ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გია კობაური
ჟანრი: პოეზია
2 ივნისი, 2011


  ჩამოტვირთვა

სამშობლოვ აღსდექ

სამშობლოვ აღსდექ

მინდა რაღაცა ჩურჩულით გითხრა,
ჩემი გრძნობები გაგიზიარო,
ოცნებასავით ლამაზო მთებო,
რომ საქართველო შენ გაზიარო.

და თუ შენი ხმა მეც გავიგონე,
ჩურჩული მესმა სადღაც შორიდან,
და თუ სამშობლოვ ვერ შეგასმინე,
რომ შენი მთების შვილი მოვიდა.

მაშინ რა გზაა ანდა ლოდინი,
რად ღირდეს ანდა ფიქრი ამაზე,
სად გაიწირა შენი მშვენება,
ან სად დაკარგე ის სილამაზე.

ნურაფერს მეტყვით უძირო მთებო,
ნურაფერს მეტყვით მაწვიმს ფიქრებად,
ნუთუ არ გესმის ჩემი ძახილი,
სამშობლოვ აღსდექ შვილი გიკვდება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები