სანამ ჩეზარე შოკოლადს ადუღებდა ტელეფონმა დარეკა. თავიდან ვერ ვიცანი. მერე მითხრა ქამილი ვარო. გაოცებული დავრჩი. ბუნებრივია, რომ ყოველ წუთს არ ელი 17 წლის უნახავი თანაკლასელის ზარს. ტელეფონის ნომერს ალბათ სატელეფონო ცნობარიდან გაიგებდა, მაგრამ ის საიდან იცოდა, რომ იტალიაში ვცხოვრობდი, მაგას ვერ მივხვდი, თუმცა მსოფლიო პატარაა და დედამიწა მრგვალი. მოგონებები ამეშალა. ქამილი ჩემი ყველაზე ეგზოტიკური კლასელი იყო. ბოლო წლებში როცა წვერულვაში აეღერღა სახეზე, არ იპარსავდა ხოლმე და ისეთ მამაკაცურ მიმზიდველ იერს აძლევდა, მთელი კლასის გოგოები მაგაზე ანძრევდნენ. ქამილი იყო მშვიდი და გაწონასწორებული და რაც მასში მომწონდა, ის იყო, რომ ამერიკელ ,,პოლ-ჯეკ-ჯუკებზე“ გაცილებით ძლიერი მოთმინების უნარი და მძაფრად განვითარებული ღირსების გრძნობა ჰქონდა. გოგოებთან ურთიერთობა რაღაცნაირად მაინც არ გამოსდიოდა. თუმცა ჩვენ ვმეგობრობდით. გულახდილად რომ ვთქვა, ალბათ, ქამილს მოვწონდი. ერთხელ ნაყინები ვჭამეთ ერთად, დამამახსოვრდა. სკოლის დამთავრების შემდეგ მამაჩემი დედაჩემის ჩიჩნით ევროპაში გადავიდა და მას შემდეგ არ მინახავს. ტელეფონზე ქამილმა მომიკითხა და მითხრა რომ ჩვენს ქალაქშია და ჩემი სურვილის შემთხვევაში სიამოვნებით შემხვდებოდა. ცოტა მოულოდნელი იყო ასეთ მოკლედ საუბარში ეს შეთავაზება, მაგრამ, ბუნებრივია, 17 წლის უნახავი თანაკლასელთან საუბრისას ძალზე ბუნებრივს ბევრს არაფერს უნდა ელოდე. გამიხარდა და დავეთანხმე. ჩეზარემ შოკოლადი შემოიტანა და მე ახალი ამბავი - ვუთხარი, რომ კლასელს უნდა შევხვედროდი. გაუკვირდა, მკითხა, კარგიაო მითხრა, გამიღიმა და მაკოცა. ქამილს იმ საღამოს უნდა შევხვედროდი, ჩეზარემ ჯენტლმენურად გადადო დაგეგმილი სეირნობა ჩემთან ერთად. მოკლედ, საღამოს მე და ქამილი ქალაქის ცენტრში ერთერთ კაფეში ჩაის ვსვამდით. გავიხსენეთ ბევრი რამ, კლასელები, მასწავლებელები. მოვყევით ჩვენი ამბები. ქამილი ჯერაც უცოლო ყოფილა. მე უშვილო ვიყავი. მოვუყევი ჩეზარეზე, თუ როგორი კარგი კაცია და რომ ბედნიერი ვარ. ვუთხარი რომ ძალიან გამიხარდა მისი ნახვა და მადლობა გადავუხადე რომ დამირეკა და ასე შემდეგ. ქამილმა მითხრა რომ კარგად გამოვიყურები, ევროპა ამერიკაზე მეტად მიხდება და სხვა. ქამილმა მითხრა, რომ უნდოდა ერთი დღე გაეტარებინა ჩემთან ერთად. უფრო სწორად დღე-ღამე. მე გავშრი. -არა, დღე-ღამე, ამ სიტყვის ყველაზე ამაღლებული მნიშვნელობით- მითხრა მან. მე ვუთხარი რომ ეს არ იყო ბუნებრივი და ჩვეულებრივი და რომ პასუხს ვერ გავცედმი იმ წუთს, ხოლო სხვა წუთს ალბათ მაინც უარს ვეტყოდი. ქამილმა გაიღიმა. ჩვენ მალე ავდექით, მან სახლამდე მომაცილა. მითხრა კიდევ დაგირეკავო. მომეჩვენა რომ თავხედურად იქცეოდა. მაგრამ მხოლოდ მომეჩვენა. ქამილი პირდაპირი იყო, და მაინც თავაზიანად პირდაპირი. - გაერთე? -მკითხა ჩეზარემ. არ მომეწონა კითხვა. -ჩაი დავლიეთ. -კარგია. მეტი? -მეტი რა ვიცი, ვისაუბრეთ, მეგობრები გავიხსენეთ, შენზე მოვუყევი - ამ დროს ჩეზარეს ვაკოცე, - მერე გამომაცილა და ახლა აქ ვარ. თვის ბოლოს მიდის აქედან, წასვლამდე ალბათ კიდევ დარეკავს და მერე არამგონია შევხვდეთ კიდევ. -პირველ მრავლობითში არც ახლა შევხვედრივართ -დამცინა ჩეზარემ. -ჰო და არც პირველ მხოლობითში შევხვდები. ჩეზი... -ჰო. -რამე გეწყინა? -არა, რა უნდა მწყენოდა. -ვწუხვარ რომ სასეირნოდ ვერ წავედით. -გეფიცები, საწყენი არაფერია, მართლა გამიხარდა, რომ ძველ მეგობრებს ახსოვხარ. მე გამეღიმა. იმ ღამით ვერ დავიძინე. არ ვიცოდი მეთქვა თუ არა ჩეზარესთვის. თქმა იყო ძნელი, თორემ ქამილს კარგად ვიცნობდი და ვენდობოდი, მაგრამ ამ ნდობის ახსნა გაჭირდებოდა. სხვანაირად ღალატი იქნებოდა. უნდა მეთქვა. თან შინაგანად თანახმა ვიყავი ქამილის წინადადებაზე და კარგად ვიცოდი, რომ ეს იქნებოდა ლამაზი საღამო მეგობართან. უბრალოდ ცოტა სახამუშოდ დაემთხვა, რომ მეგობარი კაცია. -ჩეზარე, შეიძლება დაგელაპარაკო? -ნებართვას როდის მთხოვდი მაგისთვის? -ნუ დამცინი! -ენა გამოვუყავი. -გისმენთ მეგობარო- ჩეზარემ ამწია და სავარძელში ჩამისვა თავისთან. -ჩეზი... იცი რა... ცოტა... არ ვიცი როგორ გითხრა... მეუხერხულება.. უფრო სწორად შესაბამის ფორმულირებას ვერ ვეძებ ამის სათქმელად... მოკლედ.... -ვაიმე, რა საინტერესეოდ იწყებ, მეც მიყვარხარ - ახარხარდა ჩეზარე. -აარა, უფრო სწორად რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარხარ, უბრალოდ მინდოდა მეთქვა... -მთხოვე რაც გინდა...- ჩეზარემ ყელზე მაკოცა. - არა ეს თხოვნა არაა... -აბა ბრძანებაა? -ჩეზარეე, ნუ დამცინი დამამთავრებინე! მოკლედ, უბრალოდ, რაღაც მინდა გითხრა, რაც არ მითქვამს. მოკლედ, ქამილმა, აი რო შევხვდი, ქამილმა შემომთავაზა, რომ ერთი დღე გავატაროთ ერთად. -ჩვენ და მან? -არა, მე და მან. -მერე? -რა მერე? -მერე რა უთხარი? -ვუთხარი რომ ეს... რომ ეს არ არის ისეთიიი... ანუ ჩვეულებრივი... და რომ... მოკლედ უარი ვუთხარი. -უარი თუ თითქმის უარი? -უარი. - და რატომ არ არის ჩვეულებრივი? -რა ვიცი. არ არის. რა, არ მეთანხმები? -არა, მე მგონია, რომ მეგობრები თუ ერთად გაატარებენ დროს, ეს არ არის არაჩვეულებრივი. -ჰო, მაგრამ ჩვენ ამდენი წელი არც კი შევხმიანებივართ ერთმანეთს. -შენ თქვი მეგობრები ვიყავითო. -ჰო მართლა მეგობრები. -მაშინ ამდენ წელს რა მნიშვნელობა აქვს? -ჰო, მაგრამ... თან ის კაცია, მე ქალი. მეუხერხულება. -ვისთან? -შენთან. -და მასთან არა? -მასთან რატომ უნდა მეუხერხულებოდეს? -მაშინ აზრი არა აქვს რომ ჩემთან გეუხერხულებოდეს. -ჩეზარე უცნაურად ვლაპარაკობ. -არა, შენ გინდა წასვლა. -არა, არ მინდა. -მაშინ არ მეტყოდი. ეს ისეთი ინფორმაცია არაა, რომ უთქმელობით რამე დაშავდეს. ის კაცი სამუდამოდ წავა და მორჩა, ეს წინადადებაც წარსულს ჩაბარდება. შეგეძლო არ გეთქვა, მაგრამ გინდა და მითხარი. -არა. -ნუ სულელობ, ხომ იცი აი აქ ვზივარ- თავზე მომადო საჩვენებელი თითი- და, იმედია აქაც- მეორე ხელი ძუძუებზე მატაკა. -მაიმუნო!- ვაკოცე.- რა თქმა უნდა მანდ ხარ. -ანუ აღიარებ რომ გინდა -არა, არ მინდა. -ნომერი მოგცა? -კი. -დაურეკე მაშინ. მე უარს ვერ გეტყვი და არც გეტყვი. ქალი წყალს გავს, თუ დაიჭერ, მოგერევა და გაიპარება, თუ ქილაში ჩაასხამ და დახუფავ, ცოტა ხანში გაფუჭდემა, დამყაყდება. - ჩეზარე! -გეყოფა ახლა. მე არ მეწყინება. და მე შენ გენდობი. -მიყვარხარ. -მეც. ქამილს დავურეკე. ვუთხარი, რომ მზად ვარ მეგობრულად შევხვდე და გავატარო დღე მასთან ერთად. ეს ყველაფერი ძალიან სასაცილო იყო. ჯერ ერთი ვახსენე სიტყვა ,,მეგობრულად“. მაგრამ არა უშავს. ბოლოს და ბოლოს არ უნდა მენანა. ქამილი საინტერესო ბიჭი იყო ყოველთვის. შუადღეს იმავე კაფესთან შევხვდით სადაც ჩაი დავლიეთ. მერე სანაპიროზე გავედით. ქამილი არ ლაპარაკობდა. ძალაუნებურად მე დავიწყე ლაპარაკი. რაღაც სისულელებზე - სამსახურის ამბებზე და რამეებზე. სანაპიროზე დღის ბრიზი იყო. ჯინსები მეცვა და ქარი მარტო თმას მიფრიალებდა. ქამილმა ჰარმონიკა ამოიღო და დაკვრა დაიწყო. რაღაც არაბულ მელოდიას უკრავდა. სადღაც შიგნიდან მომწონდა. გავუღიმე, ვუთხარი, კარგია მეთქი. დაკვრის სწავლა არ მოვინდომე, ვიფიქრე რომ არაჰიგიენური იქნებოდა. ისე არ ვიყავით ჩაცმულები რომ ქამილს რესტორანში დავეპატიჟე. რომელიღაც კაფეში ვისადილეთ. ქამილმა ჩაიც დალია. საღამომდე ქუჩებში ვიხეტიალეთ. ფუნთუშებზე დამპატიჟა. მერე თქვა, რომ კარგი იქნებოდა, თუ ისევ სანაპიროზე გავიდოდით და დავლევდით. მე ვიცოდი რომ ქამილი მორწმუნე მუსულმანი არ ყოფილა და არ გამკვირვებია. დავეთანხმე. ღვინო იყიდა და სანაპიროზე წავედით. ქამილმა თქვა მზის, ქალის თმების, ბგერის, ერთგულების, მარტოობის და ბედნიერების სადღეგრძელოები. მე არაფერი მომაგონდა და ბოლოს ჩეზარეს სადღეგრძელო ვთქვი. 7-8 ყლუპი საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ თავი ჩვეულებრივზე მძიმე მგონებოდა და სხეული ჩვეულებრივზე მსუბუქი. ქამილს მხარი მივადე და დიდხანს ვიჯექით ასე. მერე ქამილმა ამოიღო ფურცელი და რაღაცის წერა დაიწყო. როცა მორჩა, წამიკითხა. ლექსი იყო. მელოდიაზე შევატყვე. მაგრამ ვერაფერი გავიგე, არაბულად დაუწერია. მერე ვათარგმნინე. ,,შენ დროზე უფროსი ახალშობილი ხარ, შენ ჩემში დაიბადე. წლებს შენ ერთ წამად გადააქცევ. უდაბნოს წვიმავ დამასველე, დამზრალი მიწა“. გავჩუმდი. ღამის პირველზე ვუთხარი რომ შინ უნდა წავსულიყავი. ფეხით მივედით ჩემს სახლამდე. დავემშვიდობე და მადლობა გადავუხადე. იმან პირიქითო. დამშვიდობებისას ჩამეხუტა. არ მინდოდა ჩეზარეს ეს ენახა. კიბეებზე ავდიოდი და ერთდრულად ბედნიერებისგან და დანაშაულის გრძნობისგან ვსკდებოდი. მიდნოდა ყველაფერი დამემტვრია, სახლი ამეფეთქებინა. ყველაფერი მძულდა და მიყვარდა. ჩეზარე სახლში არ იყო. აშკარა იყო რომ იეჭვიანა და კახპებში წავიდა. ჯანდაბა! საშინელება მოვუწყვე. არა უშავს. დილიდან ყველაფერი ძველებურად იქნება. ყველაფერი ჩვეულებრივად. მე და ჩეზარე ისევ მშვიდად ვიცხოვრებთ სიყვარულით სავსე სახლში. ქამილი მეტჯერ აღარ დაბრუნდება. არ დაბრუნდება. მორჩა. მე არაფერი დამიშავებია, არ მიღალატია. უბრალოდ მეგობრულად შევხვდით. ჩეზარესთვისაც არაფერი დამიმალავს. ჰო, რა თქმა უნდა, ყველაფერი ძალიან კარგადაა. დავწექი, ფხიზლად დამეძინა. არ ვიცოდი ჩეზარე როდის მოვიდოდა. გულის სიღრმეში ვბრაზობდი რომ არ დამხვდა. მაგრამ არა, ოღონდ ის ბედნიერებით გამოწვეული დანაშაულის გრძნობა მომეშორებინა და რამით გამომესყიდა, მზად ვიყავი მთელი ბორდელი მექირავებინა ჩეზარესთვის იმ ღამით. დილის 5 საათი იქნებოდა, ჩეზარე რომ დაბრუნდა. საწოლთან მოვიდა, მაკოცა. მე მაშინვე გამეღვიძა. -ჩეზარე! - გავუღიმე. -მომისმინე, უნდა დავშორდეთ- კიდევ მაკოცა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. +5 კარგიაააა!!!!!! რომ იტყვიან, გამისწორდაო, აესეა!!!! +5 კარგიაააა!!!!!! რომ იტყვიან, გამისწორდაო, აესეა!!!!
14. რა ნიუანსებია დაჭერილი! სახელები ხომ, საერთოდ! რა ნიუანსებია დაჭერილი! სახელები ხომ, საერთოდ!
13. ეს რას ვეღირსე. ეს რას ვეღირსე.
12. აქ შემიფასებია უკვე :) აქ შემიფასებია უკვე :)
11. ევროპა ამერიკაზე მეტად მიხდება "_ ასეთი კვიმატობები ძალიან მომწონს ხოლმე პროზაში, ფსიქოლოგიური ნიუანსები კარგადაა ნაჩვენები , ამბვალენტური გრძნობა, ქალისა, თუმცა არა მგონია ჩვეულებრივად ქალები ასეთ რამეებს ამხელდნენ, ეს ქალი ზედმეტად გულწრფელი აღმოჩნდა:), მართლის მთქმელი დაისაჯა შანდლის ქურდივით:) ოღონდ პანღურების გარეშე:) მომეწონა, , საინტერესო ავტორის ნამუშევარია ევროპა ამერიკაზე მეტად მიხდება "_ ასეთი კვიმატობები ძალიან მომწონს ხოლმე პროზაში, ფსიქოლოგიური ნიუანსები კარგადაა ნაჩვენები , ამბვალენტური გრძნობა, ქალისა, თუმცა არა მგონია ჩვეულებრივად ქალები ასეთ რამეებს ამხელდნენ, ეს ქალი ზედმეტად გულწრფელი აღმოჩნდა:), მართლის მთქმელი დაისაჯა შანდლის ქურდივით:) ოღონდ პანღურების გარეშე:) მომეწონა, , საინტერესო ავტორის ნამუშევარია
10. ბოლოს რატო დაშორდაა?:( უუხ...მთრგუნავს ასეთი ნაწერები... ბოლოს რატო დაშორდაა?:( უუხ...მთრგუნავს ასეთი ნაწერები...
9. ეს წაკითხული მაქვს ეს წაკითხული მაქვს
8. მიუხედავად მცირეოდენი კორექტურული შეცდომებისა, თხრობა წყალივით მოედინება.
განსაკთრებით მომეწონა ფრაზები :
"ქალი წყალს გავს, თუ დაიჭერ, მოგერევა და გაიპარება, თუ ქილაში ჩაასხამ და დახუფავ, ცოტა ხანში გაფუჭდემა, დამყაყდება."
,,შენ დროზე უფროსი ახალშობილი ხარ, შენ ჩემში დაიბადე. წლებს შენ ერთ წამად გადააქცევ. უდაბნოს წვიმავ დამასველე, დამზრალი მიწა“. მიუხედავად მცირეოდენი კორექტურული შეცდომებისა, თხრობა წყალივით მოედინება.
განსაკთრებით მომეწონა ფრაზები :
"ქალი წყალს გავს, თუ დაიჭერ, მოგერევა და გაიპარება, თუ ქილაში ჩაასხამ და დახუფავ, ცოტა ხანში გაფუჭდემა, დამყაყდება."
,,შენ დროზე უფროსი ახალშობილი ხარ, შენ ჩემში დაიბადე. წლებს შენ ერთ წამად გადააქცევ. უდაბნოს წვიმავ დამასველე, დამზრალი მიწა“.
7. გავშრი ბოლოს.
ძალიან კარგია. გავშრი ბოლოს.
ძალიან კარგია.
6. აი, პროზა :)
ამაღლებული განწყობა შემექმნა უცებ. დროულად დავბრუნდი :)
არაჩვეულებრივია, ნამდვილად.
გმირებიც იმდენად კარგად არიან დახატულები... აჰ, კამათი მომინდა :) აი, პროზა :)
ამაღლებული განწყობა შემექმნა უცებ. დროულად დავბრუნდი :)
არაჩვეულებრივია, ნამდვილად.
გმირებიც იმდენად კარგად არიან დახატულები... აჰ, კამათი მომინდა :)
5. -პირველ მრავლობითში არც ახლა შევხვედრივართ -დამცინა ჩეზარემ. -ჰო და არც პირველ მხოლობითში შევხვდები. ჩეზი... :)
ძალიან მომწონს, რომ მარტო მე არ მინდა მხოლობითი ჩექმა რომელსაც მრავლობითად ჩავცვამ ხოლმე წყვილ ფეხზე :))
ძალიან მომწონს :) -პირველ მრავლობითში არც ახლა შევხვედრივართ -დამცინა ჩეზარემ. -ჰო და არც პირველ მხოლობითში შევხვდები. ჩეზი... :)
ძალიან მომწონს, რომ მარტო მე არ მინდა მხოლობითი ჩექმა რომელსაც მრავლობითად ჩავცვამ ხოლმე წყვილ ფეხზე :))
ძალიან მომწონს :)
4. მართლა საინტერესოა:) მართლა საინტერესოა:)
3. საინტერესო თხრობაა, ნამდვილად. ჩამთრევი.
ავტორის ადგილას მაინც გადავავლებდი თვალს ნაწერს. მცირედი ხარვეზების გასასწორებლად, თუმცა საერთო ჯამში ნაწერს მაინც ვერაფერს ვნებს.
"მთელი კლასის გოგოები მაგაზე ანძრევდნენ" _ საოცრება :)
"ჩიჩნით" და სხვ.
წარმატებები. საინტერესო თხრობაა, ნამდვილად. ჩამთრევი.
ავტორის ადგილას მაინც გადავავლებდი თვალს ნაწერს. მცირედი ხარვეზების გასასწორებლად, თუმცა საერთო ჯამში ნაწერს მაინც ვერაფერს ვნებს.
"მთელი კლასის გოგოები მაგაზე ანძრევდნენ" _ საოცრება :)
"ჩიჩნით" და სხვ.
წარმატებები.
2. ერთ-ერთი ყველაზე კარგი ნაწერი, რაც აქ წამიკითხავს...
ავტორი იმაზე პროფესიონალი ჩანს, ვიდრე ამ ერთ პატარა მონათხრობში იკვეთება!
ძალიან კმაყოფილი ვარ... დრო იქნება და დანარჩენებსაც მივხედავ!
++ ერთ-ერთი ყველაზე კარგი ნაწერი, რაც აქ წამიკითხავს...
ავტორი იმაზე პროფესიონალი ჩანს, ვიდრე ამ ერთ პატარა მონათხრობში იკვეთება!
ძალიან კმაყოფილი ვარ... დრო იქნება და დანარჩენებსაც მივხედავ!
++
1. ძალიან საინტერესო თხრობაა, ჩემი მოწონება და შეფასება-5 ძალიან საინტერესო თხრობაა, ჩემი მოწონება და შეფასება-5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|