ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექა.ახალაია
ჟანრი: პოეზია
17 მაისი, 2011


ფსიქო


ცხოვრებამ ჯიუტად ბუნდოვან მომავალს შეგატოვა,
გინდა, რომ დეკემბრის პირველი თოვლივით გაქრე,
წარსულიც მოგაჭრეს თითქოსდა, პირბასრი სეკატორით
და ძლიერ გადაღლილს, პატარა დივანი გფიქრობს

და ჭიქას, რომელიც ყოფილმა საცოლემ გისახსოვრა
(რომლითაც ყოველთვის ერევნულ კონიაკს სვამდი) -
აწ უკვე საფერფლედ იყენებ და გრძნობაგასაყარზე
მიხვდი, რომ იყავი მართალი ღმერთნარევ ცამდე.

შენივე სხეულის მოგბეზრდა ამდენი დატირება,
ცრემლიც კი დაგიშრა, ბადურებჩამოშლილ თვალე -
ბში შენი ფიქრები ადიან მუქ ლურჯი ტიტრებივით
და ოქროს თავიდან თმა გცვივა (რატომღაც) წყვილად.

ვერ არჩევ შენს ქართულს, ან სულაც ა. ბლოკის კირილიცას
ფურცელზე. "ხვანჭკარამ" და შატო ლატურის "ბორდომ"
ლაზათი დაკარგეს. ახლა სულს ეშმაკსაც კი მისცემდი,
ოღონდაც სიკვდილი, გაღებულ სიცოცხლედ ღირდეს.

რას იზამ, ცხოვრებამ ბუნდოვან მომავალს შეგატოვა,
გინდა, რომ დეკემბრის პირველი თოვლივით გაქრე,
წარსულიც მოგაჭრეს თითქოსდა, პირბასრი სეკატორით
და ძლიერ გადაღლილს, პატარა დივანი გფიქრობს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები