ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სპილუკა
ჟანრი: პროზა
15 სექტემბერი, 2008


რადიოგადაცემა

ეს არის ტრილოგიის ბოლო, მესამე ნაწილი (რადიოსპექტაკლი, რატომ და რადიოგადაცემა).
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

იმიტომ, რომ ღმერთი არსებობს...
იმიტომ, რომ სიყვარული უსაზღვროა...
იმიტომ, რომ შენს თვალებში მთელ სამყაროს ვხედავ...
იმიტომ, რომ ბედნიერი ვიქნები, თუ შენთვის მოვკვდები,
            თუმცა შენთან ცხოვრება მინდა...
იმიტომ, რომ მზე მხოლოდ შენთან ერთად მათბობს...
იმიტომ, რომ ცა მხოლოდ შენი დანახვისას ნათდება...
იმიტომ, რომ იფურჩქნებიან ყვავილები, რომლებიც
            შემიძლია შენ მოგართვა...
იმიტომ, რომ...
იმიტომ, რომ მე შენ მიყვარხარ...
იმიტომ, რომ უშენოდ ეს ყველაფერი აზრს დაკარგავს...
იმიტომ, რომ, თუ, ამ წუთში, ღმერთმა ჩემი სიკვდილი
            ინება, მეორედ მხოლოდ იმისთვის დავიბადებოდი,
            რომ კვლავ შენთვის მოვმკვდარიყავი...
იმიტომ, რომ...
იმიტომ, რომ შენ არსებობ...

- გადაცემა „რატომ”, რომელიც ეძღვნებოდა სიყვარულს, დამთავრებულია.
გიყვარდეთ ერთმანეთი,
იფიქრეთ მხოლოდ სიკეთეზე და თქვენ მუდამ ბედნიერი იქნებით...
თქვენთან არის „DJ კუპიდონი”...
სიყვარული, სიყვარული და მხოლოდ სიყვარული...
ძვირფასო რადიომსმენელებო, გავაკეთებ ანონსს და გეტყვით, რომ გადაცემების ციკლი „რატომ” გრძელდება. ამ თვეში შემოგთავაზებთ კიდევ სამ გადაცემას ამ ციკლიდან...
პირველი გადაცემა მიეძღვნება თემას „რატომ ბრუნავს დედამიწა” და გადაცემას წარუძღვება „DJ ჯორდანო ბრუნო”. იგი ახლა ჩემს გვერდითაა... ჯორდანო მიესალმე რადიომსმენელებს.
- გამარჯობათ ძვიფასებო... შემდეგ კვირას არ გამოტოვოთ ჩემი გადაცემა, გარწმუნებთ ძალიან საინტერესო იქნება, ჩვენ ერთად დავანთებთ ინტერესის უზარმაზარ კოცონს... ის მაინც ბრუნავს! Yes!.. შეხვედრამდე...
- ეს იყო „DJ ჯორდანო ბრუნო”... მადლობა ჯორდანოს. დროებით დავემშვიდობები მას და გავაგრძელებ ანონსს. შემდეგი გადაცემა მიეძღვნება თემას „რატომ არა აქვს ადამიანის ფანტაზიას საზღვარი” და გადაცემას წაიყვანს ჩემი მეგობარი და კოლეგა „DJ ლეონარდო დავინჩი”, ხოლო თვის ბოლო კვირას გვექნება თემა „რატომ აქვს აბსურდულს აზრი”. ამ გადაცემას წარუძღვება ჩვენთვის, ყველასათვის საყვარელი „DJ სალვადორ დალი”...
არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ ყველა წამყვანს სტუდიაში მოწვეული ეყოლება სპეციალური სტუმარი, რომელიც შეირჩევა თქვენი თხოვნების გათვალისწინებით... ნუ გამოტოვებთ ჩვენს გადაცემებს... გვისმინეთ და გახსოვდეთ, რომ ერთმანეთი უნდა გიყვარდეთ!..
სამოთხის რადიო განაგრძობს თავის მაუწყებლობას...
დღეს, თქვენი თხოვნით, ჩვენთან სტუდიაში მოვიწვიეთ ის, ვისაც დიდი ხანი ელოდით... კომპოზიტორი, ვირტუოზი და თავისი დროის ლეგენდა... ის, დღეს, ''ცოცხლად'', პირდაპირ ეთერში შეასრულებს რამოდენიმე, თავის არაჩვეულებრივ ნაწარმოებს...
მე ამით გემშვიდობებით... თქვენთან იყო „DJ კუ-პიდონი”... თქვენ კი გტოვებთ ბატონი ნიკოლო პაგანინისა და მისი საოცარი მუსიკის საზოგადოებაში...
DJ გაჩუმდა და რადიომიმღებებიდან ვიოლინოს მომაჯადოებელი ხმა გაისმა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს