ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბეს247
ჟანრი: პოეზია
26 მაისი, 2011


დამშორდი ცივად

დამშორდი ცივად... უნუგეშოდ დავრჩი ეული...
ჩამომიშორე გულიდან, ვით უცხო სხეული...
ატირდა სული, ფიქრი ცხელი ცრემლებით ვნამე;
ვერ მივხვდი, შენზედ ფიქრში როგორ გათეთრდა ღამე...

თუმც ამ გულწრფელი გრძნობის სანაცვლოდ
ოდენ "მადლობა" მივიღე შენგან,
მე მაინც უფლის წყალობას ვმადლობ,
რომ შემახვედრა განგებამ შენთან!

მაგრამ იცოდე, რომ ეგ მადლობა,
ეგ სილამაზე და ეგ სინაზე
ვერ გადაწონის ამ მხურვალ გრძნობას,
თუნდ ყველა ერთად დადო პინაზე!

ეს გრძნობა მარად, შენზე ფიქრთა, აშლის ხვეულებს
და გამიტაცებს, სად სევდა და დარდის ბუმია,
დარჩება ჩემში და გაუძლებს ათასწლეულებს,
ვით სარკოფაგში ფარაონის მკვდარი მუმია!..

დამშორდი ცივად... უნუგეშოდ დავრჩი ეული...
ჩამომიშორე გულიდან, ვით უცხო სხეული...
ატირდა სული, ფიქრი ცხელი ცრემლებით ვნამე;
ვერ მივხვდი, შენზედ ფიქრში ისე გათეთრდა ღამე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები