ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელლე.
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
25 მაისი, 2011


# # # # # # # # # # #

            მე არ მინდა ფიქრები და გრძნობა,რომ მაკლიხარ!
            მე არ მინდა ყოველი ნაფაზი ფილტვებს უშენობით მივსებდეს!
            მე არ მინდა ვიყო შენი მორიგი ქალი!
            მე არ მინდა ერთ კოცნაზე აგებული კვირეები!
            მე არ მინდა ვფიქრობდე ქალებზე,რომლების გარს გახვევიან!
            მე არ მინდა მობილურს ჩასაფრებული ველოდო შენს ზარს!
            მე არ მინდა სხვა კაცებს ვხვდებოდე,როცა შენ არ ხარ!
            მე არ მინდა ქუჩაში თვალი მრჩებოდეს შეყვარებულ წყვილებზე,რომლებიც მისეირნობენ და ერთმანეთის გარდა ვერავის ამჩნევენ!
              მე არ მინდა მარტოსულობისგან სარკეში საკუთარ თავთან ლაპარაკი!
                და საერთოდაც მე არ მინდა ეს უაზრო სიყვარული!
           

                10 მცნებასავით ჩამოვწერე და მერე დავჭმუჭნე და მოვისროლე....ღმერთო,დავიღალე...დავიღალე უშენობით და მიჭირს გაძლება....გაძლება რომ არ დაგტოვო...არ წავიდე!ერთგულება?ერთგულება მყოფნის კი და ცის იქითაც მეყოფა.ზუსტად ერთი ნაბიჯი დამრჩა შენს შეყვარებამდე და თავს უფლებას არ ვაძლევ ამ ნაბიჯის გადადგმის...რატო?იცი ეგ როგორი რამეა?გიყვარდეს ყინული,რომელიც ერთ დღეს შეიძლება გადნეს და თითებშორის წყალმა დაიწყოს გაჟონვა... არ მინდა დაგკარგო!მაგრამ დრო გარბის.შენ არსად გეჩქარება მე კი,ალბათ,.ძალიან.
                    შენი სამეგობროს ყურადღება უკვე ყელში ამოვიდა.ხან ერთი შენი მეგობარი მნახულობს,ხან მეორე.კი მზრუნველობას არ მაკლებენ როცა შენ არ ხარ,მაგრამ უშენობას ვერც ერთი ვერ მივსებს!
                        რთული ყოფილა შენი სიყვარული!
                        იასამნისფერ ბარში,შენი მეგობარი მოზარმაცო მზერით მიყურებს.სჯერა რომ ერთად ვიქნებით და კიდევ ერთი ოჯახი შეიქმნება,იცის,რომ მე შენზე ვაფრენ და კიდევ ბევრი რამ იცის და ...დუმს.შენი მეგობარი უზომოდ კარგი ადამიანია. უზომოდ!
                  მზერა როგორც ყოველთვის გამირბის სხვაგან!თურქული ყავა ცივდება.
                 
                 
                  -სადაა ახლა?
                  -საქმეზე!
                  -მე როდის უნდა მნახოს?
                  -როცა მოიცლის!..ნუ ნერვიულობ!
                  -დავიღალე!
                  -ვიცი!მაგრამ ან უნდა გაუძლო ან უნდა წახვიდე!წასვლა კი ძალიან ადვილია...-მიღიმის და ზანტად უშვებს ბოლს,იცის,რომ არსად წავალ...-კაცია უნდა გაუგო,გესმის?
                -მესმის,მაგრამ თავს საშინლად ვგრძნობ!
                -ვიცი!
                -სანდრი!!!-წასასვლელად გავიწიე,ჩანთა დამივარდა.სანდრო აიღო და მომაწოდა.
                -მოიცა "კარასავიცა",არ წახვიდე,ნახევარი საათიც ვიყოთ და მაინც სახლამდე უნდა გაგაცილო.თან ხომ იცი "აჩოტების" ჩაბარება მოგიწევს.-თვალს მიკრავს.-ბავშვო,ნუ ნერვიულობ-მეთქი მერამდენედ უნდა გითხრა,ხომ იცი რომ გადარეულია ისე უყვარხარ,უბრალოდ,ეგეთი ტიპაჟია,ნუ შეეცდები შეცვალო.მოითმინე და მოიგებ!ნუ ეჩხუბები!ხომ ხედავ რომ უყვარხარ,სულელო!
              -სანდრი,დავიღალე...-უმწეოდ ჩამოვყარე მხრები.
              ლოყაზე მაკოცა,მერე შუბლზე,მერე ხელზე,სახე გაასწორეო მითხრა და ჯანდაბას,წაგიყვან ახლა სახლშიო.
                მანქანიდან,რომ გადმოვდიოდი,შენ დარეკე:
                -სად ხარ?
                -ახლა მოვედი სახლში.
                -კაი,მე საქმეებზე ვარ და ვერ გნახავ ამ დღეებში,მაგრამ იცოდე,რომ მიყვარხარ ბაბ!
                -მეც...
                -გაკოცე მაგ ლამაზ ტუჩებში!
                -მეც გაკოცე!
             
                რა მინდა მგონი ახლა მეც არ ვიცი...რა ბანალური და უზაროა ცხოვრება,ან კიდევ ქალებს რატომ გვყოფნის ასე ცოტა ბედნიერებისთვის...შენი ზარი და ბევრად მსუბუქად ავირბინე საფეხურები,ლიფტშიც კი შემყვა შენი ემოცია და სარკიდანაც შეყვარებულმა გოგომ შემომხედა... გამახსენდა ჩვენი პირველი კოცნა უსასრულო და დაუვიწყარი...ისეთი,როგორიც მხოლოდ პირველი უნდა იყოს...
                          გამომაღვიძე,როცა დასრულდება შენი უსასრულო გამგზავრებები,შემოაღე კარი და თქვი,რომ მოხვედი!მოხვედი იმისთვის რომ დარჩე!მომეცი საშუალება,რომ ვიყო ქალი,სრულყოფილი და შეუცვლელი შენთვის და მიგიღებ ისეთს,როგორიც ხარ....მაგრამ შენ ხომ არსად გეჩქარება...მე კი,ალბათ ძალიან და მე და ვი ღა ლე!!!

      არ მინდა...
                   
                 
                 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები