საწოლის ზამბარები,მეოცნებე მოგზაურთა დაღლილი ნეკნებით. სააბაზანოს შინაბერა სარკეები,რომელთაც არ გააჩნიათ მეორე მხარე. მამა ღმერთის არასასურველი შვილები,ანდა პირიქით... ხრინწშეპარული საგალობელი,მგალობლის მერამდენედ გადაგდებული სიგარეტის ხარჯზე, პოლიტიკოსთა უდარდელი სიფათები,მსგავსი ძროხებისას ინდოეთში. ტოკიოელი მეძავი გოგო და მისი ჩამოფასებული კიმონო, რომელშიც ცალად დარჩენილ ფრთას მალავს... შინაური კინოქრონიკის გათამაშება,სამზარეულოს დროით ზუსტად თორმეტზე, როცა ბავშვებს სძინავთ,ანდა პირიქით...უფროსებს... ტკივილები,რომლებიც ვერაფერს ცვლიან და მხოლოდ მახსოვრობის კედლებს ეწებებიან, გადაგდებული პრეზერვატივივით. სამოთხე,რომელიც ზედმეტად სრულყოფილია,იმისთვის,რომ რეალური იყოს. ჯოჯოხეთი ზედმეტად ყოველდღიური,რომ შეგვეშინდეს. ჩვენი სხეულების მშობლები, რომლებიც ჩვენი სულების მშობლებინ არ არიან. ეს ყველაფერი- ადამიანური კომედიის დაუსათაურებელი თავები, რომელშიც არაფრისმქონე მდიდრები იკლავენ თავებს! და ისინიც,ვისნც მთვარეზე სახლები იყიდეს და ხეები დარგეს. (მე პირადად იუპიტერს ვარჩევდი,შენ მითხარი, მასზე რმადენიმე მთვარე და მუდმივი ქარიშხლებია) სამართებლის თავებივით ბასრი იდეალები, რომელთათვისაც აღარაფერს წარმოვადგენთ, ისინი, ჩვენ არ აგვირჩევენ, მზის ჩასვლისას, როცა უკანასკნელი შიშის წინაშე აკანკალებულნი, იმიჯს გადავცვლით ნეკროლოგის ასლზე. რომელიც ცივილიზაციამ McDonalds სოუსით დაალაქავა. ამ დროს კი სადღაც არკანზასელი ქალწული, ღიპიან კინოპროდიუსერს,რომლის ნეკნებს ქვემოთ, ზამბარები ჭრიალებენ… მკერდს მოუშიშვლებს და თავის ბავშვობაზე მოუყვება... ანუ- ილუზიებს უნაყოფო თესლივით მოაბნევს ჯერ საწოლის,მერე გზის და ბოლოს საფლავის პირას… თქვენსავით- ჩემო აკანკალებულო თვითმკვლელებო!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. დამასევდიანა:-) like.! დამასევდიანა:-) like.!
12. სამოთხე,რომელიც ზედმეტად სრულყოფილია,იმისთვის,რომ რეალური იყოს. ჯოჯოხეთი ზედმეტად ყოველდღიური,რომ შეგვეშინდეს სამოთხე,რომელიც ზედმეტად სრულყოფილია,იმისთვის,რომ რეალური იყოს. ჯოჯოხეთი ზედმეტად ყოველდღიური,რომ შეგვეშინდეს
11. მაგარი რაპსოდიააა!.... ან იქნებ რაფსოდია ?....:) ვინ იცის !..... რთულია ქართული ენა და მისტიური....:) მაგარი რაპსოდიააა!.... ან იქნებ რაფსოდია ?....:) ვინ იცის !..... რთულია ქართული ენა და მისტიური....:)
10. მევასება შენი ნაწერები რა.. მევასება შენი ნაწერები რა..
9. ურაკზეც ბევრ ახალ რამეს ნახავ ადამიანი.
და არაა საჭირო ეს აგდებული ტონი.
არ მომწონს ეს ნაწერი :) ურაკზეც ბევრ ახალ რამეს ნახავ ადამიანი.
და არაა საჭირო ეს აგდებული ტონი.
არ მომწონს ეს ნაწერი :)
8. ჟანრში პოეზია იმაზე ამაყად გამოიყურება ვიდრე ჩემს სუსტ გულს შეუძლია აიტანოს :დ ჟანრში პოეზია იმაზე ამაყად გამოიყურება ვიდრე ჩემს სუსტ გულს შეუძლია აიტანოს :დ
7. ჩემს გამჭრიახ გონებას ვუმადლი, რომ ვამჩნევ რაღაც-რაღაცეებს :)
ცუდი ნაწერია-თქო არ დამიწერია მე მანდ :)
სიახლე არ არის-თქო. მაკდონალდსის ხსენებით მხოლოდ, ვერ ავღფრთოვანდები, არადა, მიყვარს ბიგ მაკი მე :D ჩემს გამჭრიახ გონებას ვუმადლი, რომ ვამჩნევ რაღაც-რაღაცეებს :)
ცუდი ნაწერია-თქო არ დამიწერია მე მანდ :)
სიახლე არ არის-თქო. მაკდონალდსის ხსენებით მხოლოდ, ვერ ავღფრთოვანდები, არადა, მიყვარს ბიგ მაკი მე :D
6. ახლა, შენ მითხარი, ამ ნაწერში შენ რა აღიქვი სიახლედ?
მე არ მითქვამს რომ სიახლე ვნახე რამე და გადავირიე იმით რაც არსად აქამდე არ მინახავს :) თუმცა ბევრი იმ სხვის ფონზე ვისი ნაწერიც არაერთხელ შემიქია არ მაქვს უფლება ვთქვა რომ ცუდი ნაწერია ან უფრო მაინც პირიქით :) მიმიხვდება შენი გამჭრიახი გონი ახლა, შენ მითხარი, ამ ნაწერში შენ რა აღიქვი სიახლედ?
მე არ მითქვამს რომ სიახლე ვნახე რამე და გადავირიე იმით რაც არსად აქამდე არ მინახავს :) თუმცა ბევრი იმ სხვის ფონზე ვისი ნაწერიც არაერთხელ შემიქია არ მაქვს უფლება ვთქვა რომ ცუდი ნაწერია ან უფრო მაინც პირიქით :) მიმიხვდება შენი გამჭრიახი გონი
5. ძალიან გინდა ახლა შენი სახელი ვთქვა, თაკა, მარა ___ არ ვიტყვი! :D
საერთოდ, კიდევ კარგი ურაკი არსებობს, თორემ სხვაგან კი ვერ წავიკითხავდი?! :D
ახლა, შენ მითხარი, ამ ნაწერში შენ რა აღიქვი სიახლედ? :) ძალიან გინდა ახლა შენი სახელი ვთქვა, თაკა, მარა ___ არ ვიტყვი! :D
საერთოდ, კიდევ კარგი ურაკი არსებობს, თორემ სხვაგან კი ვერ წავიკითხავდი?! :D
ახლა, შენ მითხარი, ამ ნაწერში შენ რა აღიქვი სიახლედ? :)
4. არაფერი ახალი. ნათია პაპიძე.
ნათი, რომელ ავტორთან კითხულობ ხოლმე ახლებს მიმასწავლე რა :) ურაკზე ვამბობ :) არაფერი ახალი. ნათია პაპიძე.
ნათი, რომელ ავტორთან კითხულობ ხოლმე ახლებს მიმასწავლე რა :) ურაკზე ვამბობ :)
3. სათაურში კორექტურაა :)
თავად ნაწერი, სამწუხაროდ - არა :)
არაფერი ახალი. სათაურში კორექტურაა :)
თავად ნაწერი, სამწუხაროდ - არა :)
არაფერი ახალი.
2. სანამ ვინმემ გამისწორა ვიტყვი,რომ ტოკიოელი ზოგადად ვიცი რომ არაა სწორი ფორმა და კორექტურა გავასწორე აქ უბრალოდ )) სანამ ვინმემ გამისწორა ვიტყვი,რომ ტოკიოელი ზოგადად ვიცი რომ არაა სწორი ფორმა და კორექტურა გავასწორე აქ უბრალოდ ))
1. ტოკიოელი კიმანო ბევრი რამე პირდადად ჩემთვის ბუნდოვანი იყო, მაგალითად სამზარეულოს დროით 12 საათი ვერ აღვიქვი,უფრო სწორად კი აღვიქვი მაგრამ დანიშნულება ვერ მოვუძებნე :)
სიფათები - ზოგადად ამ სიტყვის წინააღდეგი არ ვარ, თუმცა მაინც ვფიქრობ სახეებს უფრო მოიხდენდა აქ :)
ტკივილები,რომლებიც ვერაფერს ცვლიან და მხოლოდ მახსოვრობის კედლებს ეწებებიან, გადაგდებული პრეზერვატივივით. - ანუ? ავტორისეული განმარტება მაინტერესებს და სხვა მკითხველებმა გთხოვთ თავი შეიკავეთ :)
(მე პირადად იუპიტერს ვარჩევდი,შენ მითხარი, მასზე რმადენიმე მთვარე და მუდმივი ქარიშხლებია) - ეს საერთოდ ზედმეტი მომეჩვენა..
დანარჩენით კი ვისიამოვნე.. თუმცა დაწყება ისეთი იყო ანუ პირველი წინადადება, რომ კითხვის გაგრძელების სურვილს გიქრობს და ვერც კი წარმოიდგენ რამდენად საინტერესო ნაწერი შეიძლება გვერდზე გადაგადებინოს :)
ტოკიოელი კიმანო ბევრი რამე პირდადად ჩემთვის ბუნდოვანი იყო, მაგალითად სამზარეულოს დროით 12 საათი ვერ აღვიქვი,უფრო სწორად კი აღვიქვი მაგრამ დანიშნულება ვერ მოვუძებნე :)
სიფათები - ზოგადად ამ სიტყვის წინააღდეგი არ ვარ, თუმცა მაინც ვფიქრობ სახეებს უფრო მოიხდენდა აქ :)
ტკივილები,რომლებიც ვერაფერს ცვლიან და მხოლოდ მახსოვრობის კედლებს ეწებებიან, გადაგდებული პრეზერვატივივით. - ანუ? ავტორისეული განმარტება მაინტერესებს და სხვა მკითხველებმა გთხოვთ თავი შეიკავეთ :)
(მე პირადად იუპიტერს ვარჩევდი,შენ მითხარი, მასზე რმადენიმე მთვარე და მუდმივი ქარიშხლებია) - ეს საერთოდ ზედმეტი მომეჩვენა..
დანარჩენით კი ვისიამოვნე.. თუმცა დაწყება ისეთი იყო ანუ პირველი წინადადება, რომ კითხვის გაგრძელების სურვილს გიქრობს და ვერც კი წარმოიდგენ რამდენად საინტერესო ნაწერი შეიძლება გვერდზე გადაგადებინოს :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|