| ავტორი: კეტ1996 ჟანრი: პროზა 17 მაისი, 2011 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
-ასე გაგრძელება აღარ შეიძლება-ამბობდა აღელვებული გუგა და ოთახში ბოლთას სცემდა -გუგა არ მესმის რას გულისხმობ-თქვა კიდევ უფრო აღელვებულმა ლიზამ -ძალიან კარგად გესმის. ლიზა, შენ მე არ მენდობი, ან არ გიყვარვარ… -საიდან მოიტანე?! გუგა… -თუ ეს ასე არ არის მაშინ რატომ არ მაძლევ უფლებას ჩემი სიყვარული დაგიმტკიცო, ლიზა მე არაფერს გაძალებ, მაგრამ… მაგრამ… ჩვენ ნამდვილი შეყვარებულებივით არასოდეს ვიქცევით, არ მაძლევ უფლებას, რომ ქუჩაში ხელი გადაგხვიო, ან სულაც ხელ-ჩაკიდებულებმა ვიაროთ, კოცნაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ერთი შეხედვით და-ძმას უფრო ვგავართ ვიდრე შეყვარებულებს. მე ხომ ბევრს არაფერს გთხოვ, მართლა მიყვარხარ, მთელი გულით მიყვარხარ! არ მესმის რისი გეშინია, რატომ მარიდებ თავს. იქნებ... იქნებ გგონია, რომ ჩემსას რომ მივიღებ მიგატოვებ. ღვთის გულისათვის, გამაგებინე რაშია საქმე, თუ ჩემთან ყოფნა არ გინდა მითხარი და ვფიცავ ყველაფერს რაც ჩემთვის ძვირფასია-აღარ შეგაწუხებ. -გუგა არ ვიცი რა მჭირს, მაგრამ… თუ შენ მაინცდამაინც გინდა, რომ ყველამ გაიგოს ჩვენი ამბავი და თუ ეს ასე არ იქნება წახვალ, თუ შენი მთავარი საზრუნავი ის არის, რომ ყველამ ნახოს რომ ერთად ვართ... მე... მე პირდაპირ გეტყვი, რომ შეგიძლია წახვიდე... გუგამ დიდხანს უყურა ლიზას, მისი თვალები ცრემლით იყო სავე, რაღაც მომენტში სცადა თავი ემართლებინა, მაგრამ როცა დაინახა, რომ ლიზას წარბიც არ უტოკავდა ოთახიდან გავარდა. ლიზა ადგილიდან არ იძვროდა, შემდეგ მოულოდნელად აქვითინდა, თან ხმამაღლა იმეორებდა-რატომ?! რისთვის?! რატომ ვარ ასეთი უბედური?!-უეცრად თავისივე სიტყვების გაგონებაზე ტირილი შეწყვიტა და ცრემლები მოიწმინდა. შემდეგ სარკესთან მივიდა, თავის თავს ზიზღით უყურებდა, პირდაპირ თვალებში უყურებდა და საკმაოდ მშვიდი ხმით ამბობდა: -მე ეს დავიმსახურე... ჩემი წარსულის გამო დასჯას და ტანჯვას ვიმსახურებ. მე დავიფიცე, რომ აღარ შევცდები და ეს ასეც იქნება, რამდენი ბიჭიც არ უნდა შემიყვარდე... მე ვერასოდეს, ვეღარავინ მომატყუებს! ვფიცავ, რომ არასდროს აღარ დავბრუნდები წარსულში. იქ მე ძალიან ბევრი ვიტანჯე, გუგასთან დაშორებით გამოწვეული ტკივილი კი წარსულში გადატანილ ჯოჯოხეთთან შედარებით არაფერია... ლიზას ხშირად ახსენდებოდა ის დრო, როცა ძალიან ბედნიერი იყო. ახსენდებოდა მშობლები, იხსენებდა მეგობრებს; განსაკუთრებით კი ნუცას, ერთ დროს ის უფროსი დასავით ჰყავდა. ახსენდებოდა თორნიკე, მას ლიზას ფიქრებში ყველაზე დიდი ადგილი ეჭირა, მაგრამ გოგონა მის მიმართ მხოლოდ სიძულვილს გრძნობდა. დიახ! თორნიკეა მიზეზი რომლის გამოც ლიზა ასე იტანჯება, მისი ცხოვრება ერთი ხელის მოსმით სწორედ თორნიკემ გაანადგურა. არადა იყო დრო, როცა გოგონას მასთან გატარებული ერთი წუთი ყველაფერს ერჩივნა. ლიზამ გადაწყვიტა სახლიდან გასულიყო, რომ თორნიკეზე ფიქრი შეეწყვიტა. მან სწრაფი ნაბიჯით ჩაირბინა სადარბაზოს კიბეები და ქუჩაში გავიდა. ეზოში კაცები ,,დომინოს” თამაშობდნენ. ისინი სავარაუდოდ ლიზას მეზობლები იყვნენ, მაგრამ გოგონას ყურადღება არ მიაქციეს (ალბათ იმიტომ, რომ არ იცნობდნენ). ცოტა ხანში ლიზამ ერთ-ერთ სკვერს ჩაუარა და თითქოს... ,,ნუთუ ის არის” გაიფიქრა გოგონამ, მაგრამ უეცრად ბიჭის სახე დაინახა და მიხვდა, რომ შეცდა. ამ სკვერთან ყოველთვის უცნაური გრძნობა ეუფლება და დაძაბულობა იპყრობს, თუმცა ეს გასაკვირი არ არის-ლიზა და თორნიკე სწორედ ამ სკვერში შეხვდნენ. მართალია შეხვედრამდეც ხშირად ხედავდნენ ერთმანეთს, მაგრამ იმ დღემდე არ ულაპარაკიათ. საბოლოოდ თორნიკემ ,,ბარიერი გადმოლახა” და ლიზას გამოელაპარაკა. მალე გოგონას ტელეფონის ნომერიც გაიგო. ერთმანეთი მოსწონდათ და საათობით ლაპარაკობდნენ ხოლმე. საბოლოოდ თორნიკემ კაფეში პაემანი დაუნიშნა, ლიზას დღემდე სიტყვა-სიტყვით ახსოვს მათი საუბარი პირველ პაემანზე: -გამარჯობა ლიზა, დღეს განსაკუთრებით ლამაზად გამოიყურები, შეიძლება ითქვას, რომ ნამდვილი მზეთუნახავი ხარ-აი, სწორედ ასეთი იყო თორნიკეს სიტყვები ლიზასთან შეხვედრისას. -მადლობა-უპასუხა სულმთლად გაწითლებულმა ლიზამ. მის თვალებში აშკარად ჩანდა დაუოკებელი სიყვარული თორნიკეს მიმართ და მისი თითოეული სიტყვის გაგონებაზე ერთიანად თრთოდა. -ლიზა, მინდა სერიოზულად დაგელაპარაკო ჩვენს შესახებ. -ყურადღებით გისმენ. -რამდენი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ, ვართ მეგობრები, მგონი უკვე დროა... -ზუსტად სამი თვეა თორნიკე-არ აცალა სიტყვის დასრულება ლიზამ -...მინდა გითხრა, რომ ძალიან მომწონხარ და მინდა, რომ შეყვარებულები გავხდეთ, თუ რათქმაუნდა წინაარმდეგი არ ხარ-თორნიკემ როგორც იქნა მოახერხა აზრის დასრულება და პასუხის მოლოდინში ლიზას დაუწყო მზერა. ლიზა კი გაკვირვებული იყო და ხმას ვერ იღებდა. ბოლოს თორნიკე ლოდინით დაიღალა და პირდაპირ კონკრეტული კითხვა დასვა: -თანახმა ხარ იყო ჩემი შეყვარებული? -რათქმაუნდა თანახმა ვარ-წამოიძახა სიხარულისაგან თვალებგაბრწყინებულმა ლიზამ. აი, სწორედ ასე გახდნენ შეყვარებულები. ისინი ერთმანეთს ხშირად ხვდებოდნენ. ერთხელ თორნიკემ გოგონა რომანტიკულ ვახშამზე დაპატიჟა, ალბათ ძნელი მისახვედრი არ არის რა უნდოდა მას, მაგრამ ლიზა უარზე იყო, საბოლოოდ ფუჭი დაპირებების წყალობით თორნიკემ საწყალი გოგო შეაცდინა. ლიზა გულის სიღრმეში ნანობდა მომხდარს. თუმცა არ იცოდა, რომ ნამდვილი ჯოჯოხეთი შემდეგ იწყებოდა. ამ ყველაფრის გახსენებამ ლიზა ძალიან გაანერვიულა, ტირილი უნდოდა, მაგრამ არ უტირია, ეს გრძნობა მისთვის უცხო არ იყო... რომანტიკული ვახშმიდან ორი კვირის შემდეგ ლიზა შემთხვევით შეხვდა თორნიკეს ქუჩაში. მათ შეეძლოთ მშვიდად ესაუბრათ, რადგან შეხვედრის ადგილი საკმაოდ ,,მიყრუებული" იყო. ლიზამ თორნიკეს დანახვისთანავე დაუძახა: -თორნიკე! თორნიკე!-ბიჭი ლიზას ყურადღებას არ აქცევდა, თავი ისე ეჭირა თითქოს არაფერი ესმოდა. ბოლოს გოგონა წინ გადაუდგა. -თორნიკე რაშია საქმე? ორი კვირაა გირეკავ და არ მპასუხობ არც სმს-ებზე მწერ პასუხს. გამაგებინე რა დაგემართა?! რატომ მემალები?! -გემალები? ჰაჰაჰაჰა...-ბიჭის ხმაში აშკარა ირონია იგრძნობოდა-ეგღა მაკლია ერთ უმწეო და სულელ გოგოს დავემალო, ააა, მივხვდი, იქნებ გეგონა მართლა ცოლად მოგიყვანდი? ანუ რა გამოვიდა, რომ ყველა კახპა, რომელიც ლოგინში ჩამიგორდება ცოლად უნდა მოვიყვანო? შენ რ... -შეწყვიტე! საკმარისია!-ყვიროდა სასოწარკვეთილი ლიზა-მე ხომ შენ მართლა მიყვარხარ, დიახ! ახლაც მიყვარხარ და უფლება არ გაქვს ასე მიმატოვო. -გეყოფა ისტერიკა! მე მივდივარ.-მოკლედ მიუგო თორნიკემ. -არა! ასე ვერ წახვალ. დღეს ექიმთან ვიყავი და... ანალიზებმა აჩვენეს, რომ ფეხმძიმედ ვარ, მე და შენ შვილი გვეყოლება!-ამ სიტყვების გაგონებაზე თორნიკე აილეწა, თითქოს თვალებიდან პერწკლებს ყრიდა და პირიდან ცეცხლს აფრქვევდა. -ეგ ბავშვი არ უნდა გაჩნდეს, ახლავე წამოხვალ და აბორტს გაიკეთებ, არ გესმის?! წამოდი!-ყვიროდა და ცდილობდა ლიზა ძალით წაეყვანა. გოგონას მაჯაზე ხელს უჭერდა და მანქანისაკენ მიათრევდა. -ხელი გამიშვი, შეიძლება შენ არ გაგიხარდეს, მაგრამ ამ ბავშვს არაფერი მოუვა! ის გაჩნდება! იცოცხლებს! და თუ შენსას განაგრძობ ერთადერთი ვინც მოკვდება შენ იქნები!-სასოწარკვეთილი ხმით თქვა ლიზამ, შემდეგ მომენტალურად მთელი ძალა მოიკრიბა, თორნიკეს ფეხებშუა წიხლი უთავაზა, თავი გაითავისუფლა და ქუჩის ბოლოსკენ გაიქცა. ტკივილის და სიბრაზისაგან გალურჯებული თორნიკე კი ასფალტზე გორავდა... ამ ყველაფრის გახსენებამ ლიზა ძალზე დაამწუხრა, უეცრად სკამიდან წამოდგა, გვერდით ოთახში გავიდა, დაკეტილი სეიფი გახსნა და რაღაც ფიგურას მიაშტერდა. მხოლოდ მან იცოდა რა იყო ის... ლიზა მიხვდა, რომ შეცდა თორნიკესთან საქმე რომ დაიჭირა. მან მშობლებს უთხრა თავისი ფეხმძიმობის ამბავი. გოგონა მამამ სახლიდან გამოაგდო. ლიზამ იფიქრა, რომ მისი ,,საუკეთესო” მეგობარი შეიფარებდა და მას სახლში მიაკითხა, კარი სწორედ ნუცამ (მისი მეგობარი) გააღო, მაგრამ იმის მაგივრად, რომ გოგონა სახლში შეეპტიჟებინა-თვითონაც სადარბაზოში გამოვიდა. როდესაც ლიზამ თავისი მდგომარეობა აუხსნა და თავშესაფარი სთხოვა სწორედ ასეთი პასუხი მიიღო: -მაპატიე, მაგრამ მე ვერაფრით დაგეხმარები. ხო იცი, ორი დღის წინ მამაჩემი პორტუგალიიდან ჩამოვიდა და ახლა ფეხმძიმე დაქალი რომ მიგიყვანო ეგონება, რომ მეც შენნაირი თავქარიანი ვარ. მოდი პრობლემებს ნუ შემიქმნი. გაბრუნდი და წადი. ისე თუ გინდა ცოტა ფულს გასესხებ და აბორტი გაიკეთე. ცუდად არ გამიგო... უბრალოდ... -ეგ მეორედ აღარ გამაგონო, ეს ბავშვი გაჩნედება, ის ჩემი შვილია და არ ვაპირებ რამე დავუშავო. მეორედ სიტყვა ,,აბორტი” ჩემთან აღარ ახსენო!-თქვა განერვიულებულმა ლიზამ და სადარბაზოდან გაიქცა. საბედნიეროდ ცოტა ფული ჰქონდა და შეეძლო რამდენიმე დღე სასტუმროში გაეტარებინა და ცხოვრობდა კიდეც იქ, სანამ სტაბილური სამუშაო არ იშოვნა სილამაზის სალონში და ერთი მოხუცი ქალის სახლში ოთახი არ იქირავა, ფეხმძიმობის შემდეგ თვეებს სწორედ ამ სახლში ატარებდა, მოხუცი დიასახლისი კი მას საკუთარი შვილიშვილივით უვლიდა. ისეთი გულწრფელი სითბო, რომელიც ამ მოხუცისაგან მოდიოდა ლიზას კარგა ხანია არ უგრძვნია, აქამდეც არ უგრძვნია-ცხოვრების იმ ურთულესი პერიოდიდან სამი წლის შემდეგ. საოცარია! წარსულის გახსენება ლიზაზე ძალიან ცუდად მოქმედებდა, განერვიულებული სეიფს მივარდა, გახსნა და იქ მყოფ ფიგურას დაუწყო ცქერა, მაგრამ მალე მობეზრდა, სეიფი კვლავ დაკეტა და სცადა დაეძინა, დაწვა კიდეც, მაგრამ დაძინება ვერ შეძლო. თითქოს დღესაც ესმოდა ტელეფონის ზარი, რომელიც მან და მის მუცელში ,,მცხოვრებმა” პატარამ გაიგეს, ეს ალბათ ემბრიონისათვის უკანასკნელი იყო რაც ასე მკაფიოდ გაიგო. მაშინ ლიზა ფეხმძიმობის მე-4 თვეში იყო, უკვე შეგუებოდა იმ აზრს, რომ მას მშობლებმაც და მეგობრებმაც ზურგი აქციეს და ამ ურთულეს ცხოვრებისეულ ბრძოლაში მარტო დატოვეს. ლიზამ ტელეფონს უპასუხა: -ალო!-ისმოდა ნაცნობი ხმა, ეს თორნიკე იყო, ლიზას ხმა არ ამოუღია-ლიზა, ჩემო სიცოცხლევ, გთხოვ დამელაპარაკე, ვიცი, რომ შენ ხარ და მისმენ. -ჩემი ნომერი საიდან გაიგე?-ლიზას ხმა უთრთოდა, ყელში მოწოლილმა ცრემლმა თითქოს საყლაპავი დაუხშო, ღრმად სუნთქავდა, უფრო სწორედ ცდილობდა ესუნთქა. -ძვირფასო, ხომ იცი თბილისი ძალიან პატარაა... -ძვირფასო არა? არადა ჩვენი ბოლო შეხვედრისას უბრალოდ კახპა ვიყავი და მეტი არაფერი. -ლიზა, მე შევცდი, მივხვდი, რომ ჩემს შვილზე უარს ვერ ვიტყვი, გთხოვ მაპატიე... მოდი შევხვდეთ დღეს სამ საათზე იმ ადგილზე სადაც ბოლოს ვნახეთ ერთმანეთი, გთხოვ შემხვდი და მერე რომ დაგელაპარაკები, თვითონ გადაწყვიტე როგორ მოიქცევი.-ეს თქვა და ტელეფონი გათიშა. მისი სიტყვები დამაიმედებლად ჟღერდა, ამ პერიოდში ლიზა სულ მარტო იყო, თან არ უნდოდა, რომ მისი შვილი უმამოდ გაზრდილიყო. საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ ცდა ბედის მონახევრეა და დასაკარგი არაფერი ჰქონდა, თუმცა ძლიერ ცდებოდა. ზუსტად სამ საათზე ლიზა ქუჩის მიყრუებულ კუთხეში ელოდებოდა თორნიკეს, ბიჭი იგვიანებდა, უეცრად ლიზამ რაღაც ხმა გაიგო, უკან მოიხედა, მაგრამ იქ არავინ იყო ბუნკერის გარდა. შემდეგ ხმა ისევ გამეორდა, ახსოვს, რომ უკან გახედვას აპირებდა, მაგრამ უეცრად პირზე რაღაც ააფარეს. მან ძალა დაკარგა და ვიღაც ბიჭის ხელებში მოხვდა. ბუნდოვნად ახსოვს როგორ ჩასვეს მანქანაში, შემდეგ კი აღარაფერი ახსოვს, სანამ... ლიზამ პატარა ოთახში გაიღვიძა, საწოლზე იწვა და გვერდით წვეთოვანი ედგა. ძალიან შეეშინდა და წამოდგომა სცადა, განძრევისას კი საოცარი ტკივილი იგრძნო მუცელში, ახლაღა გაახსენდა და შიშისგან თითქმის ჭკუიდან გადასულს აღმოხდა ,,ბავშვი!” მუცელს დახედა, ერთი შეხედვით საეჭვო არაფერი იყო, ცისფერი პერანგი ეცვა როგორც პაციენტს, უეცრად თავში საზარელმა აზრმა გაურბინა, პერანგი წამოიწია და მუცელს დახედა, ,,ღმერთო არა! ჩემი ბავშვი! ჩემი პატარა!”. Mუცელი ჯვარედინად ჰქონდა გაჭრილი, უფრო სწორედ განაჭრელი, ჭრილობა უკვე გაკერილი იყო. ლიზას თავში უეცრად გაირბინეს ეპიზოდებმა, როცა პირზე რაღაც ააფარეს და გონება დააკარგვინეს. ,,ნუთუ ეს ის არის რაც მე მგონია?” საწყალი გოგონა თითქოს კატასავით კნაოდა. ბოლოს ვენიდან ნემსი გამოიძრო (წვეთოვნისაგან გათავისუფლდა) და წამოჯდა, ნელ-ნელა კარს მიუახლოვდა და ის იყო სახელურისათვის ხელი უნდა მოეკიდა, რომ კარი თავისით გაიღო და პალატაში მსუქანი ქალი შემოვიდა. - გამარჯობა პატარა ლოთო! უკვე გაიღვიძე?-ლიზა მის სიტყვებს არც დაკვირვებია ისე მიაყარა: - სად ჯანდაბაში ვარ?! შენ ვინ ჩემი ფეხები ხარ?! რა მიქენით?! სად არის ჩემი შვილი?! აქ ვინ მომიყვანა?! ლოთს რატომ მეძახი?!-ქალმა მშვიდად უსმინა ამ კითხვებს და ირონიით უთხრა - ააა, ეხლა არ გახსოვს არა ვინ ვარ და რა მოხდა. ეგეთები ხართ თქვენ, დახოცავთ ხოლმე შვილებს, მერე გაიჯეჯილებთ და კიდე მე ვარ ფეხები?-ნელ-ნელა ხმასაც აუწია. ლიზას ფერი ეცვალა, მიხვდა, რომ ჩხუბით ამ ქალს ვერაფერს ათქმევინებდა და ,,სტრატეგია შეცვალა”. -ქალბატონო, გემუდარებით პასუხი გამეცით კითხვებზე, მართლა არაფერი მახსოვს, ჩემი შვილის მამასთან შესახვედრად წავედი და მუცელზე გაფატრულმა აქ გავიღვიძე, გთხოვთ, ყველაფერს გაფიცებთ, მითხარით რა ხდება ჩემს თავს? -შენ რა, მართლა არაფერი გახსოვს?.. რაც არი არი, დაჯექი თორემ მუცლიდან სისხლდენა დაგეწყება, მე მოგიყვები რაც ვიცი იმას, ლაპარაკით მაინც არაფერს ვკარგავ.-ლიზა მორჩილად დაჯდა და ქალს დაუწყო ცქერა, მანაც საუბარი დაიწყო: -შენ ლაბორატორიაში ხარ, მის სახელს არ გეტყვი და არც იმას ტერიტორიულად სად ვართ, რადგან შეიძლება ტვინი გადაგიბრუნდეს და პოლიციაში გვიჩივლო, აქაურობა ქიმიური ცდებისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ ჩუმად აბორტებსაც აკეთებენ, სხვათა შორის ორსულობის ნებისმიერ პერიოდში. მე აქაური ლაბორანტი ვარ, პრინციპში შენთვის მედდა, რიტა მქვია და 15 წელია აქ ვმუშაობ. ლოთი იმიტომ დაგიძახე, რომ აქ უგონო მდგომარეობაში მყოფი ერთმა ბიჭმა მოგიყვანა. როცა ვკითხეთ უგონოდ რატომააო გვითხრა ნერვიულობდა არ მეტკინოსო და დათვრაო. ვუთხარით, რომ ასეთ მდგომარეობაში ანესთეზიას ვერ გაგიკეთებდით, მაგრამ გვითხრა არაუშავს პასუხისმგებელი მე ვარო. ჩვენც საოპერაციაში შეგიყვანეთ და აბორტი გაგიკეთეთ. ახლა ვხვდები, იმ ბიჭმა აქ ალბათ იმიტომ მოგიყვანა, რომ თითქმის ოთხი თვის ორსული იყავი და სხვაგან აბორტს არ გაგიკეთებდნენ. ახლაც არაფერი გახსოვს?-ლიზა დუმდა, შემდეგ ნელ-ნელა ამოილუღლუღა: -თქვენ ჩემი შვილი მოკალით! ის მოკალით! მე კი ვერ შევძელი ის დამეცვა, თქვენგან ვერ დავიცავი, ნამდვილი ნაძირლები ხართ... -აბა! აბა! შეწყვიტე ახლავე!-ხმას აუწია მედდამ. -მე ერთი რამ არ მესმის-განაგრძო ლიზამ-აბორტის გასაკეთებლად ჩემი გაჭრა რა საჭირო იყო? -ეგ კი ჭკვიანური კითხვაა, ვხედავ ნელ-ნელა აზრზე მოდიხარ. რა საჭირო იყო და ჩვენი კლინიკის ადმინისტრაციას ურჩევნია ბავშვი დაუზიანებლად ამოიყვანოს, ასეთი ლაწირაკების სხეულებს, თუნდაც ემბრიონისას, ცვილით ვამუშავებთ რომ არ გაიხრწნან, შემდეგ კი საკმაოდ ძვირად ვყიდით კოლექციონერებზე. იცი რა ფულს ვაკეთებთ?-ეს სიტყვები ქალმა თავისი როხროხა ხმით წარმოთქვა და რამდენიმე წამით თვალი ჭერს მიაპყრო. რამდენიმე წამში მსხვრევის ხმა გაიგო, შეშინებულმა თვალი საწოლს მიაპყრო, ლიზა იქ აღარ იწვა, ამოსუნთქვაც ვერ მოასწრო, რომ კისერზე რაღაც ცივის შეხება იგრძნო, ამ ყველაფერს რამდენიმე წამში ლიზას ხმაც დაერთო -ახლა მე მომისმინე გასიებულო, ჩემი შვილი მხოლოდ მამამისის და თქვენი მსხვერპლია. ის სამუზეუმე ექსპონანტი არ არის, ახლავე წამიყვანე იქ სადაც ჩემი შვილის გვამი აქვთ, თორემ პირობას გაძლევ შენზე მწარე სიკვდილით არავინ მოკვდება. მედდა მიხვდა, რომ ლიზა არ ტყუოდა და მას მორჩილად გაყვა პალატიდან. ისინი გრძელ დერეფანს გაუყვნენ და კიბეებზე სვლა დაიწყეს, საბოლოოდ ალბათ კლინიკის ყველაზე ბნელ წერტილს მიადგნენ. ლიზას მედდის ,,პატიოსნებაში” ეჭვი შეეპარა. -იცოდე თუ მატყუებ...-დაემუქრა ლიზა. ამ სიტყვების გაგონებაზე ქალმა დინჯად გააღო დიდი ლითონის კარი და ოთახში შეაბიჯა, მაგრამ ეს ოთახი კი არა ნამდვილი მუზეუმი იყო, აქ იყო უამრავი მკვდარი ბავშვის ცვილის ფიგურა, ფეხმძიმობის სხვადასხვა პერიოდში. ლიზამ ლამის გონება დაკარგა, მაგრამ იცოდა, რომ ამ მომენტში ძლიერი უნდა ყოფილიყო. ოთახის ბოლოს ვიღაც იჯდა და ცვილს ათბობდა. ის იყო საშუალო ტანის, ულვაშებიანი, ხანში შესული მამაკაცი. მედდის და ბოთლის ნამსხვრევით შეიარაღებული ლიზას დანახვაზე მოულოდნელად შეცბა და იკითხა: -რიტა აქ რა ჯანდაბა ხდება?! -მას მხოლოდ მისი შვილი უნდა, პაციენტის ნომერია: 25658, მიეცი თავისი შვილის ცვილის ფიგურა და წავა, ხომ ასეა?-ლიზამ თანხმობის ნიშნად თავი დააქნია. კაცი წამოდგა და გვერდითა ოთახში გავიდა. სწორედ იქიდან გამოიტანა ცვილის ფიგურა, დიახ! ის ფიგურა, რომელსაც ლიზა სამი წლის შემდეგაც სეიფში ინახავს. ეს იყო პატარა, განუვითარებელი ბავშვის ნეშტი. კანიც კი მოწითალო ფერის ჰქონდა, დაბადება რომ ეცლიათ ბიჭი იქნებოდა. ფეხზე კი ფლომასტერით ეწერა ნომერი: 25658. როგორც კი შვილის ნეშტი მისცეს ლიზამ ნამსხვრევი დააგდო და გაიქცა, დაინახა, რომ ფანჯარა იყო ღია. ახსოვს როგორ გადაძვრა იქიდან, ტრასაზე ტაქსი გააჩერა, მისამართი უთხრა. შემდეგ მუცელში საშინელი ტკივილი იგრძნო, სისხლი სდიოდა. ლიზამ გონება დაკარგა. როცა გაიღვიძა თავის სახლში იყო და დიასახლისი უვლიდა. -შვილო ცოტა ხნის წინ ექიმი იყო აქ. ეს რა დაგმართნია, შენი შვილიც ვნახე, ძალიან ვწუხვარ. ნუ ღელავ, მე არ მიგატოვებ... ამ ამბიდან ერთი წლის შემდეგ მოხუცი დიასახლისი გარდაიცვალა და ყველაფერი ლიზას დაუტოვა. ერთხელ ლიზა ტელევიზორს უყურებდა, როცა კაკუნის ხმა გაიგო. მას მშობლები და ნუცა ესტუმრნენ. ისინი სახლში უტიფრად შევიდნენ. -ლიზა შვილო როგორ ხარ? იცი რამდენი ხანია გეძებთ? უკვე იმშობიარე? სად არის ჩვენი პატარა შვილისშვილი? -პატარა შვილისშვილი? ის მოკვდა! მომიკლეს! გესმით?! მომიკლეს! გაინტერესებთ სად არის? წამოდით!-ლიზამ სეიფი გააღო და მათ ბავშვის ცვილის ფიგურა აჩვენა. დედამისს ლამის გული აერია.-ახლა კმაყოფილები ხართ? თავის დროზე რომ დამდგარიყავით ჩემს გვერდით ეს არ მოხდებოდა. ახლა კი გაეთრიეთ და ამ ბავშვის ხსოვნას ვფიცავ, თუ აქ კიდევ ერთხელ შემოადგამთ ფეხს, უკან ცოცხლები ვეღარ გახვალთ.-განცვიფრებულმა ,,სტუმრებმა” ხმის ამოღებაც ვერ მოახერხეს ისე დატოვეს ლიზას სახლი. ამ დღის შემდეგ ლიზა სულ მარტოა, ეშინია ახალი ურთიერთობის დაწყების, არ უნდა, რომ იგივე დაემართოს. ღოცა დარდი შემოაწვება სეიფს ხსნის და შვილს უყურებს, ,,რა პატარაა და დაუცველი”-ამბობს ხოლმე და კვლავ კეტავს სეიფს, შემდეგ სარკესთან მიდის, თავის თავს უყურებს, პირდაპირ თვალებში უყურებს და ამბობს: -ვფიცავ! აღარ შევცდები და რამდენი ბიჭიც არ უნდა შემიყვარდეს... ვერასოდეს ვეღარავინ მომატყუებს! ვფიცავ! არასდროს აღარ დავბრუნდები წარსულში. იქ მე ძალიან, ძალიან ბევრი ვიტანჯე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. ძალიან დიდი მადლობა :) ძალიან დიდი მადლობა :)
11. ვაჰ ვჰა ვჰა.... გადავლეთვალი და გამიხარდასავით არ ყოფილა სულ მთალად ქართული პროზის საქმე წასული...
ავტორს პოტენციალი აქვს,კარგი ხედვა აქვს ნამდვილად
ჩემო ოცნობო ავტორო...იმუშავე მეტი და დიდიებული პროზაიკოსი დადგება შენგან წარმატებები....
შემოვიარ აქ ისევ
პატივისცემით ვაჰ ვჰა ვჰა.... გადავლეთვალი და გამიხარდასავით არ ყოფილა სულ მთალად ქართული პროზის საქმე წასული...
ავტორს პოტენციალი აქვს,კარგი ხედვა აქვს ნამდვილად
ჩემო ოცნობო ავტორო...იმუშავე მეტი და დიდიებული პროზაიკოსი დადგება შენგან წარმატებები....
შემოვიარ აქ ისევ
პატივისცემით
9. კარგი ფანტაზიის უნარი აქვს ავტორს. კარგი ფანტაზიის უნარი აქვს ავტორს.
8. დიდი მადლობა! :) დიდი მადლობა! :)
7. კარგია, ხილვადი, რაც პროზის დიდი ღირსებაა. შენ ხარ შემდგარი პროზაიკოსი. იმუშავე. კარგია, ხილვადი, რაც პროზის დიდი ღირსებაა. შენ ხარ შემდგარი პროზაიკოსი. იმუშავე.
6. ძალაინ მომეწონა ! საინტერესო ამბავია. ამავდროულად შემზარავი. ძალაინ მომეწონა ! საინტერესო ამბავია. ამავდროულად შემზარავი.
5. pasuxi ბუციტა-s. es mxolod chemi fantaziaa, realurad aset ambavs arsad shevswrebivar da gmerTma nu qnas odesme sheveswro. pasuxi ბუციტა-s. es mxolod chemi fantaziaa, realurad aset ambavs arsad shevswrebivar da gmerTma nu qnas odesme sheveswro.
4. წერე ნეელა და დინჯად! წერე ნეელა და დინჯად!
3. რაღაცნაირია შემზარავი განწყობა დამიტოვა...ნაწერზე არ ვამბობ უბრალოდ იმას ვფიქრობ თუ რეალური ამბიდან გაქვს რამე და საქართველოში ხდება ესეთი რამეები?? რაღაცნაირია შემზარავი განწყობა დამიტოვა...ნაწერზე არ ვამბობ უბრალოდ იმას ვფიქრობ თუ რეალური ამბიდან გაქვს რამე და საქართველოში ხდება ესეთი რამეები??
2. მძიმე წასაკითხია,სამწუხაროდ გვიან ნანობენ ხოლმე..:( მძიმე წასაკითხია,სამწუხაროდ გვიან ნანობენ ხოლმე..:(
1. კარგი გოგო ხარ! შეგიძლია წერა! დაბადების წელი გიწერია "1996"? ამ თემისთვის ძალიან პატარა ხარ... ეს ნაწარმოებს არაფერს აკლებს, მაგრამ... მაინც! :))) კარგი გოგო ხარ! შეგიძლია წერა! დაბადების წელი გიწერია "1996"? ამ თემისთვის ძალიან პატარა ხარ... ეს ნაწარმოებს არაფერს აკლებს, მაგრამ... მაინც! :)))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|