ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლომსაძენინო
ჟანრი: პოეზია
25 მაისი, 2011


მენანება

გამომხედე თამაშობენ წამწამები,
ფურისულებს გაყვავება ენატრებათ,
ლიანებზე ქანაობდა კუპიდონი,
ჩემი ერთი სიყვარული მენანება.
აენთება  მუხამბაზად აზარფეში,
შემოიტანს გაზაფხული მიწის სუნთქვას,
''თუ მამალი ფარშევანგი აყივლდება...'' ,
ცრუ რწმენები გაიფანტე გონებიდან,
გულიანი ჩახუტება მოგვიხდება .
შეგვეშვება გადამთვრალი კუპიდონიც ,
ისრის ნაცვლად გვირილებს რომ გვიტყორცნიდა .
მოვიშორე წითელთვალა გულსაკიდი,
გამალებით მკერდს ფარულად მიკოცნიდა.
... შენთვის ვრჩები შენი ვხდები ერთადერთი,
ახლა აღარც უშენობა მენატრება...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები