმოდგენაც კი არ ქონდა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შესახებ ,მაგრამ მტკიცედ იცოდა,რომ რაც არ უნდა ეთქვა,სწორი იქნებოდა,იმიტომ,რომ პიროვნება იყო და პიროვნებებს,თავიანთი აზრები და შეხედულებები აქვთ.... დილას იმიტომ კი არ იღვიძებდა,რომ ათასი საქმე ქონდა მოსასწრები დაღამებამდე,უბრალოდ,დილაობით ჩიტები ისეთ ეტიუდებს ასრულებდნენ მის ფანჯრებთან,რომ მათი არმოსმენა ყველაზე ცუდი რამე იქნებოდა,რის გაკეთებასაც ის შეძლებდა...(თან მზეც უკვარდა და ბალახზე ნამიც)... კიდე,ის ადამიანები მომენატრა,მაშინ რო ვიცნობდი და უგამონაკლისოდ ყველა კარგი რომ იყო... ვერ გავიგე,როგორ იქცნენ ის ხალხი ნარკომანებად,ქურდებად,წვრილმან ხულიგნებად და უბრალოდ , პრინციპების გარეშე მცხოვრებ ერად... მაშინ მარტო ჩვენი მეზობელი ქალი არ იყო კარგი,მხოლოდ იმიტომ,რომ არასოდეს არაფერს კითხულობდა და ვერ ხვდებოდა,საერთოდ რატო კითხულობდა ხალხი და მარტო მე ვიტყუებოდი,დედაჩემი რო მეცინებინა,ჩემ მეგობრებზე სასაცილო ამბებს ვიგონებდი... მოკლედ,ის დრო მომენატრა,როცა მე რამდენიმენაირი არ ვიკავი და ერთდროულად არ მიწევდა თავის დამკვიდრებასა და იმაზე ფიქრი,რომ შემენარჩუნებინა ჩემი ბავშვობის საოცნებო ქოხში ცხოვრების უფლება... და კიდე ის,რომ მაშინ ჩემ ლექსიკონში სიტყვა ,,მონატრება" უბრალოდ არ არსებობდა……….
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. რამდენის და ახლა უკვე 21ის,მაგრამ ეგ ძველია :) რამდენის და ახლა უკვე 21ის,მაგრამ ეგ ძველია :)
9. თამარი მგონია რომ გრამატიკოსია.?
ნაწარმოები კი ძალიან მომეწონა.... თამარი მგონია რომ გრამატიკოსია.?
ნაწარმოები კი ძალიან მომეწონა....
8. "ვერ გავიგე,როგორ იქცნენ ის ხალხი ნარკომანებად,ქურდებად,წვრილმან ხულიგნებად და უბრალოდ , პრინციპების გარეშე მცხოვრებ ერად..."
იქცნენ ის ხალხი -----> იქცა ის ხალხი! "ხალხი" მხოლობით რიცხვს ითხოვს!
8 "ვერ გავიგე,როგორ იქცნენ ის ხალხი ნარკომანებად,ქურდებად,წვრილმან ხულიგნებად და უბრალოდ , პრინციპების გარეშე მცხოვრებ ერად..."
იქცნენ ის ხალხი -----> იქცა ის ხალხი! "ხალხი" მხოლობით რიცხვს ითხოვს!
8
7. ჰო, ძალიან მესმის შენი :) ჩემ ერთ-ერთ ძველ და არშემდგარ ლექსში მაქვს ეგეთი ფრაზა- "ყველაზე მტანჯველი ის მონატრებაა, როცა საკუთარი თავი გენატრება" 7 ჰო, ძალიან მესმის შენი :) ჩემ ერთ-ერთ ძველ და არშემდგარ ლექსში მაქვს ეგეთი ფრაზა- "ყველაზე მტანჯველი ის მონატრებაა, როცა საკუთარი თავი გენატრება" 7
6. საყვარელია და მესიამოვნა წაკითხვა საყვარელია და მესიამოვნა წაკითხვა
5. მეც მიყვარს ქოხი ტყეში... 5 მეც მიყვარს ქოხი ტყეში... 5
4. ვაშლისჭამამდელი <<<
მარტო ამისთვის ხარ კარგი სხვა რომ თავი დაანებო : ) ვაშლისჭამამდელი <<<
მარტო ამისთვის ხარ კარგი სხვა რომ თავი დაანებო : )
2. ძაან შორს წამიყვანა ფიქრებში და მეც მომენატრა ის ჩემი საოცნებო ქოხი რომელიც არასდროს არ გამაჩნდა ... ძალიან საინტერესო და რაც მთავარია ტკბილად წასაკითხი მარტივი ენითაა დაწერილი... დღეიდან შემოგივლი ხოლმე +5 შენ :) ძაან შორს წამიყვანა ფიქრებში და მეც მომენატრა ის ჩემი საოცნებო ქოხი რომელიც არასდროს არ გამაჩნდა ... ძალიან საინტერესო და რაც მთავარია ტკბილად წასაკითხი მარტივი ენითაა დაწერილი... დღეიდან შემოგივლი ხოლმე +5 შენ :)
1. კარგი, საინტერესო ავტორი . რამდენი წლის ხარ? აქ კი 4. ვინც მიყვარს და მომწონს მკაცრი ვარ იმასთან.:)
და კიდე ის,რომ მაშინ ჩემ ლექსიკონში სიტყვა ,,მონატრება" უბრალოდ არ არსებობდა კარგი,კარგი გოგო ხარ :)
კარგი, საინტერესო ავტორი . რამდენი წლის ხარ? აქ კი 4. ვინც მიყვარს და მომწონს მკაცრი ვარ იმასთან.:)
და კიდე ის,რომ მაშინ ჩემ ლექსიკონში სიტყვა ,,მონატრება" უბრალოდ არ არსებობდა კარგი,კარგი გოგო ხარ :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|