ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიჩიბა
ჟანრი: პოეზია
23 მაისი, 2011


* * *

ისევ გაერია ირონია,
სიტყვას მეტ-ნაკლები დაფეთებით,
სანამ პირს დააბჩენს პირანია
და მეც ტროტილივით ავფეთქდები,
ჯობს რომ მომითრიოთ ქარავანი,
კუზში ჩატენილი მთვარეებით
ლექსის ამიშენეთ გალავანი,
თორემ მეთეთრება ღამეები.
თორემ ჩააყოლა უკვე ზვავმა,
თავის ჩანავალზე ნალექსარი.
თორემ ნამუზარმა ბოლო ქალმა,
ხარო ცოტა მეტად აბეზარი.
უკვე დავეჩვიე გადაჩვევას,
ლექსებს გადმოგიფენ აივნიდან,
გზიდან არც იფიქრო გადახვევა,
როცა აივანთან ჩაივლი და
მზერას შემომესვრი ირონიულს,
იქნებ ოცნება და ზღაპარია,
შენ მანდ ღიმილს აბჩენ პირანიულს,
მე კი კვლავ ბახუსმა გადამრია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები