ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან63
ჟანრი: პოეზია
17 მაისი, 2011


მამლუქის საფლავზე



(ეს ლექსი ეძღვნება – ნაპოლეონ ბონაპარტის პირად მცველს, მამლუქს და ეროვნებით ქრთველს, თბილისელს – როსტომ (რუსტამი) რაზმაძეს).


დურდანის მიწას ვესტუმრე,
ერთ ქართველს აწევს სამადლოდ,
ლოცვა, მიწა და სანთელი,
თანა წავიმძღვარე სამალმოდ.

ქვაზე უტიფრავთ სახელი –
“ტიფლისი”, როსტომ (რუსტამ) რაზმაძე,
მამლუქად ბედშეწირული,
რა არის მძიმე ამაზედ.

არაბულ ცხენთან ფეშქეშად,
ბონაპარტისთვის პატივად,
ყმაწვილი თბილისს შობილი,
შეიხს უძღვნია ყასიდად.

პირადი მცველი გამხდარა,
ქართველი, იმპერატორის,
ერთგული, ყველგან გულადი,
მამაცი თანდაყოლილი.

არც კორსიკელმა უკარგა,
ღვაწლი ჩვენებურს საგმირო,
ფრანგ ქალზე დააქორწინა
დურდანს აუგო სამკვიდრო.

აქ პანთეონში საფლავი,
ყმაწვილის, შვილის ავლაბრის,
ჩრდილშია იასამნების,
სათუთად მოვლილს აქამდის.

მოვინახულე საძვალე,
ზედ ია-ვარდი ხარობდა,
რაზმაძის განსასვენებელს,
დღეს ფრანგი ხალხი დარდობდა.

იასამანი სურნელით,
ქართულ გენს ეფერებოდა,
ყარაულს საპატიოს კი,
საფლავთან ეგებებოდა.
მეც მოვუყარე მუხლი პირს,
ქართველ მამლუქის სავანეს,
ზედ მცირე ლოცვაც წარმოვსთქვი,
ქართულად ვუთხარ სამარეს:
“მოგესალმება ქართლი და,
შენი ნანატრი თბილისი,
სული მსურს ოდნავ გაგითბო,
აპრილია თუ ივლისი.
მზე, ნარიყალა, მთაწმინდა,
შენთვის ყოველ დღე ანათებს,
დედა-და მუდამ დაგტირის,
და შენზე ძაძებს ატარებს.
ბედის უკუღმა ტრიალმა,
ეს რა შორს გადმოგისროლა,
აღდგომას ვინ მოგეფეროს,
და რომ ვერავინ დაგლოცავს?!
მეც რითი მოგცე ნუგეში?
მხოლოდ მაქვს თაფლის სანთელი,
და ერის შენის ქართველთა,
ნაკვესი დანაბარები:
“მშვიდად ებარე ფრანგთ მიწას,
ჩაფლულს ია და ვარდებში,
ჩვენ გვეხსომები მარადჟამს,
შეგამკობთ შარავანდებში”.
აგერ დაგაცრი გულ-მკერდზე,
პაპათ გაჟღენთილ სისხლ მიწას,
წმინდა გიორგის ხატება,
ზეცად და მიწად დაგიცავს.
პატარა სანთელს დაგინთებ,
ფუტკრის ნაშრომს და ნათებას,
რომ მარტო სული გისახოს,
სამების ფრესკის ხატებად”.
“მამა ჩვენო” ვუთხარი,
დავუნთე თაფლის ნამქერი,
მიწაც ქართული ვაბნიე,
არ დავაკელი საკმელი.
შემდეგ წამოვდექ, ნელ-ნელა,
გავშორდი მამლუქ სავანეს,
ოჰ, ბედისწერა ქართლისავ,
გაჩენა რამდენს ანანე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ebraeli2 ვულოცავთ დაბადების დღეს