გაზაფხულის ერთ-ერთი გრილი საღამოა,პატარა მიშიკოს ძილის დრო. ჩვეულებისამებრ, დედა უზის ლოგინის კიდესთან.ხელი მისი ხუჭუჭა თმების გაუვალ სივრცეში ნაზად დაცურავს,ხოლო თვალები--მთლიანად მას-ზე.ყოველთვის უყვარს დედა, მაგრამ ახლა,ძილის წინ, განსაკუთრებით. მთელი დღის ცელქობით გადაღლილს მსოფლიოში ყველა შოკოლადს დედის ტკბილი ხმა ურჩევნია,ქუთუთოებდამძიმებულს რომ ჩაჰღიღინებს ნაზ მელოდიას. არ უნდა,მაგრამ ბავშვურ დაღლას მაინც თავისი გააქვს.უფრო გრძნობს,ვიდრე ხედავს,როგორ იპარება მისი თმის ხვეულებიდან დედის ხელი, რომელიც უკვე ფანჯრისკენ იწევს,სადაცაა დახუროს,მაგრამ შეუმჩნევლად შემოფარფატებული პეპელა ,ზედ მიშიკოს ცხვირზე მოისურვებს შემოსკუპებას.დაღლა როგორც შოკოლადს ფოლგა,თითქოს ისე ააცალეს.პეპლის ცხვირზე შეგრძნებისას,მაშინვე დაჭერის ჟინით წამონთებული და მისი სიყოჩაღით გულდაწყვეტილი საწყლად ზლუქუნებს. -მიშიკო,დე, არ გრცხვენია,ამხელა კაცს მოგიღია პირი და ქალივით მოთქვამ? აბა, რად გინდოდა ის პეპელა,რაში გამოიყენებდი? -დავიჭელდიიი,ჩემთან მეყოლებოდააა...(და კვლავ ბავშვური მარგალიტები) -აბა,რას ამბობ,დე, შენ რომ ვინმემ დაგიჭიროს და ჩემთან არ გამოგიშვას ,ხომ გეწყინება? -მაშინ ლატო შემოვიდა ჩვენთაან,ლა უნდოდა ჩემს ცხვილზე? -რატომ? მოდი დე,მოგიყვები პეპლების ამბავს.შენ რა გგონია,სულ ასეთი პატარები და ჭრელები იყვნენ?! სულ სულ ადრე,სანამ შენ გაჩნდებოდი,იყო ერთი არწივი,ამაყი და ძლიერი,მტრის არ ეშინოდა,მაგრამ არც მოყვარე ჰყავდა.კლდეში ცხოვრობდა,რომ მზის სხივი ვერ მიმწვდარიყო და მისი გაყინული გული ვერ გაელღო. ასე რომ არ ყოფილიყო, გული შეაცოდებდა მსხვერპლს და ვეღარ შეჭამდა, ახლა კი იმედიანად იყო,ყინული გრძნობებსაც ისრუტავდა . შვილებსაც უმზეოდ ზრდიდა,რათა თავისთვის დაემსგავსებია,თუმცა ერთ მშვენიერ დღეს, მოხდა სასწაული. არწივის სისასტიკით შეძრწუნებულმა ქარმა ითხოვა მზისგან პატარა სხივი და , როცა ბარტყები მარტო დაიგულა,ბუდისკენ სტყორცნა. პატარა იყო სხივი,მაგრამ მთელი ბუდე გაათბო. მიაღწია ბარტყების გულებამდე და სადაცაა გაალღობდა კიდეც,რომ ,უცებ ,შინ დაბრუნებულ არწივს ნისკარტით არ გადმოეგდო კლდიდან. ეგონა საფრთხე თავიდან მოიშორა,მაგრამ როცა ერთ-ერთ შვილს დახედა,მიხვდა- დამარცხდა მზესთან ჭიდილში... სხივს მოესწრო ერთი ბარტყისთვის გულის გალღობა და ახლა ის „სითბოსფრად“ ანათებდა. იფიქრა,დანარჩენებს მაინც გადავარჩენო,ჩააფრინდა კლანჭებით უსუსურს და ისიც კლდიდან გადმოაგდო,მაგრამ სიყვარულმა,რომელიც გამთბარი გულის გავლით მივიდა ბარტყამდე,მსუბუქი ფრთები უსახსოვრა და მინდვრებისკენ გზა უჩვენა. ყვავილებმა თავშესაფარი მისცეს და მიუალერსეს ბარტყს,რომელმაც ბუნების ბგერები შეაკოწიწა და პეპელა დაირქვა. სითბონაგემ ჩვენს პეპელას აღარ ჰყოფნიდა მხოლოდ მზის,ამიტომ გადაწყვიტა ,ყველა სითბო,რაც კი არსებობს დედამიწაზე ,გაესინჯა,შეეგროვებინა და ბებია ბუნებისთვის ებოძებინა,რათა მას სხვადასხვა ფერებად გარდაექმნა და სამყაროს სილამაზე მოექსოვა. მას შემდეგ ეძებს და ეძებს პეპელა სითბოს. ხან ვის გამოართმევს,ხან ვის... ზოგჯერ შეცდომით კოცონისკენაც გაიწევს (საბედნიეროდ, იშვიათად ეშლება ნამდვილი სითბო ცეცხლის სითბოში) . ყველაზე მეტად კი დედა-შვილის სითბო უყვარს,გამორჩეულად ტკბილიაო, ერთხელ იასამნისთვის უთქვამს. ახლაც , ჩვენმა სითბომ შემოიყვანა, შენ კი დაჭერა მოუნდომე ,აწი... ალბათ, უნდა ეთქვა, კი იცი პეპლების ისტორია და აბა, ვნახოთ, რამდენ სითბოს აჩუქებო ,მაგრამ გულზე მიხუტებული ბავშვის მშვიდმა სუნთქვამ და მილულულმა თვალებმა დაადუმა და ღიმილად გადაურბინა სახეზე. ფრთხილად ჩააწვინა მიშიკო ლოგინში, ზეწარიც გადააფარა და მსოფლიოში ყველაზე ფრთხილი , დედობრივი , ამბორით ტკბილი ძილი უსურვა. ალბათ , ამ ოთახიდან სითბოს სამუდამო მარაგს გაიკეთებდა პეპელა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |

18. მთელი დღის ცელქობით გადაღლილს მსოფლიოში ყველა შოკოლადს დედის ტკბილი ხმა ურჩევნია-5 მთელი დღის ცელქობით გადაღლილს მსოფლიოში ყველა შოკოლადს დედის ტკბილი ხმა ურჩევნია-5
17. მიშიკომ რა გაიგო ამ ზრაპრიდან არ ვიცი, მაგრამ მე სასიამოვნოდ ჩამეკითხა...:) მიშიკომ რა გაიგო ამ ზრაპრიდან არ ვიცი, მაგრამ მე სასიამოვნოდ ჩამეკითხა...:)
16. +5 იხარე!!! +5 იხარე!!!
15. ზოგჯერ შეცდომით კოცონისკენაც გაიწევს (საბედნიეროდ, იშვიათად ეშლება ნამდვილი სითბო ცეცხლის სითბოში)....- მე ეს მომეწონა ყველაზე მეტად :) კარგი ნაწერია , :) +2 ზოგჯერ შეცდომით კოცონისკენაც გაიწევს (საბედნიეროდ, იშვიათად ეშლება ნამდვილი სითბო ცეცხლის სითბოში)....- მე ეს მომეწონა ყველაზე მეტად :) კარგი ნაწერია , :) +2
14. მართალი ხარ მზესთან ჭიდილსი ყველა დამარცხდება...ძალიან მომეწონა მართალი ხარ მზესთან ჭიდილსი ყველა დამარცხდება...ძალიან მომეწონა
13. მიყვარს ესეთი რაღაცეები +2 მიყვარს ესეთი რაღაცეები +2
12. გმადლობთ ყურადღებისთვის :) ბრუტუს :) გმადლობთ ყურადღებისთვის :) ბრუტუს :)
11. გულზე მიხუტებული ბავშვის მშვიდმა სუნთქვამ და მილულულმა თვალებმა დაადუმა და ღიმილად გადაურბინა სახეზე.
მეც კარგად წავიკითხე გულზე მიხუტებული ბავშვის მშვიდმა სუნთქვამ და მილულულმა თვალებმა დაადუმა და ღიმილად გადაურბინა სახეზე.
მეც კარგად წავიკითხე
10. მიშიკო... :-* :x რა თბილი ნაწერია... ბავშვების არ ვიცი და მე კი ძალიან გამათბო... :-* :x :-* :x მიშიკო... :-* :x რა თბილი ნაწერია... ბავშვების არ ვიცი და მე კი ძალიან გამათბო... :-* :x :-* :x
9. მიშიკო... :-* :-* :-x რა თბილი ნაწერია... ბავშვების არ ვიცი და მე კი ძალიან გამათბო... :) :-x :-* :-* მიშიკო... :-* :-* :-x რა თბილი ნაწერია... ბავშვების არ ვიცი და მე კი ძალიან გამათბო... :) :-x :-* :-*
8. :) ავფრინდები და ფრიი.... :) ავფრინდები და ფრიი....
7. ისეა დაწერილი, სულაც არ მიფიქრია რომ საბავშვოა : )
+2 ისეა დაწერილი, სულაც არ მიფიქრია რომ საბავშვოა : )
+2
6. როგორი კალენდრითაც არ უნდა უყუროთ,, ბავშვი იგებს იმდენს, რასაც მისი ასაკის გონებრივი შესაძლებლობა მისცემს და არა იმას რაც ჩვენ გვსურს. როგორი კალენდრითაც არ უნდა უყუროთ,, ბავშვი იგებს იმდენს, რასაც მისი ასაკის გონებრივი შესაძლებლობა მისცემს და არა იმას რაც ჩვენ გვსურს.
5. ლამაზია. პატარებს ძველი კალენდრით ნუ უყურებთ. ყველაფერს კარგად იგებენ. ლამაზია. პატარებს ძველი კალენდრით ნუ უყურებთ. ყველაფერს კარგად იგებენ.
4. პატარა მიშიკოს ბედნიერ ბავშვობას ვუსურვებ, პეპლების ამბავი საინტერესოა,, თუმცა პატარა მიშიკოს აზროვნება ნამდვილად, ვერ მისწვდებოდა
პეპლების ისტორიის შინაარს. მერე
გაზაფხულის გრილი საღამოა, ძილის დრო!{შუქიც გამორთული იქნებოდა ალბად}ამ დროს ჭრელი პეპელა შემოფრინდა?!

მსოფლიოში ყველა შოკოლადს დედის ტკბილი ხმა ურჩევნია! ეს კი გენიალურია!

დაღლა-- თუ დამღა? პატარა მიშიკოს ბედნიერ ბავშვობას ვუსურვებ, პეპლების ამბავი საინტერესოა,, თუმცა პატარა მიშიკოს აზროვნება ნამდვილად, ვერ მისწვდებოდა
პეპლების ისტორიის შინაარს. მერე
გაზაფხულის გრილი საღამოა, ძილის დრო!{შუქიც გამორთული იქნებოდა ალბად}ამ დროს ჭრელი პეპელა შემოფრინდა?!

მსოფლიოში ყველა შოკოლადს დედის ტკბილი ხმა ურჩევნია! ეს კი გენიალურია!

დაღლა-- თუ დამღა?
3. გმადლობთ. მარტივ ენაზე მიწერია,უბრალოდ, შინაარსი რომ გაიგოს პატარამ :) იმედით,თუ წლების მერე გაიხსენებს,სხვა მნიშვნელობას მისცემს :) გმადლობთ. მარტივ ენაზე მიწერია,უბრალოდ, შინაარსი რომ გაიგოს პატარამ :) იმედით,თუ წლების მერე გაიხსენებს,სხვა მნიშვნელობას მისცემს :)
2. ლამაზია...მაგრამ ასეთი პატარისთვის ცოტა ძნელი გასაგები არაა?:) ლამაზია...მაგრამ ასეთი პატარისთვის ცოტა ძნელი გასაგები არაა?:)
1. მას შემდეგ ეძებს და ეძებს პეპელა სითბოს. ხან ვის გამოართმევს,ხან ვის... ზოგჯერ შეცდომით კოცონისკენაც გაიწევს (საბედნიეროდ, იშვიათად ეშლება ნამდვილი სითბო ცეცხლის სითბოში) . ყველაზე მეტად კი დედა-შვილის სითბო უყვარს,გამორჩეულად ტკბილიაო, ერთხელ იასამნისთვის უთქვამს. ახლაც , ჩვენმა სითბომ შემოიყვანა, შენ კი დაჭერა მოუნდომე ,აწი...
ჰე, საყვარელი ისტორიაა არწივ-პეპელა, მომეწონა! :) მას შემდეგ ეძებს და ეძებს პეპელა სითბოს. ხან ვის გამოართმევს,ხან ვის... ზოგჯერ შეცდომით კოცონისკენაც გაიწევს (საბედნიეროდ, იშვიათად ეშლება ნამდვილი სითბო ცეცხლის სითბოში) . ყველაზე მეტად კი დედა-შვილის სითბო უყვარს,გამორჩეულად ტკბილიაო, ერთხელ იასამნისთვის უთქვამს. ახლაც , ჩვენმა სითბომ შემოიყვანა, შენ კი დაჭერა მოუნდომე ,აწი...
ჰე, საყვარელი ისტორიაა არწივ-პეპელა, მომეწონა! :)

| მონაცემები არ არის |