 | ავტორი: ლევან63 ჟანრი: პოეზია 21 მაისი, 2011 |
“ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი...” ----------------------------------------------------- ქრისტე აღსდგა – ჭეშმარიტად, მოვილოცოდ გულით ყველამ, როცა სისხლით მოიბანა, კაცთა მოდგმის ცოდვა, გვემა.
ის, განკაცდა დედამიწას, ყოფილ შიშთა გასაბნევად, რომ ცოდვილთა მოდგმისათვის, მიეტანა ღვთის განგება.
ძველ შიშებთან თანჭიდილში, ხორციელის წასვლის ფიქრად, ძრწუნვა მძიმე დაეთესა, ოღონდ სულის მოკვდინება.
ხორციელით, ტკბობის მოყვასთ, უგუნურთა მოდგმას არქმევს, სულის წმენდის, დიდმარხვისკენ, უფლის ნების სახელს არქმევს.
იესომ სთქვა გონიერი, შურის ძლევა და განდგომა, ანგარების შორს დაჭერა, ნამეტანის ღარიბთ თმობა.
ჭეშმარიტი ზიარებით, მკვდრეთ აღდგომას ის შეგვპირდა, მკდუარმაც ისმნნენ მისი სიტყვა, ხელში ვინ არ ჩაგვიბერდა!
მასთან ერთად უნდ ავმაღლდეთ, ვითარც აღსდგა იგი მკვდრეთით, ცოდვებისგან ვიხსნათ თავი, აღდგომაა დღეს ხომ ბედით!
სამების და სულის წმინდის, თაყვანის და პატივს გებად, წითელ კვერცხის გაგორება, დიდ-პატარას დაეგება.
რად იღვარა მაცხოვარის, სისხლი წმინდა და რჩეული? მან გამოგვხსნა ცოდვათგან, როს გვუფლობდა თვით გრძნეული.
ცოდვებისგან გაყიდული, ეშმას ფლობის ლუკმა გავხდით, ვნების მორევს ჩაძირულნი, კიღამ კუპრში გადავვარდით.
ჩვენ ვიქმენით ერთის მიზნით, სიკეთეში საცხოვრებლად, ათი მცნების დაცვის შრომით, სულს ეხარა და ეცხონა. ---------------------------------------------- იესო აღსდექ!
წითელი კვერცხი, მწვანე ჯეჯილში, გაგორდა ნიშნად მაცხოვრის სისხლად, ეთხია მიწას შუბების ისრით, განკაცდა იგი, ირაცხა წმინდად, კერპების, ცოდვის გაფანტა ნისლი. ჩემსკენ მოიწი ღმერთო ცოტა ხანს, აღგესარები ჩურჩულით ყურთან, ყოფნა-არყოფნის კითხვას რომ დავსვამ, უიმედობას შეუპყრავს ხალხი, ვერვინ მპასუხობს, ყველანი სდუმან. გთხოვ დღეს მიიღე ეს თანამდები, რომელ მოვიდა მესამე ჟამსა, ხომ ვიმარხულე ღვთის მოყვარებით, შემინდე ცოდვა მე მიწიერნი, ლოცვაში გითხრა დანაბარები, ხალხის, ერის და კაცთა უთქმელი, ვისაც ეშინის ჯერ კიდევ სიტყვის, შენ მოგნდობია უაბჯრო გენით, სურთ რომ უმხნევო მარხვაში სული მხნე და მამაცი, თუმცა ობოლი თითქოსდა დედით. ქრისტეს აღდგომით ეშმა დაეცნეს, ჯოჯოხეთს შეჰკრა ძლეთა-ძლევაი, იესო აღსდექ, მადლი გაიღე, მოგვეცი ძალა, მტერთან ბრძოლაში, სიმტკიცე ყველას, შიში წაიღე. ამინ!
---------------------------------- მარხვაში ავმაღლდეთ
მწუხარი იყვნენ ტირილით, და ცისკარს სიხარულითა, ქრისტეს ჯვარმცმელებს აისი, მისი აღდგომით ეფიცხათ.
იგი, აღსდგა და განათლდა, გაბრწყინდეს უფლის დიდება, მარხვაში კაცი განდიდდეს, სული კი გაიწმინდესა.
ქრისტეს აღდომას თაყვანს სცემს, მეფე სოფლის და მსაჯულნი, ფეხი თუ წაგცდათ ვინმესა, იჩქარეთ, უკან დაბრუნდით!
ინებოს, უფალმა ღმერთმა, გაგვსაჯოს ჩვენის ვნებებით, ჯვარცმისას რომ ვიზიარეთ, იესოს, ტანჯვის გენები.
სულისთვის, მარხვა ძიძაა, ტკბობისთვის კი არს აღვირი, უნდა ვიმარხვოდ, ვილოცოდ, ზიარება ვქმნად ნამდვილი!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მე ძალიან მომეწონა პირადად.:)
მე ძალიან მომეწონა პირადად.:)
1. ქრისტე აღსდგა.. :)+ ქრისტე აღსდგა.. :)+
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|