ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გეოზაგაგო
ჟანრი: იუმორისტული
20 მაისი, 2011


ეძღვნება ყველა ნატას

ნეტა ვინ დაგარქვა ლამაზო ნატა,
მე დაგარქმევდი ფისოს... ან კატას,
თავს მოგახვევდი პატარძლის ფატას,
მიგამსგავსებდი პიკასოს ნახატს...
          საყვარელი ხარ, არ ვმალავ ამას,
          დაამშვენებდი შექპირის დრამას,
          ნეტავ შემეძლოს და შენს მხლებლებად,
          დავაყენებდი არაგველს სამასს...
  ლამაზი ბაგე, ლამაზი თითი...
  ისე კარგი ხარ ვით ძველი მითი,
  მშვენიერ სხეულს და ზღაპრულ ღიმილს
  მოუხდებოდა სპარსული ჩითი.
              ძალიან მინდა შეგამკო ხოტბით,
              მაგრამ.. დაგღალე უაზრო ბოდვით.
              ხოდა მშვიდობით, წავალ ტაძარში,
              შენთვის ვილოცებ ხატებთან ჩოქვით!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები