ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ხავიერ ერნანდესმა კამელია კავაბატა მაშინ გაიცნო, როცა კამელია მამას სტუმრობდა კავასაკიში, ხოლო ხავიერი ესპანეთში გამგზავრებამდე ბოლო დღეს ატარებდა იაპონურ (ცას არ იტყვიან) და მზის ქვეშ. კამელიას ველოსიპედი ერნანდესის შავ ფეხსაცმელებზე რამდენიმე სანტიმეტრით აგორდა, მაგრამ მუხრუჭმა დროულად უბიძგა საპირისპირო მიმართულებით. ესპანელმა თავი აწია და მზერა ბორბლებიდან ხელებზე და მერე სახეზე გადაიტანა, მშვიდად. მერე გაიღიმა და თქვა: ,,ნუ ღელავთ, ყველაფერი რიგზეა“. კამელიამ გაიღიმა, მერე გაეცინა, ქალიშვილურად და არაფერი უპასუხა. მერე როგორც ხდება ხოლმე - კაცი მარჯვნივ, ქალიც მარჯვნივ, კაცი მარცხნივ, ქალიც მარცხნივ, მერე ორივე ჩერდებიან და იცინიან. ეგრე იყო. მერე ისევ: კაცი მარცხნივ, ქალი მარცხნივ, კაცი მარჯვნივ, ქალი მარჯვნივ, მერე ორივენი ჩერდებიან და იცინიან. ეგრეც. ერნანდესი დარჩა. კამელიას მამა, ჰირო, ჩვეულებრივი კაცი აღმოჩნდა, არადა ჩვეულებრივები ცოტანი შემორჩნენ. სახლში ჰქონდა საკუთარი ხელით მოხატული ლარნაკები. ხავიერზე შთაბეჭდილება მოახდინა. სახლში კედლები თეთრი და ნათელი იყო, მაგრამ უფრო სიმშვიდისკენ გადახრილი და არა სიგიჟისკენ. არადა ესპანელს თეთრი ყოველთვის გიჟების ფერად მიაჩნდა. ჩაი დალიეს. ესპანელმა უფრო ხათრისთვის. კამელია ესპანეთში ორ კვირაში ბრუნდებოდა და ხავიერიც მაგ დროს წავიდა. დაემგზავრა, ერთად დაგეგმეს მგზავრობა, ან რაღაც მსგავსი. მოხდა ისე, რომ თვითმფრინავში კამელიამ თავი ჩამოდო ხავიერის მხარზე, ხოლო ხავიერმა ხელი მოკიდა კამელიას ხელს, ცოტა ხანში კი ორივენი გავიდნენ. როცა თვითმფრინავი ტურბულენტულ ზონაში მოყვა და ჯმუხად დაიჯანჯღარა, აღმოჩნდა რომ ნახევარ ამბავს გადაცდენილ კამელიას კიდევ ჰქონდა ხუმრობის თავი და კაცს უთხრა: - ზევსიც მოიშველიე?! - გგონია, მიწის ზედაპირიდან შვიდი ათას მეტრზე ამას ადამიანი აკეთებს? მოვიშველიე კი არა, მე ვარ! ამის შესახებ მერე, როცა ხავიერი და კამელია ბასკურ ნამცხვარს შეექცევიან, კამელია იტყვის, რომ ეს იყო არაამქვეყნიური და ზევსურად ღვთიური. ზევსის ხსენებაზე ერნანდესს ჩაეღიმება მურაბიან ცერს კამელიას წაუსვამს ცხვირზე. ხავიერი ნამდვილი მაჩო, ყოველ დღე სანტა პოლას ყველაზე საშუალო ბარში ჯდებოდა პირველიდან სამ-ოთხ საათამდე და სვამდა ან ტეკილას ან ლუდს. სხვა იყო ხავიერი ტეკილასი და სხვა - ლუდის. ხავიერი და კამელია ცხოვრობდნენ მარტივად. ხავიერი ხატავდა და ყიდდა. საჭმელს ამზადებდა კამელია. ბარიდან დაბრუნებულ ხავიერს კამელია ხვდებოდა კარში და კოცნიდა ვნებიანად. კოცნას მოყვებოდა კოცნა საპასუხო, იმას კიდე ჩურჩული ყურში და მერე დავიწყებული კერძის სუნი იძახდა სამზარეულოდან, ერთხელ დაიძახა ხანძარმაც. მაშინ ცეცხლი ხავიერის პერანგით ჩააქრეს და როგორც კი ცეცხლი ჩაქრა, კამელია ტკიპასავით აეკრა კაცს შიშველ მკერდზე. გვიან ღამით ხავიერი იწყებდა ხატვას, ან არ იწყებდა. როცა იწყებდა, კამელია ყოველთვის უყურებდა. კამელია ხავიერს არ დაუხატავს. ხანდახან ხავიერი მოიხედავდა და კამელიას ფუნჯისგამგდები მზერა ჰქონდა. მაშინ ყველაფერი საღებავებით ისვრებოდა და სახლი შუაღამის ვნებით ივსებოდა. კამელიას დაბადების დღეზე ხავიერი არ წავიდა ბარში და კამელია წაიყვანა პედროს ქარაფზე და იქიდან გადმოხტნენ პარაშუტით. როცა დაეშვნენ, უთხრა რომ უყვარს და დაპატიჟა ნაყინზე. ხავიერის დაბადაბის დღეზე კამელიამ გამოაცხო ტორტი და ხავიერმა მას შიგ თავი ჩააყოფინა. სახის დაბანის შემდეგ კამელიამ ხავიერს უთხრა, რომ ვერ იტანს და აკოცა. ის დღე მოვიდა, როცა ხავიერს მოუნდა კამელია დაეხატა. დახატა. საუკეთესოდ გამოუვიდა და აჩუქა კამელიას. ნახატი დაკიდეს დივანის მოპირდაპირე მხარეს. იმ დღეს, როცა ბარიდან ტეკილას ხავიერი გამოვიდა, ხავიერს მოუხდა ჩხუბი. ჩხუბში მაჩო მნიშვნელოვნად დაზიანდა და დიდად დაზარალდა. - სამწუხაროდ, უნდა გითხრათ, რომ ჩვენთან ამ ამბავს ვერ უშველით. გაგწერთ დედაქალაქის უროლოგიის კლინიკაში - უთხრა ექიმმა. დედაქალაქშიც აღმოჩნდა, რომ ის რაც იყო ვეღარ იქნებოდა და დარტყმამ აკრძალულ არეში, გადამწყვეტი დარტყმა მიაყენა მხატვარს. კამელიამ არ იცოდა რა ეთქვა და ახლა როგორ შეეხედა კაცისთვის. ხავიერი არ იმჩნევდა. დადიოდა ბარში. სვამდა ლუდს. მოდიოდა, კოცნიდა კამელიას, მერე ჭამდა, ცოტა ხანს იძინებდა და გვიან ხატვას იწყებდა. კამელია უყურებდა, მაგრამ თვალები ვეღარ ძლებდნენ და კამელია წვებოდა. კამელიას ლოყები აღარ ჰქონდა ვარდისფერი, თითქმის აღარ ურეკავდა მადრიდში დედას და ხშირად ახსენებდა, რომ უნდოდა კავასაკიში წასვლა. ხავიერი ხატავდა ფალოსს ირონიანარევად და მისი ნახატები ახლა უფრო იყიდებოდა. ხავიერი ისევ დადიოდა ბარში, მაგრამ იმ დღეს არ წავიდა. ბარის ნაცვლად თვითმფრინავის ბილეთები იყიდა და ერთ საათში დაბრუნდა სახლში. კამელია და ვიღაც დივანზე ჟიმაობდნენ. თავიდან ფეხებამდე რო იცის დავლა, ის დაემართა ხავიერს. არცერთს არ ამოუღია ხმა. უცხო გაიძურწა. ერნანდესი სავარძელში ჩაჯდა და რატომღაც ტელევიზორი ჩართო. ქალი დივანზე დარჩა პერანგის ამარა და დახარა თავი. საღამომდე სავარძელში იჯდა ხავიერი უხმოდ, მერე კი პორტრეტის ჩამოხსნაში დაეხმარა ქალს. - ნახვამდის. - ბედნიერად. - იცი... - რა? - არაფერი. კარი დაკეტა. თავზე ხელი მოისვა. გლუვია. და მაინც რა გამოდის კაცი ეგეთ დროს? ბოლო ნახატს გახედა და დაძინება მოუნდა სამუდამოდ. სიკვდილს ვერ ბედავდა რქიანი მაჩო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. ესეც... მეორე კომენტარი კატიეს ეკუთვნის :) ესეც... მეორე კომენტარი კატიეს ეკუთვნის :)
10. ესეც წაკითხული მაქვს... განვაგრძოთ აბა ესეც წაკითხული მაქვს... განვაგრძოთ აბა
9. @mrs.smith სად გქონდა წაკითხული? @mrs.smith სად გქონდა წაკითხული?
8. ეს მქონდა წაკითხული, მახსოვს
ფერები, ფერები... ეს მქონდა წაკითხული, მახსოვს
ფერები, ფერები...
6. რა ვიცი... არ იყო ეს ცუდი ნაწერი :) მე პირადად +5 არ მენანება :) წარმატებები ავტორს! რა ვიცი... არ იყო ეს ცუდი ნაწერი :) მე პირადად +5 არ მენანება :) წარმატებები ავტორს!
5. შეგიძლია იფიქრო რატომ ქვია კამელია, იქნებ მამამ არ დაარქვა სახელი. :D შეგიძლია იფიქრო რატომ ქვია კამელია, იქნებ მამამ არ დაარქვა სახელი. :D
3. რამდენი ხანი ვეძებდი ამ ავტორს :) სულ მიკვრს როგორ ხდება ამ საიტზე ასეთი ნაწერები 2-3 კომენტარის ამარა რომ რჩება. წავალ დანარჩენ ნოველებთან ხელახლა :) რამდენი ხანი ვეძებდი ამ ავტორს :) სულ მიკვრს როგორ ხდება ამ საიტზე ასეთი ნაწერები 2-3 კომენტარის ამარა რომ რჩება. წავალ დანარჩენ ნოველებთან ხელახლა :)
2. კავაბატაზე "ათასფრთიანი წერო" გამახსენდა :)
ხავიერი <<< ვგონებ ქართულად ჰავიერია
კამელია იაპონელ გოგოს თუ ერქმებოდა, არ ველოდი
თხრობის სტილი საინტერესო, არაფერი საწითელხელო :)
მოწონებულია! კავაბატაზე "ათასფრთიანი წერო" გამახსენდა :)
ხავიერი <<< ვგონებ ქართულად ჰავიერია
კამელია იაპონელ გოგოს თუ ერქმებოდა, არ ველოდი
თხრობის სტილი საინტერესო, არაფერი საწითელხელო :)
მოწონებულია!
1. საინტერესო ისტორიაა. წარმატებები! საინტერესო ისტორიაა. წარმატებები!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|