ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არკუსი
ჟანრი: პოეზია
15 მაისი, 2011


დრო..ანუ განაწილება...

შეხედე, სველ მინებს ნაწვიმის სუნი აქვს,
ნაღრძობი სხეულის ნაწილებს ვაცლიდი
აცვენილ რაფიდან,
ცხოვრების დუნიას
და უცებ შეგცივდა
და უცბად აცივდი..

ტკივილებს ფერმიხდილ კაცივით იწმენდავ,
ნერვების წყვეტამდე სიგარეტს ეწევი
და როცა გაიგებ სხეული გიწვევდა,
შენც აღარ ფიქრობ
და მარტივად ეწვევი.

იჩრდილავს ხელებით
ცა მთვარის ანარეკლს,
შეწირულ
მსხვერპლივით სისხლი აქვს ნაწვიმარს,
დილეგის გისოსის რკინებით დანარეკ
დროს ყვირის საათი
და მაინც არ წირავს

დარჩენილ ცრემლების,
წვეთების,
სიწმინდეს
გამშრალი მინების მოთხუპნულ ზედაპირს
და ვშიშობ ახლა არ გამიწვიმდეს,
რაზეც ვწერდი და რაზეც წერდა კი

ჩემი მე,
სადაც ჩემ თავს ვერ ვხედავ,
ხელს ვუქნევ სივრცეს,
ნაღრძობ ნაწილებს
და როცა ცრემლი ვეღარ შემხვდება
დრო მაშინ ჩემ "სულს გაანაწილებს"..


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები