ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: N O D O
ჟანრი: პოეზია
22 მაისი, 2011


ჰომო საპიენს...

ვიძიე შური წვიმის წვეთზე,
თუმცა ამაოდ,
გარეთ თვალები გამოთხარეს
ყველა ლამპიონს,
დგახარ კიდესთან (სახურავის), თავთან კამათობ,
ადამიანად ვინ ჩაგთვალა ჰომო საპიენს?!

შენი იმედის ბიუჯეტში არის გარღვევა,
ითვლი თითებით (არასოდეს გამოგდიოდა),
და ეს შეგრძნება, როგორც წყევლა უკან წაგყვება,
თუ ყველაფერი გეჩვენება უკვე იოტის

სახით...
რამდენჯერ დაგეტია მისივ უპეში
შენი თვალები,
გეცინება თუმცა ხანმოკლედ,
იშლი საშლელით, ვინმესგან თუ გქონდა ნუგეში,
რადგან ნერვები დაგაწყდა და თითი გამოკრეს -

შენი სიცოცხლის დასამსხვრევად შემდგარ იარაღს,
ღმერთზე ლოცულობ,
მხოლოდ ღმერთი თუ გაპატიებს,
სისხლი გაწვება კისერში და მაინც ხრიალებ -
ადამიანად ვინ ჩაგთვალა ჰომო საპიენს?!



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები