 | ავტორი: ბუციტა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 16 მაისი, 2011 |
,,დგეხარ და ისმენ საკუთარ ფეთქვას.. გიკვირს გაქვს გული, უფრო მეტად სატუმბი სისხლის..'''
ციხის ფანჯრებში შემოსული გაზაფხული... გისოსებიდან სამყაროს ნაგლეჯი... ნაცრისფერი ცა ... არასოდეს მზისფერი... მხოლოდ გაზაფხულის სუნი ისიც შორეთიდან... ჩაუცმელი.. სიზმრიდან გამოქცეული.... ხელებში ჩაბღუჯული რვეულის ფურცლებით... ათასჯერ გადაკითხული და ათასმეერთედ მწველი სურვილით თავიდან წაკითხვის... ის დგას ქანდაკებასავით უძრავი.. გაფითრებული... უღიმის წლების წინ თბილისის ქუჩებში დატოვებულ ქერა გოგონას... შენ... თავისუფლების დაკარგვაზე მეტად შენ ეტკინე.... არაფრისმთქმელი წერილი ხელში... დაგაქექილი ასოები... სიტყვები... ყველგან სიცივე ... ჭკვიანი აზრები, მაგრამ თითქოს მხოლოდ თავისმართლება... ათი თვე...ოცდაცხრა დღე და ხუთი საათი შენს ნახვამდე... თავისუფლებამდე.. მისი თავისუფლება შენ ხარ... წყურიხარ რათა გადარჩეს... იცის გადააარჩენს შენი სიმშვიდე და რწმენა..... ათი თვე ოცდაცხრა დღე და სამი საათი....... .....ათი უპასუხო წერილი... უპასუხო ზარები... ჩამქრალი თვალები... მოლოდინად ქცეული ნაკვთები... .................... ყველა შენს გარდა.... აპრილი... მზე... და ბევრი უშენობა...ყველგან უშენობა... მზეც უშენობის ფერად მუქდება.... ,,მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან''დღეში ათასჯერ მოსმენილი გამყინავი ხმა... დაკეტილი კარები... შენი სიყვარული არ ეყო მოლოდინს.... ..... * * * დგეხარ უძრავი...პირქუში სასამართლოს ფანჯრებიდან უყურებ თბილისს... არ არის მზე.... გაყინული.. .ნაცრისფერი ქალაქი .... განწყობების არ გჯერა... -ქალბატონო თამთა...- გაოცებული-ოთახში შემოდის ფერიასავით ლამაზი გოგონა... -ქალბატონო თამთა-ერთი ტონით მაღლა... ცდილობს შეამჩნიო... გეღიმება... -გარდაფხაძის საქმე ამოგიტანეთ...---ფრთხილად დებს შავ საქაღალდეს მაგიდის კუთხეში ... უსიამოვნოდ გხვდება ნაცნობი გვარი...ის არ არის, არ არის---ამშვიდებ საკუთარ თავს. დაბნეული უყურებ გოგონას და თავისით გითრთის სხეული... -მოსამართლე ბექაურმა აიცილა და თქვენ დაგეწერათ.,ძიება დასრულებულია... პროცესი როდის ჩავნიშნოთ-უნიჭოთ ცდილობს აგიხსნას სიტუაცია... არადა ეს ყველაფერი ისე ახლოსააა შენთან ... -ეს ის საქმეა ხო..--გულისგარეთ ამბობ და ნატრობ შავ საქაღალდეში მისი სურათი არ იყოს... -სამუდამოს ითხოვს პროკურორი...თხუთმეტ აპრილს რომ დავნიშნოთ პროცესი? აპრილის თხუთმეტი... -კარგი, ჩემო კარგო,გადავხედავ-ეუბნები ... ხელებს ქურთუკის ჯიბეში მალავ... მდუმარედ უყურებ შავ საქაღალდეს... გეშინია იქ შენი წარსულია..და მისი აწმყო... -ნათი ერთი ჭიქა ყავა-კანკალებ... -დარჩებით? უხმოთ ანიშნებ კის... მაგიდის კუთხეში საქაღალდე.... გითრთის მარჯვენა ხელის არათითზე ოქროს რგოლი... ასოები დახტიან... ასოები არც გაინტერესებს... სურათი... მკვლელობა.. ყაჩაღობა არაერთგზის... ნარკოტიკები გასაღება... ჩვენებები... და სახე ბავშვური ნაკვთებით ... გაოგნება... ტკივილი წარსულიდან...ვერ ყვირი... ხმა გულიდან მხოლოდ... .......საათები.. ტელეფონის ხმაური .. -გამომიარე...კარგი-ფანჯრიდან ღამე შემოდის...იცვამ ... ჭაობისფერი ქურთუკი...თვალებიც მსგავსი.... საქაღალდე არ მიგაქვს.... გგონია ქმარი ყველაფერს მიგიხვდება....
* * * დარბაზი 13 წითელი მანტია... როგორ გბოჭავს, არც კი იცი ეს ვალდებულებაა თუ პრივილეგია... გაუბედავად შედიხარ დარბაზში თითქოს შენ კი არ იყო მსაჯული..ვიღაც გსჯიდეს... გისოსებში შენი წარსული... თვალებში სევდით... რაღაც უფრო ღრმა ვიდრე მაშინ.. ის არ გიყურებ ..მისთვის ყველა მოსამართლე ერთია... თუმცა რომ იცოდეს შენ ხარ ალბათ შეგისრუტავდა...შეგისუნთქავდა.. გიჭირს არ იმჩნევ... არც არასოდეს გყვარებია? მაინც შეგრძნება რომ გაწირე და წირავ დღესაც... იცი განაჩენი... იქნებ აიცილო? მაგრამ ვინ არის ეს კაცი შენი? შენი წარსული მხოლოდ... თუმცა არც წარსული... ესეთს არავის იცნობ... გამხდარი ბიჭი ბავშვური ნაკვთებით აღარ არის.. თავს უსუსურად გრძნობ მანტიაში.. გინდა დახიო... გადაუარო.... მიხვიდე და ადამიანურად გაამხნევო... რაღაც ბანალური ბედისწერაა... შენ მოსამართლე ის დამნაშავე... გიჭირს იმაზე ფიქრი რომ შემ მას შეცვლიდი ... რადგან იცი რომ შენ შეგეძლო... -სხდომას გახსნილად ვაცხადებ-არაბუნებრივი ხმა... ყელში გაჩხერილი ტკივილით ....არა სიყვარულის...არა სინანულის ... უბრალოდ ბანალური ბედისწერა გტკივა... ....მისი თვალები... გცნობს... ვერ გცნობს... მოსამართლე ხარ თუ სიყვარული?... ერთიც და მეორეც..უფრო კი ცხოვრების მსაჯული ამ მომენტში... გიღიმის თბილად...დარჩენილი სიკეთით.. -განსასჯელს ვთხოვ საბოლოო სიტყა თქვას... ......საოცრად კეთილი მზერა..ისევ ისეთი ბავშვური ნაკვთები... -შენ... ცრემლები სულის საზღვართან... -არაფრის თქმა არ მსურს.... ..სასამრთლო გადის განაჩენის გამოსატანად... * * * ღია კარები... ოთახი სიგარეტის კვამლით სავსე... საათი ხუთი.... დილა... სავარძელში ის... ისე უსიტყვოდ... უშინაარსო მზერით... თვალებში გაცრეცილი მოლოდინით.... -ბავშვები?-კითხულობ გაუბედავად -სძინავთ განიშნებს .. კედელს ეყრდნობი... -აღარ გიყვარვარ?-გეკითხება ყრუდ...არც საყვედური..არც გაბრაზება...არც ინტერესი თუ სად იყავი... -აღარ გიყვარვარ თამთა? -არ ვიცი... მიდიხარ მის მუხლებთან ...მის ხელებს იღებ და სახესთან მიგაქვს...უყურებ... ქერა თმები დაშლილი ძლიერ მკლავებზე. .-გიყვარდი ოდესმე? -არ ვიცი...-მხოლოდ მისი სიყვარული გყოფნის მუშტები სავარძელზე...კედლებზე... -ნივთების შეყვარებაც შეიძლება თხუთმეტი წლის მანძილძე და... კანკალებ... გრძნობ რომ დაკარგავ... ეხლა თუ არ ეტყვი როგორ გჭირდება ის უბრალოდ ადგება და წავა...უსიტყვოდ...გაქრება შენი ცხოვრებიდან... გგრძნობ როგორ მიდის... და ვერ გადარჩება ,,საბედისწერო'' -მჭირდები...მჭირდები--ყვირი შენ.. მჭირდები არ წახვიდე- მთელი გულით და ხვდები რომ გადაიარა წარსულმა...... ის ბრუნდება...ხელში აყავხარ.. გიკრავს... ,,მიესაჯოს''.... ,,მიესაჯოს.''.. სამუდამო პატიმრობა''-პროცესის ნარჩენები გონებაში და შენი ქმრის ძლიერი ხელები წელზე...
ბალზაკის ასაკი გადალახული... გიკვირს გაქვს გული უფრო მეტად სატუმბი სისხლის...
-დე-კარების ზღურბლთან ქერა გოგონა....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ,,გიღიმის თბილად...დარჩენილი სიკეთით." - :(
,,ცრემლები სულის საზღვართან..." - :(
რაღაც ამტკივდა გულის სიღრმეში.. :'(
რამხელა სევდაა ამ ადამიანში და რა ღრმა გრძნობები.. ❤ ,,გიღიმის თბილად...დარჩენილი სიკეთით." - :(
,,ცრემლები სულის საზღვართან..." - :(
რაღაც ამტკივდა გულის სიღრმეში.. :`(
რამხელა სევდაა ამ ადამიანში და რა ღრმა გრძნობები.. ❤
7. ვისაც დავუწერე იმასაც მოეწონა..თან როცა ისტორია შენია უფრო განიცდი სულით და სხეულით :) ვისაც დავუწერე იმასაც მოეწონა..თან როცა ისტორია შენია უფრო განიცდი სულით და სხეულით :)
6. მომეწონა... მომეწონა...
5. თამთი მიყვარხარ....... თამთი მიყვარხარ.......
4. sulshi chamwvdomia. momwons. warmatebebi!
sulshi chamwvdomia. momwons. warmatebebi!
3. მზეც უშენობის ფერად მუქდება....
შენი სიყვარული არ ეყო მოლოდინს....
ქალბატონ ჯინას დავეთანხმები საკმაოდ ემოციურია,თუმცა გადახედვა მართლაც ღირს მზეც უშენობის ფერად მუქდება....
შენი სიყვარული არ ეყო მოლოდინს....
ქალბატონ ჯინას დავეთანხმები საკმაოდ ემოციურია,თუმცა გადახედვა მართლაც ღირს
2. ხო ალბათ ძალიან სწრაფად ავკრიფე... ხო ალბათ ძალიან სწრაფად ავკრიფე...
1. "ტკივილი წარსულიდან...ვერ კითხულობა...ვერც ყვირი..."
"გიკვირს გაქვს გული უფრო მეტად სატუმბი სისხლის..."
დახვეწა არ აწყენდა ნაწერს. არის ორთოგრაფიული და პუნქტუაციური ხარვეზებიც. ნაწერი ემოციურია. "ტკივილი წარსულიდან...ვერ კითხულობა...ვერც ყვირი..."
"გიკვირს გაქვს გული უფრო მეტად სატუმბი სისხლის..."
დახვეწა არ აწყენდა ნაწერს. არის ორთოგრაფიული და პუნქტუაციური ხარვეზებიც. ნაწერი ემოციურია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|