თავი I
ბზის ორი კვალი ვებერთელა აგურის სახლს გალავანივით ერტყა. მესამე სართული ზამთარ-ზაფხულ ფარდებაკეცილი ვერანდით გადმოსდგომოდა ხრეშიან ასფალტს და ამინდის ცვალებადობას აგემოვნებდა. სწორედ ამ აივანზე გამოვიდოდა გოროზი იერით - სერგო ავალიანი და გადაჰყურებდა ჰორიზონტს. - არავინ იცოდა რაზე ფიქრობდა ცნობილი ექიმი? კითხვასაც ვერავინ დაუსვამდა უფროსს. იმ წელიწადს დიპლომი ავიღე. (გაზ-24 მარკის) მანქანა ფარეხიდან გამოვიყვანე და ორი კვირით დავშორდი დახუთულ ჟანგბადს. - ჩამოვიდა.ა.ა! ალექსი ძია ჩამოვიდა... დიალექტური კილოთი გაჰკიოდნენ აბიბინებულ გაზონზე 8-10 წლის გოგო-ბიჭები. - როგორ ხართ? აჰა, ეს გაინაწილეთ და მუჭით კანფეტები ჩავუყარე. ერთი შენ, ერთი შენ, ერთი შენ - ერთი მე. ასეთი თანმიმდევრობის ხმა ჩამესმოდა სანამ ბზის ჩრდილებს გავცდებოდი. გზადაგზა მეღიმებოდა, მახსენდებოდა ბაბუს პაციენტები და შოკოლადის ფილები დაბარებულივით, რომ მოჰქონდათ ჩემთვის. გამარჯობა ელისო დეიდა, როგორ ბრძანდებით? ბაბკენ ბატონი როგორაა? უხუცესი? - არაგვიშავს შვილო, (ათ წელზე მეტია აქ ვარ და არაფერი მაკლია) მხოლოდ დიდედის ავადმყოფობაა ჩვენი დარდი... არაფერს ვიზარებთ გამოვაჯანმრთელოთ, მაგრამ დღითი-დღე სუსტდება, რომელ ექიმბაშს არ ვანახეთ ჩემო ლექსო. - ჩახლეჩილი ხმით შემომჩივლა ქალმა. - (ძალიან შევწუხდი რა უნდა მეთქვა?) უფალი დაიფარავს, მოწყალეა. განვაგრძე გზა... - ალექსი, ალექსი.ი.ი! - გისმენთ ელისო დეიდა, გისმენთ. - ალექსი, ამ დღეებში გადმოვიყვან. ახალგაზრდა ექიმი ხარ შენც, ბაბუს ნიჭიერი კაცი, გასინჯო, ეგებ გაუგო რამე. - არაა, პრობლემა. (თუ კი რამე ვიცი... არ დავაკლებ) კვირა-შუადღეს გელოდებით. არ იდარდოთ! გავსინჯავ. თავი II
სახლში ნესტის სუნი გამეფებულიყო, გადამწვარ ნათურას სარკმლიდან შემოვარდნილი ქარი უნუგეშებდა. ბებერი ტაბლაც უძრავად იდგა... კანდელი ავანთე, მომაკვდავის სუნთქვას ჰგავდა მისი ნათება ბაბუს კაბინეტში. (როგორ მიყურებდა, ისევ მკაცრი, უკმაყოფილო) მაგიდაზე გაცრეცილ ფურცლებს თვალიერება დავუწყე, იორიგლიფებს ვხაზავდი, არაცნობიერი მართავდა წამიერად აწმყოს, თანდათან წარსულში ძვრებოდა ფიქრი და შავ-თეთრ კადრებად ადგამდა ყრუ ნაბიჯებს. ვერანდაზე გავედი, სერგოს ჩიბუხი გაზეთების მაგიდაზე მეფურად იწვა, ყვითელ ფურცელზე გამხმარი თუთუნი თითებში მოვიფშვნიტე და გავუკიდე. (ალბათ ვბაძავდი უფროს ექიმს, თითქოს როლები გავცვალეთ) ჰორიზონტს წარბშეჭმუხვნით ვუმზერდი, კაკლის დაბერებულ ხეთა ჯარს, ყვავების დამაყრუებელ ჩხავილს... ყველაფერს ერთად შევიგრძნობდი და ვამატებდი ჩიბუხში თუთუნს. შემდეგ რბილ სავარძელზე მოვკალათდი და ღრუბლებში უცხო სილუეტებს ვძერწავდი, ფიქრს ვასვენებდი... ბატონო ალექსი შეიძლება? - ნაზად შემოაღო კარი და ამომხედა. - კი, როგორ არა! ახლავე ჩამოვალ. (გამომაფხიზლა ჭიშკრის ჭრაჭუნმა) - ბატონო ალექსი მე ნანა ვარ, რევაზ გიორგაძის შვილი. (მამა, სერგო ბაბუს ახლობელი იყო, თქვენც გიცნობთ) შეგიძლიათ გამსინჯოთ? - ახლავე, კაბინეტში შემომყევი და მომახსენე რა გაწუხებს. - ანთება მაქვს. (ამ გაგანია სიცხეში რა ღმერთი შემიჩნდა) - არაუშავს, გაგივლის. გაგსინჯავ ახლავე და გეტყვი.... ფილტვებში მოგისმინე და არაფერია საგანგაშო, მხოლოდ ეს მრავალძარღვას ნაყენი დალიე და ხველასაც შეგიჩერებს. - დიდი მადლობა ალექსი ექიმო. - (გამეღიმა) გაიხარე, თუ კიდევ დაგჭირდი აგერ ვარ იცოდე!. რევაზი მომიკითხე, არ დაგავიწყდეს. - დიახ, აუცილებლად. - ალექსი, გახსოვს? - რა ნანა, რა უნდა მახსოვდეს? - ზაფხულობით, რომ ჩამოდიოდი და გოგო-ბიჭებს “ხუთკენჭაობის” თამაშს, რომ არ გვაცლიდი? - (გულიანად გავიღიმე) კი, როგორ არა ნანა მახსოვს. - მერე სერგო ბაბუსთან გიჩიოდით, რა კარგი იყო არა? - ძალიან... ლამაზი დრო იყო. დღე არ გადიოდა ჭიშკრიდან ასე და ამნაირად არ შემოეძახათ: ალექსი ექიმო.ო.ო გამსინჯავთ? ალექსი ექიმო.ო.ო გამოგვიარე და სხვ. მეც ყველანაირად ვცდილობდი გამეხარებინა ყველა და დავხმარებოდი რითაც შემეძლო. ასე გაილია პარასკევი, შაბათი... ცა ისევ ხავერდივით თეთრი იყო, სიცხისგან მეზობლის ქათმებს პირი დაეღოთ და ჩრდილს ეძებდნენ. ვებერთელა ალვის ფოთლებიც გაშეშებულიყო. (უცნაური სანახავი იყო ბუნება... მეტწილად დრამატული სცენით)
თავი III
კვირა დილით უზმოზე გავუკიდე სერგოს ჩიბუხს და წელშიგამოყვანილი ჭიქა ყავით ავაპილპილე, ვუხამებდი ნიკოტინს - კოფეინს, ანდაც პირიქით. რუს მეგობარ საშას ველოდები, სამშაბათს რუსეთში ბრუნდებოდა და უნდოდა მოესწორო აგარაკის დათვალიერება...(თორემ რუსებს სად აქვთ ჩვენებური ამინდები, ბუნება - ამაყად ჩავიხითხითე გულში) ჩამოვიდა, როგორც იქნა! - Как вы друг? - Отлично, г-н Саша сам? - Я хорошо. Я рад, что я приехал сюда, будь вы Чача? (ნახევრადხუმრობით შემეკითხა) - Конечно. (დავაიმედე, მშვენივრად გაქეიფებ და რუსეთშიც გაგატან წითელცხვირიან მეგობრებთან-მეთქი) - Благодарю вас, благодарю тебя, брат, Алекс. (ოფიციალური ჟესტით გამოხატა პატივისცემა და გიდის პროფესიის მორგების დროც დადგა) ახლო-მახლო რაც კი მათთვის უცხო ხილად ითვლებოდა ყველაფერი ვანახე, გაბეცებით იყურებოდა! ქვითკირის, აგურის, ხის ნაგებობებს აშტერდებოდა და გაუჩერებლად გაიძახოდა: “Великий, Великий” ამ “დიდებულია, დიდებულიას” ძახილში ბზის ჩრდილებსაც მივუახლოვდით, სახლში შესული სერგოს სუვენირებითა და სიგელებით დაინტერესდა, მეც სიამაყით ვუხსნიდი ბაბუს კვალს - მედიცინასა თუ სხვა სამეცნიერო დარგში. შებინდდა, საშა ცოლს ტელეფონით ისე სწრაფად ელაპარაკებოდა, ვიფიქრე ორატორიც არის მეთქი - სამ საათში აეროპორტში უნდა ყოფილიყო. ჭაჭა გაგიმზადე საშა ძმაო! ვთქვი და ამ საღიმილო ფიქრში გართული ვერანდას დავუყევი. - ალექსი.ი.ი, ალექსი.ი.ი... - დღეს, ხომ კვირაა? - წამიერად ამოვიძახე ფრაზა და ელისო დეიდას ლანდი შევნიშნე მოხუც ქალთან ერთად. - ალექსი შეიძლება? - კი, როგორ არა. მობრძანდით. კაბინეტში შემომყევით. ხალათს გადავიცმევ და გავსინჯავ. თქვენ კი აქ დაბრძანდით. (ტყავის მართკუთხედ საწოლზე მივუთითე მოხუცს, სადაც სერგო აწვენდა პაციენტებს) პირველად ვიღებდი პაციენტს, რომელიც სუნთქავდა. ერთი-ორად მეშინოდა, მაგრამ არ ვიმჩნდევდი. - ელისო დეიდა შეგიძლიათ მოკლედ მითხრათ რა აწუხებს? (ჩურჩულით ვკითხე) - კი, კი შვილო აღელვებულად შემომაფეთა მზერა.
თავი IV
ქალმა დაწვრილებით მომიყვა დიდედა - კატოს პრობლემა. ძუძუს კიბო და აუტანელი ტკივილები. (დღეც-დღეს ელაზნება არსაით ვართ, აღარც მკვდრებში, აღარც ცოცხლებში) სერგოს ბიჭო! ეგებ რამე ქნა, ბაბუ ხშირად მკურნალობდა დავრდომილებს, ეგებ უფალმა შეგაძლებინოს დიდედას გამოჯანმრთელება... ქალი ჩახლეჩილი ხმით აგრძელებდა ემოციის ფანტავას და ჩემ ნერვიულობას აორმაგებდა. (მე ძველებურად არ ვარხევდი წარბს და ნერვიულობას არ ვიმჩნევდი) საოცრად გავდა, ხშირი წარბები ჩაშავებულ თვალებს მთასავით გადმოსდგომოდა, კეხიანი ცხვირი, ხორბლისფერი კანი დაჭმუჭნულ სახეს უსწორმასწოროდ ეგო. (როგორ გავს ღმერთო იმ სურათს, სერგო კაბინეტში საწერ მაგიდაზე დაფენილ მინაში, რომ ინახავს. ისაა... ის!) - ალექსი ცუდადაა საქმე? - ალექსი გვეშველება? დაბნეულად შემომჩივლა ქალმა. - ახლავე, ახლავე! (თავი გავიბერტყე) არაფერია, რაღაცაზე ჩავფიქრდი. - კარგი შვილო, კარგი... ქვასავით გამაგრებულ მკერდზე ამოყრილი სისხლძარღვები ჩავარდნით ფეთქდა, სხეულზე - უამრავი ჩაქცევა და ლურჯი იერი ეფინა თავმოქინდრულ დიდედას, რომელიც ირიბად მიყურებდა, არ ვიცი რატომ? (ეეჭვებოდა ჩემი ექიმობის ალბათ, თუ?) (სერგო რაც თავი მახსოვს წამლებს საკუთარი ხელით აკეთებდა) აფთაქად გადაკეთებულ ოთახში შევედი და რუსული შრიფტით დაწერილი წამალი ქართული მნიშვნელობით - ”მრავალძაღვას თაფლი” გამოვუტანე. (თუმცა ვხვდებოდი მისი საშველი არა რა იყო) - ელისო დეიდა, ეს წაუსვით. ეგებ ვენები ჩაუცხრეს და გამაგრებულ მკერდსაც უშველოს. - გაიხარე დედი, გაიხარე! უფალი გადაგიხდის ჩვენ სიკეთეს. ჭიშკრამდე გავაცილე, თვალწინ ისევ დიდედას ნაკვთები მედგა... კითხვა საკუთარ ფიქრთან, დიდედას ბავშვობის შავ-თეთრი ფოტო ხომ ჩამოსვლის დღეს ვნახე მიმალულ მინაში? - უყვარდა სერგოს? - არა, არა! (სერგომ ნატალია 18 წლისას მოიყვანა, აფსურდია!) - ეგებ მერე შეუყვარდა თავადს? - არა, არა აღმერთებდა ნატას, რათ უნდოდა გლეხის ქალი? კითხვა პასუხში გართული სერგოს კაბინეტში ხმაურით შევედი, საწერ მაგიდას ორივე ხელით დავებჯინე და მინის კუთხეში ჩამწკრივებულ ათას ფურცელში მოხუცის ფოტოს ვეძებდი. - აი, აი ესაა. - ჰო, ჰო ვიპოვე, ვიპოვე. სასწრაფოდ ამოვიღე ოთხადგაკეცილი სურათი, თვალებგაფართოებული ვიფშვნეტდი ცერა თითებში და დიქტორის ტემბრით ვიმეორებდი: ჰო, ჰო უეჭველად ის მოხუცია, მაგრამ რატომ, რისთვის, საიდან?
თავი V
შავ-თეთრი ფოტო გავშალე. სერგო, უცნობი ახალგაზრდა ქალი და დიდედა - კატო კმაყოფილი სახით მედგნენ. სერგო 14 წლამდე იქნებოდა, ნიკაპთან ხალი წერტილივით მოუჩანდა მაშინ. ფიქრმა გამკრა, არა დიდედა სერგოს დაა, ჰო! ჰო! მაგრამ რატომ უმალავდა საწყალ დედაჩემს მამიდის ამბავს? რატომ ზრდიდა უნათესავოდ, უმეზობლოდ? არადა როგორ წუწუნებდა: ჩემი ბავშვობის ოცნებები, ფიქრები მხოლოდ ოქროსთმიანმა თოჯინებმა იციანო... შავ-თეთრი ფოტო უგულოდ მივაგდე და ჩიბუხს ნოყიერი ნაფაზი ამოვარტყი. მაგიდასთან მისულმა შევამჩნიე, რომ სერგოს ხელით სურათს მეორე მხრიდან რამდენიმე აბზაცი ეწერა. აი, ასე - სიტყვასიტყვით: მე, დედაჩემი - ნინია და კატო. სხვა მეტი ჩემდღეში არავინ მყოლებია. მამა და ერთადერთი ბიძა თავისი ოჯახით ციმბირს წაასხეს. დავრჩით სამი უქონელი! არავის და არაფერს შემყურე. დედა მეტისმეტად ჯავრიანი თავადი იყო. ქვრივობას ორივე მხრით მარჯვედ ეზიდებოდა და გაგვქონდა სული, მანამ სანამ გაჭირვება - კატომ უარესად არ გაგვიორმაგა. სომეხ - მევახსეშს წამოეგო კისერზედ და თავადის ქალს დაღი დასდო. ხშირად. მოგვდიოდა წერილები ხან ალთას ხანაც ბალთას სუნთქავდა და არა იყო სახელის გატეხვა მისთვის. 17 წლისა მარტო დავრჩი, ექვსთვეში გადაყვა დედაჩემი დარდს. სნეულება შეუჩნდა მკერდზე - უკურნებელი. მერე თბილის წამოვედი, გამოვეცალე კუთხეს. ვისწავლე ვაი-ვაგლახით და ერთ წელში ცოლიც შევირთე. არსაით მიძებნია კატო, არსაით მომიკითხავს. თავადურ სისხლს ვერა-რა გადავაბიჯე. ათიოდე წლის წინ ურემს გამოვყევი და ჩემიდან რამდენიმეთი წინ კატოს იერსახე ვიცანი. (ალბათ ჩამოსახლდა თავის მევახშესთან ერთად თბილისიდან გამდიდრებული) მეზობელი მსახურიც გაუმწესებიათ და ვინ იცის, როგორ ყაიდაზე ნებივრობენ. სულ ტყუილია დარდი ახლა და ჩემი ცხოვრების რუტინასაც ვეღარ წავცხებ ჩირქს. წერდა - ს. ავალიანი.
თავი VI
ფიქრი გამეყინა... ვეღარაფერს ვამბობდი. ახლა კადრებად მეშლებოდა კატოს ხორბლისფერი სახე ნაცრისფერ ოთახში. როგორ მინდოდა გამეგო - რას ფიქრობდა იმ წამს? (თვითონ ხომ ვერაფერს მეტყოდა, მას ხომ სჯერა, რომ არაფერი ვიცი?) მთელი ღამის განმავლობაში წერილი რამდენჯერმე კიდევ გადავიკითხე, ახალ-ახალ ეპიზოდებად ვყოფდი სერგოს ცხოვრებას და ფიქრში ვასამართლებდი გოროზ სიამაყეს. გამთენიისას მთელი უბის წიგნაკები გადმოვიღე, გადავაქოთე იქაურობა, მაგრამ ჩემთვის საინტერესო არაფერი დამხვდა. - ეგებ ელისოს გამოველაპარაკო? - არა, არა პირს დააღებს და მთელ კუთხეს მოსდებს. ვერ ვბედავდი მისვლას, ამბის გარკვევას, ნათესავებთან სიცილს, სიხარულს... თითქოს რაღაცა მაკავებდა და ვერ ვხვდებოდი რა. - ნუთუ თავადური სისხლი და სიამაყე ალექსი ბიჭო? - არვიცი, არა!
თავი VII
გაილია განტვირთვის დღეები (ამას თუ ერქვა განტვირთვა) ჩამოვედი და შევუერთდი პაპანაქება ამინდს. დანისლულ ჟანგბადს... (შორიდან, რომ გდომებოდა რაიმეს დანახვა სილუეტებად მდგარი მტვერი შეგიშლიდა ხელს) - როგორი დრო გაატარე ალექსი, მეგობარო? - მშვენიერი. დავისვენე, როგორც იქნა! (ირიბად ვპასუხობდი ყველას) არავისთვის მითქვამს სერგოს წერილზე... ფიქრს მხოლოდ მე ვიღიზიანებდი და კითხვა-პასუხის მომჩივან-მოპასუხე(ც) მე ვიყავი. სერგოსთან დამალაპარაკა, ღმერთო ნეტა შემეძლოს როგორმე ავახსნევინებდი რატომ ვერ დაძლია სიამაყე და ვის ანაბარა დატოვა და?
თავი VIII
რვა თვეში კუთხეს ისევ ვესტუმრე. ყველაფერი უცვლელად იდგა. ახლა გაზაფხულის სურნელი არწევდა ბზის ჩრდილებს ბებერ კაკლებთან. ბაბკენის სახლს შეგნებულად ჩავუარე, ისევ ფიქრმა ამიტანა და მაშინ გავშეშდი, როცა ვებერთელა სახლის მეორე სართულზე აღმოსავლეთის მხარეს გაკრული შავი სურადის ნაჭერი შევამჩნიე. - ყველაფერი ნათელი იყო. - ელისო დეიდა.ა.ა! დეკორატიული ჯიშის ძაღლმა დამინახა თუ არა წერტილივით ყურები დაცქვიტა და ზარის ტემბრში გაუჩერებელი ყეფა მორთო. - დუტ შენა! და მარჯვენა ფეხი დავუბაკუნე. მერე ბანქოს სათამაშო მაგიდის ქვეშ შეძვრა, თათები ცხივრთან დაიწყო და დამნაშავის თვალებით მიყურებდა. (საოცარი სანახავი იყო -გულაჩქარებული) როგორც იქნა გამომხედა ქალმა, რომელსაც შავი თავსაფარი თვალებამდე ჩამოემხო. - როგორ ხართ? დიდედა კატო როგორაა. (რა ტყუილუბრალოდ დავსვი ეს კითხვა, მაგრამ...) - ლექსო, შვილო სადღაა დიდედა, მესამე თვე იწურება რაც დაისვენა აუტანელი ტკივილებით. - რა სამწუხაროა, მაგრამ ისეთი სენი სჭირდა გარდაუვალი იყო, ხომ ხვდებით? ქალმა რიტორიკულ კითხვაზე არ მიპასუხა, მომიახლოვდა დაჟინებულის იერით და: - ლექსო, იცი ბოლო დროს შენზე მელაპარაკებოდა. - არადა, სულ პირველად გნახა თავის დღეში. - (შემაცია) რაზე ელისო დეიდა, რას ამბობდა? - არაფერს, დიდი კაცი გამოვა, სერგოსავითო. - სერგოს იცნობდა? - აბა, როგორ? სერგო რამდენი ხნის წასულია. ეს ოჯახი ხომ ჩამოსახლდა ქალაქიდან, მაგრამ ჭორი იგეთი რამაა კარგიც და ცუდიც უცებ ვრცელდება. სერგოს წარმატებებიც მოდიოდა სიტყვა-ფურცლობით. - სერგოზე გკითხავდათ ხოლმე? - არა, არ მახსოვს რამე ეკითხოს, მხოლოდ შეცბუნდებოდა ხოლმე მის სახელზე, ერიდებოდა ალბათ თავადი ბატონის. - ბავშვობის სურათები ხომ არ გაქვთ დიდედის? (სულ გავწითლდი, ისე შემრცხვა ამ კითხვის დასმა, რომ ეთქვა: რაში გარგიაო... მერე, რას ვიზამდი?) - არა, გენაცვალოს ელისო. კატო უბრალო გლეხის ოჯახში იზრდებოდა, სანამ ბაბკენს მიათხოვებდნენ. სად იყო მაშინ შავ-თეთრი ფოტოსურათები, ჰა? - რამდენიმე წამით შევყოვნდი: დიახ, დიახ მართალი ხართ! - ბატონი ბაბკენი საითაა? - ბაბკენი წავიდა მშობლიურში. ახლა მე დამტოვა ბატონ-პატრონად ამ ვებერთელა მამულში. ძნელია, ძნელი. - ჰო, სამწუხაროა. (ჩამოვა ალბათ) - გისმინოს უფალმა. ვერაფერი ვეღარ ვთქვი. გავუყევი ბზის გალავანს. შორიდან კიდევ გამოვეპასუხე ქალს: კიდევ შემოგივლით ელისო დეიდა და გავიხსენოთ დიდედა კატო. - კი შვილო, როცა მოიცალო გადმოდი.
თავი IX
ორშაბათს გამთენიისას ქალი თავად მესტუმრა. შევცბი, ელისო დეიდა ხომ მშვიდობაა? მობრძანდით! - კი შვილო, კი. (ხელში საქაღალდე ეჭირა, რომელსაც გამალებით ვაკვირდებოდი, მაგრამ უშედეგოდ. თავს კი იმით ვიმშვიდებდი, მანახებს-მეთქი) ლექსო შვილო, გუშინ ღამით კატოს ტანსაცმელი გადავალაგე ეკლესიაში უქონელთათვის რომ წამეღო, მის სიცოცხლეშიც ასე ვშვებოდი ხოლმე, თავად მატანდა ძვირფას ნაქსოვებს. ჰოდა საძინებლის კუთხეში ოთხადგაკეცილი ფურცლები მიმალული სახით შევნიშნე, წაკითხვა ვერ გავბედე, თუმცა, რომც გამებდედა მაინც ვორჭოფობ წერა-კითხვაში. (ენა დამება სიხარულისგან) - მომეცით ქ-ნო ელისო, მე ვნახავ. ქალმა მშვიდად გამომიწონდა და იქვე მსხლის მორს დაეყრდნო. გახუნებულ ფურცლებში არაფერი საინტერესო, მხოლოდ ანდერძის წინაპირობა იყო, რამდენჯერმე გადათეთრებული. (არც ანდერძი იყო კვანძის გამხსნელი) საინტერესო მხოლოდ ფურცლებში გახვეული კონტვერტი იყო, რომელზეც სიტყვასიტყვით ეწერა: სათაური: Название: “გსაყვედურობ ძმაო, სერგო” დანიშნულების მისამართი: Направление адрес: Украина. Харьков. Прибрежные № 2 ადრესატი: Получатель: Серго Авалиани ქალმა შემომჩივლა: - რა ამბავია შვილო? - არაფერი, უბრალო ნაწერებია ელისო დეიდა. (ფიქრმა ძველებურად გამკრა, მგონი არც იცის ფურცლებში გახვეული კონვერტის თაობაზე) უჩუმრად საწერ მაგიდაზე მუყაოსკანიან წიგნში შევაცურე. (რა ვქნა! უნდა გამეკეთებინა) - ელისო დეიდა, გამომართვით. - ჰო შვილო, ჰო! მაპატიე, რომ მოგწყვიტე საქმეს არაფრისმთქმელი ფურცლებით. - არა რას ბრძანებთ. ჭიშკრამდე მიგაცილებთ! გავიდა თუ არა კანკალი მომეშვა...
თავი X
დიდი ხანი ვფიქრობდი გამეხსნა თუUარა კონვერტი, ისიც ვიფიქრე ელისოს გადავუტან და მერე რაც უნდა ის მოხდეს-მეთქი. - სერგოს ამჟამინდელი მისამართიც გაუგია? - საიდან ნეტავ? საკუთარ თავთან დიდი დავი დარაბის შემდეგ კონვერტი შეგნებულად არ გავხსენი. - აბა ამდენ ხანს რისთვის ვიწვალებდი ფიქრს? - უპასუხოდ ვტოვებდი ამ კითხვას და მერე ორატორივით გავიძახოდი. წერილში სავარაუდოდ საყვედურებია, ცოტაოდენი სინანულიც. თანაც ადრესატი სერგო ავალიანია და არა ვინმე სხვა... (არ გავხსნი, არა!) ადრიანად წამოვდექი, დავქოქე მანქანა და კონვერტი პასუხის იმედით ფოსტას ჩავაბარე. - რას იზამს სერგო? - რას მოიწერება? ორი კვირის თავზე ფოსტაში დამიბარეს. სერგოს გზავნილი დამხვდა, აქაც რამდენიმე აბზაცი მაშინდელივით სურათზე მიწერილი. (სახლშიმოსულმა კონვერტი ფრთხილად გავხსენი და დავიწყე კითხვა) წლებია აქ ვარ დაწყნარებით. სიცოცხლის დღეებს ვუფრთხილდები და არ ვიცი როდის წამაქცევს დრო. ის კი ვიცი ცხოვრების მანძილზე თავი არსად დამიხრია და ისე განვლე ოთხმოცი წელი ჩემ ოჯახსაც ჩირქი არა მოვცხე რა. საყვედურები მე თუ მეთქმის, მაგრამ წლებია ვფიქრობ და მაინც მტკივა შენსკენ ფიქრები...
წერდა - ს. ავალიანი.
რამდენიმე წუთი უხმოდ ვიჯექი. ჰო, გამოვიცანი კატოს წერილი. (კიდევ კარგი არ გავხსენი და გავუგზავნე სერგოს) როგორ მიხაროდა სიტყვები: „წლებია ვფიქრობ და მაინც მტკივა შენსკენ ფიქრები...“ რამდენიმე იასამანი თაიგულად შევკარი და საფლავზე ავიტანე. ქვის გასწვრივ თიხის ლარნაკს წყალიც დავამატე, შემდეგ ჩავიმუხლე, სურათს ხელი გადავუსვი და ჩუმ ტემბრში გავიმეორე. - სერგოს მაინც ტკივა შენსკენ ფიქრები. - სერგომ გაპატია.
ავტორი: დავით კამკამიძე 2010 წელი. 25-XI – 5-XII ქალაქი - თბილისი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. ნათიას დიდი მადლობა ვრცელი კომენტარისთვის.
Чача - ჭაჭა ანუ :):):) ცნობილი ქართული არაყი :D:)
Великий - ს ერთ-ერთი მნიშვნელობა მე როგორც ვიცი დიდებულია, ეგებ ვცდები... ნათიას დიდი მადლობა ვრცელი კომენტარისთვის.
Чача - ჭაჭა ანუ :):):) ცნობილი ქართული არაყი :D:)
Великий - ს ერთ-ერთი მნიშვნელობა მე როგორც ვიცი დიდებულია, ეგებ ვცდები...
13. საინტერესო ნაწერია ნამდვილად... საინტერესოდ ჩამეკითხა. ვისიამოვნე :)
თუმც ავტორის ადგილზე შევავლებდი ხელს და გადავხედავდი კიდევ :)
მაგალითად:
იორიგლიფებს - ჩასასწორებელია
будь вы Чача? ვერ გავიგე :(
“Великий, Великий” ამ “დიდებულია, დიდებულიას” - ამ კონტექსტში, რუსული და ქართული მნიშვნელობები არ ემთხვევა ერთმანეთს.
აფსურდია- "ბ" საინტერესო ნაწერია ნამდვილად... საინტერესოდ ჩამეკითხა. ვისიამოვნე :)
თუმც ავტორის ადგილზე შევავლებდი ხელს და გადავხედავდი კიდევ :)
მაგალითად:
იორიგლიფებს - ჩასასწორებელია
будь вы Чача? ვერ გავიგე :(
“Великий, Великий” ამ “დიდებულია, დიდებულიას” - ამ კონტექსტში, რუსული და ქართული მნიშვნელობები არ ემთხვევა ერთმანეთს.
აფსურდია- "ბ"
12. ძალიან მომეწონა:) ძალიან მომეწონა:)
11. დიდი მადლობა ყველას!<br>გამიხარდა მართლა რომ რამდენიმე კაცმა მაინც წაიკითხა სრულად! დიდი მადლობა ყველას!<br>გამიხარდა მართლა რომ რამდენიმე კაცმა მაინც წაიკითხა სრულად!
10. დიდი მადლობა ყველას! გამიხარდა მართლა რომ რამდენიმე კაცმა მაინც წაიკითხა სრულად!!! დიდი მადლობა ყველას! გამიხარდა მართლა რომ რამდენიმე კაცმა მაინც წაიკითხა სრულად!!!
9. კარგია შენი პროზა, დათო! +5 კარგია შენი პროზა, დათო! +5
8. ნაწილ-ნაწილ დადებას ერთიანად დადება ვამჯობინე...
დავით კამკამიძე. 2011-05-18 01:04:06 -------------------------------------------------------------------------------- კიდევ კარგი-ერთიანად დადე:) ინტერესი მომკლავდა.. ყოჩაღ-ბრავო შენ! პროზა-მომწონს! ნაწილ-ნაწილ დადებას ერთიანად დადება ვამჯობინე...
დავით კამკამიძე. 2011-05-18 01:04:06 -------------------------------------------------------------------------------- კიდევ კარგი-ერთიანად დადე:) ინტერესი მომკლავდა.. ყოჩაღ-ბრავო შენ! პროზა-მომწონს!
7. გავოცდი იმდენად მომეწონა..... თანაც არც მე მინახავს აქამდე თქვენი პროზაული ნამუშევარი....
დიდი სიამოვნებით ჩავიკითხე თავიდან ბოლომდე....
სამწუხარო რომ მხოლოდ და მხლოდ +2 უნდა შემოვიფარგლო....
არადა ისეთი ნაწარმოებია 5 ნი რომ არ დაგენანება კაც.....აქ კი უკვე იშვიათად იდება ესეთი ნაწარმოებები მადლობა რომ ესეთი სიამოვნება მომანიჭეთ თქვენი ნამუშევარით... გავოცდი იმდენად მომეწონა..... თანაც არც მე მინახავს აქამდე თქვენი პროზაული ნამუშევარი....
დიდი სიამოვნებით ჩავიკითხე თავიდან ბოლომდე....
სამწუხარო რომ მხოლოდ და მხლოდ +2 უნდა შემოვიფარგლო....
არადა ისეთი ნაწარმოებია 5 ნი რომ არ დაგენანება კაც.....აქ კი უკვე იშვიათად იდება ესეთი ნაწარმოებები მადლობა რომ ესეთი სიამოვნება მომანიჭეთ თქვენი ნამუშევარით...
6. ბატონო დავით,, ფრიად სიურპრიზმოცული ვარ ახლა მე,,,, შენი პროზა პირველად მესმის და ვნახე :)
ხოდა ახლა არ მცალია ძმის გული და მოვიცლი თუარა წავიკითხავ :)
იხარე ბატონო დავით,, ფრიად სიურპრიზმოცული ვარ ახლა მე,,,, შენი პროზა პირველად მესმის და ვნახე :)
ხოდა ახლა არ მცალია ძმის გული და მოვიცლი თუარა წავიკითხავ :)
იხარე
5. მომეწონა... მომეწონა...
4. 3. არაუშავს ნელ-ნელა, ან როცა გაგიხარდება მაშინ წაიკითხე
მეც შეცდომების პოვნის გზით მე-6 თავამდე მივედი და დამეღალა აშკარად დავით კამკამიძე. 2011-05-18 01:16:03
კი დიდია ზომაში და... არაუშავს ხვალვე მოვუღებ ბოლოს. (ვეცდები მაინც ) :) 3. არაუშავს ნელ-ნელა, ან როცა გაგიხარდება მაშინ წაიკითხე
მეც შეცდომების პოვნის გზით მე-6 თავამდე მივედი და დამეღალა აშკარად დავით კამკამიძე. 2011-05-18 01:16:03
კი დიდია ზომაში და... არაუშავს ხვალვე მოვუღებ ბოლოს. (ვეცდები მაინც ) :)
3. არაუშავს ნელ-ნელა, ან როცა გაგიხარდება მაშინ წაიკითხე :)
მეც შეცდომების პოვნის გზით მე-6 თავამდე მივედი და დამეღალა აშკარად :):):) არაუშავს ნელ-ნელა, ან როცა გაგიხარდება მაშინ წაიკითხე :)
მეც შეცდომების პოვნის გზით მე-6 თავამდე მივედი და დამეღალა აშკარად :):):)
2. თვალების ტკივილს,რომ არ ვუჩიოდე ახლავე წავიკითხავდი,მაინტერესებს :| თვალების ტკივილს,რომ არ ვუჩიოდე ახლავე წავიკითხავდი,მაინტერესებს :|
1. ნაწილ-ნაწილ დადებას ერთიანად დადება ვამჯობინე... :)
ნაწილ-ნაწილ დადებას ერთიანად დადება ვამჯობინე... :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|