 | ავტორი: მწვანე ბუა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 26 მაისი, 2011 |
ჩვენ, ვინც არასდროს გამოვალთ გარეთ და ხმას არასდროს შევუერთებთ მშიერ რაინდებს, არც საპროტესტო წერილებზე მივაწერთ გვარებს და სხვებსაც, თუკი დაგვიჯერეს, გამოვარიდებთ ასეთ საქმეებს, დიდ საქმეებს. საკუთარ წვენში ვინც ვიხარშებით, და ხანდახან თუკი ხმამაღლა რამე დაგვცდება – მხოლოდ ვიწრო, შინაურ წრეში, და ისიც მაშინ, თუ სასმელმა გაგვაამაყა.
– ჩვენ, ვინც არასდროს ავტუზულვართ ჩარაზულ კართან და თუ შევდივართ, იქ შევდივართ, სადაც გვიშვებენ. ვინც ვკეტავთ ფანჯრებს და სასწრაფოდ ვაფარებთ ფარდას, როცა ქუჩიდან განწირული ისმის მიშველეთ. ვინც დიდხანს არვის ვუჩერდებით სალაპარაკოდ, განსაკუთრებით – თუკი სურვილს თვითონ იჩენენ. ვინც არა მხოლოდ წაკითხულს და სხვისგან განაგონს, ჩვენივე თვალით ნანახსაც კი ვეღარ ვიჯერებთ.
– ჩვენ, ვინც არასდროს ვეზიდებით სხვების ჩემოდნებს. არც სხვას დავიხმართ; მითუმეტეს – თუა ნაცნობი. ვინც მუდამ ვცდილობთ, არავისგან გავირჩეოდეთ არც სისუსტით და, მთავარია, არც ვაჟკაცობით.
– ვინც ახალ ამბებს დაბალ ხმაზე ვუსმენთ ყოველთვის, რომ მეზობელმა არ გაიგოს, ქვეყნის ავ-კარგი ჩვენც რომ გვადარდებს. და როდესაც იქ უცხოეთის სიახლეებზე გადადიან და დასაკარგი, უფრო სწორად კი – დასამალი, არაფერია, ტელევიზორებს ბოლო ხმაზე ავაგუგუნებთ და ვაღებთ ფანჯრებს. ვინც ვიცინით, როცა მღერიან, და მაშინ ვმღერით, როცა ირგვლივ ყველა სლუკუნებს.
--------------------- – შვილო, განა ჩვენ გაჩენიდან ასე ვიყავით! დედის მუცლიდან, აკვნიდანვე კი არ შეგვახმა შუშის თვალებით გაწყობილი ცვილის ნიღაბი; შენ ეს თვალები ოცი წლის წინ უნდა გენახა – ანთებულები სიამაყით, შავ-მეწამული დროშების ქარში, ბნელ ქუჩებში, როდესაც ქშენით ხმის ჩახლეჩამდე გავყვიროდით: ენა, მამული, სარწმუნოება... შავლეგ, შენი... სულ შენი, შენი, შენი ბრალია ყველაფერი! ჩვენს ცას, მხიარულს, შენ წააფარე შენი შავი ჩოხის კალთები და გაგვახედე უფსკრულისკენ, სამოთხეაო; ჩვენ ვიწამეთ და გვიხაროდა, როგორ ვმრავლდებით, როგორ ვიჩოქებთ სველ ასფალტზე, როგორ ვსისინებთ, დარწმუნებულნი, რომ ვლოცულობთ. ჩვენი ლოცვები არ დარჩენილან უპასუხოდ – მალე ისმინეს, ანუ მალევე დავაჩერდით ტყვიით მოცელილ ჭაბუკს, რომელიც იცინოდა... პირველს... მეასეს... და ჯერ ვინატრეთ მათი ბედი, მერე შევცვივდით ბუჩქებში, სადარბაზოებში, სადაც შევასწრეთ, და რადგან უკვე ვეღარაფერს ვეღარ შევცვლიდით, ამოვაყოლეთ გულისრევას ყველა იმედი, ყველა ოცნება. საკუთარ თავს სიტყვა მივეცით, რომ საქართველოს უსათუოდ ვაზღვევინებდით ამ დაცინვისთვის: ისარგებლა ჩვენი სიბეცით და ჩვენი ხელით მოინდომა გამოსაშვები, მოჭარბებული სისხლისაგან დაცლა-განტვირთვა; გადახალისდა მისი მიწა მკვდარი ბავშვებით, ცრემლით განელდა მისი წყლები, რადგან ატირდა ყველა, – ჩვენს გარდა, – ჩვენი ხვედრი ბევრად მძიმეა, რადგან იმ ბავშვებს ყოველ ღამით გვერდით ვუწვებით და ასე ვხდებით უკვდავები. ნუ გეცინება, ეს ჩვენ დავღუპეთ საქართველო ჩვენი გულწრფელი და საზეპირო სიყვარულით. როგორ ვუმზერდით, როგორი რწმენით, რამდენიმე წამებულ შეშლილს, რომლებსაც ფრთებით შეენიღბათ ხმელი კუზები, ხოლო წვერებით – თითო წყვილი ელვარე ეშვი. ისინი მოკვდნენ. საზეიმოდ. თითმის ელოდნენ და ბოლოს მისცეს უხილავი ჩვენთვის ნიშანი___ უცებ იფეთქეს და აალდნენ, ჩვენ კი ვმღეროდით. ბოლოს გავხვეტეთ მათი ფერფლი, და დავიშალეთ.
----------------------- – და ჩვენ არასდროს გამოვალთ გარეთ, ხმას აღარასდროს შევუერთებთ შეშლილ ფანტომებს, მთელ უკვდავებას მრავლისმეტყველ დუმილში გავლევთ და არსად, გარდა სიზმრებისა, კვალს არ დავტოვებთ. ხოლო სიზმრებში – იქ ვერასდროს თავს ვერ დავაღწევთ იმ წლებს, იმ გვამებს, იმ სამშობლოს, სადაც უწყვეტად ახალი სისხლი, თბილი სისხლი, წვეთავს ტალახზე, სადაც შვილები მოკლულ მამებს გვერდით უსხედან და აღვიძებენ. იმ სიზმრებში ისევ განგაშის მჭახე და სისხლის გამყინავი რეკენ ზარები და ისევ, პალტოს საყელოში, როგორც სანგარში, თავჩარგულები, ბნელ ქუჩებში მივიპარებით და ვცდილობთ, დროზე გავერიდოთ ქალაქს ნაომარს, ფრთხილად ვაბიჯებთ იქ მიმოყრილ შავ-თეთრ ბიჭუნებს; უკნიდან ვიღაც გამუდმებით ყვირის გაუმააარ... ჩვენ კი ჩუმად ვართ. ისევ ყვირის. ისევ სიჩუმე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. შედევრებია ეს ლექსიც და კომენტარებისაც! რა უნდა დააკომენტარო ან რა უნდა შეაფასო აქ კაცმა! შედევრებია ეს ლექსიც და კომენტარებისაც! რა უნდა დააკომენტარო ან რა უნდა შეაფასო აქ კაცმა!
18. წაიკითხეთ ! წაიკითხეთ !
17. ძალიან ძალიან მაგარი...თან ზუსტი,თან რეალური.მოკლედ, ქართველებზე ასეთი გენიალური ნაწერი ბოლოს როდის წავიკითხე არ ვიცი... ძალიან ძალიან მაგარი...თან ზუსტი,თან რეალური.მოკლედ, ქართველებზე ასეთი გენიალური ნაწერი ბოლოს როდის წავიკითხე არ ვიცი...
16. აკვარიუმში ვცხოვრობთ.
აკვარიუმში ვცხოვრობთ.
15. პარასკევი, 13
აი სამშობლო, მთელი შენი სამშობლო, მთელი ეშხით და სამი მეოთხედით და მთელი სიგრძე- სიგანით. აი შენი ყანა და შენი "ჩელა", მთელი ცხოვრება დროდადრო რომ ასხვისებ, იძენ, ასხვისებ, იძენ. აი შენი სოფელი, შენი ნამუსი – შენი გაჩეხილი ვენახი. აი შენი ორწვერი, ქამარჯინა, ლიჯე, ხდე, შინო, შენი საყდარი, შენი მიწა და “აი-ია”, რომელსაც თითი მიჰყვებოდი... და აი ქოხი, რომელშიც ენა აიდგი და რომელშიც წერა დაიწყე. შენი სამოსახლო და აი მუხა რომელსაც მუმლმა გამოსჭამა სამ დღეში ძირი. აი ჰალსტუხი, აი მიშა - და კიდევ კარგი ეს ყველაფერი იმდენია, ყელამდე გაძღე შეგიძლია და რასაც ზოგჯერ პოულობ, კარგავ. პოულობ, კარგავ, მოთმინებას, თავს, კავშირს, საზღვარს, დროს, სახეს, იმედს, დედამიწას, სამყაროს, მეტიც, რწმენას, რამეთუ სხვა რა გზაა და იმ გზას თელავ, რომელზეც ფეხი მიგიწვდება და ამის დედაც! მო...ან, - იტყვი და გააბოლებ ერთ ღერ სიგარეტს, - შენი სამშობლო, მთელი შენი სამშობლო, მთელი ეშხით და სამი მეოთხედი სიგრძე-სიგანით.
საჯაია.
აჰა ესეც წაიკითხეთ მაშინ. პარასკევი, 13

აჰა ესეც წაიკითხეთ მაშინ.
14. რომ ყველა ჩვენგანში ჩაძაღლდეს ჟან გილიოტენი
აი ეს... რომ ყველა ჩვენგანში ჩაძაღლდეს ჟან გილიოტენი
აი ეს...
13. დღენაკლულთა (ნიკა ჩერქეზიშვილი)
ფანჯრები დაგმანეთ, კარები აჭედეთ - შიგნიდან, მიადგით კარადა კუთხეს და მის უკან ჩასაფრდით, როგორც იქცეოდით - ეპოქა მაჯებს რომ იღრღნიდა მაშინ და შინ თუ შემოგეჭრნენ - ჩაბარდით. ასეა - რელსებზე დგას დედამიწა და ირწევა, სრესს ერთეულებს და სიცოცხლეს პირდება დანარჩენს - სუყველას, უკლებლივ, ურყევ გარანტიას იძლევა - ათიდან ათია შანსი იმისა, რომ გადარჩეს - ყველა, ვინც დაგმანავს, აჭედავს, ჩარაზავს და ა.შ. (ჰაერი, ჰა-ე-რი) ვაგრძელებ - ვინც ამოიქოლავს თვალებს და გაუყრის თავს ყულფში სიტყვების გარეშე, ცხვარივით, მორჩილად, თან იყო - თან არა იყო რა, დამთავრდა, გვეყოფა, ვიკმაროთ, მოვეშვათ - გულგრილად ყურებას - დამფრთხალი ჩიტების, მოკლული ბავშვების, დაიწყოს, ოღონდაც, ჩვენიდან დაიწყოს თუ გინდათ - დავაწყობთ მაჯებს და დაგვაჭრან მკლავები - გავშრებით - რომ გამოისყიდოს ამ სისხლმა სიცოცხლის უფლება, რომ ყველა ჩვენგანში ჩაძაღლდეს ჟან გილიოტენი, რომ ყველა ჩვენგანმა მოიხსნას კისრიდან ყულფები, რომ აწ და მარადის დამთავრდეს ვიღაცის ლოდინი, ვიქნებით პირველი - და მერე - მესამე, მეხუთე, მეშვიდე - ცამდეა სავალი, დაჭრილი ფრთებით გვაქვს საფრენი, მკვდრებს თუ დაგვინახავთ ცოცხლები იქნება შეშინდეთ, უყურეთ ჩვენს ცხედრებს მიწაზე გულაღმა დაფენილს - რომ თქვენმა სიჩუმემ გატკინოთ დავსილი ყურები, რომ ვეღარ იტანდეთ კედლებზე დაკიდულ საფლავებს - იქნება შეგზაროთ სარკეში სიკვდილის ყურებამ, მობრუნდეთ, გამოგვყვეთ - შუქისკენ გაფრენილ ფარვანებს - თაობას, რომელიც ვერ მოკლეს, ვერაფრით დამალეს, ვერაფრით ჩაახშვეს, ვერ მოსპეს, ვერ გამოუთხარეს ძირი და ვყვირივართ - ვცოცხლობთ - ვწერთ - და მალე - და მალე......... სხვა თუ არაფერი - ეს ლექსი მომავალს ვუთხარით. დღენაკლულთა (ნიკა ჩერქეზიშვილი)
ფანჯრები დაგმანეთ, კარები აჭედეთ - შიგნიდან, მიადგით კარადა კუთხეს და მის უკან ჩასაფრდით, როგორც იქცეოდით - ეპოქა მაჯებს რომ იღრღნიდა მაშინ და შინ თუ შემოგეჭრნენ - ჩაბარდით. ასეა - რელსებზე დგას დედამიწა და ირწევა, სრესს ერთეულებს და სიცოცხლეს პირდება დანარჩენს - სუყველას, უკლებლივ, ურყევ გარანტიას იძლევა - ათიდან ათია შანსი იმისა, რომ გადარჩეს - ყველა, ვინც დაგმანავს, აჭედავს, ჩარაზავს და ა.შ. (ჰაერი, ჰა-ე-რი) ვაგრძელებ - ვინც ამოიქოლავს თვალებს და გაუყრის თავს ყულფში სიტყვების გარეშე, ცხვარივით, მორჩილად, თან იყო - თან არა იყო რა, დამთავრდა, გვეყოფა, ვიკმაროთ, მოვეშვათ - გულგრილად ყურებას - დამფრთხალი ჩიტების, მოკლული ბავშვების, დაიწყოს, ოღონდაც, ჩვენიდან დაიწყოს თუ გინდათ - დავაწყობთ მაჯებს და დაგვაჭრან მკლავები - გავშრებით - რომ გამოისყიდოს ამ სისხლმა სიცოცხლის უფლება, რომ ყველა ჩვენგანში ჩაძაღლდეს ჟან გილიოტენი, რომ ყველა ჩვენგანმა მოიხსნას კისრიდან ყულფები, რომ აწ და მარადის დამთავრდეს ვიღაცის ლოდინი, ვიქნებით პირველი - და მერე - მესამე, მეხუთე, მეშვიდე - ცამდეა სავალი, დაჭრილი ფრთებით გვაქვს საფრენი, მკვდრებს თუ დაგვინახავთ ცოცხლები იქნება შეშინდეთ, უყურეთ ჩვენს ცხედრებს მიწაზე გულაღმა დაფენილს - რომ თქვენმა სიჩუმემ გატკინოთ დავსილი ყურები, რომ ვეღარ იტანდეთ კედლებზე დაკიდულ საფლავებს - იქნება შეგზაროთ სარკეში სიკვდილის ყურებამ, მობრუნდეთ, გამოგვყვეთ - შუქისკენ გაფრენილ ფარვანებს - თაობას, რომელიც ვერ მოკლეს, ვერაფრით დამალეს, ვერაფრით ჩაახშვეს, ვერ მოსპეს, ვერ გამოუთხარეს ძირი და ვყვირივართ - ვცოცხლობთ - ვწერთ - და მალე - და მალე......... სხვა თუ არაფერი - ეს ლექსი მომავალს ვუთხარით.
12. ჰო, აი ეს ლექსი.... მაგარია...
მოდით, დავხოცოთ ერთმანეთი, თავისუფლება, სისხლის დუღილი, სისხლის მადლმა, თვალებს დასიცხულს, სისხლის აღების, სისხლის წესით, სისხლის სუფრებად, შენ, სისხლო ჩემო, სისხლო სხვისო, ზოგადად, სისხლო.... ჰო, აი ეს ლექსი.... მაგარია...
მოდით, დავხოცოთ ერთმანეთი, თავისუფლება, სისხლის დუღილი, სისხლის მადლმა, თვალებს დასიცხულს, სისხლის აღების, სისხლის წესით, სისხლის სუფრებად, შენ, სისხლო ჩემო, სისხლო სხვისო, ზოგადად, სისხლო....
11. მკვდრების მანიფესტი (რეზო გეთიაშვილი)
`მიდით, დახოცეთ ერთმანეთი~
ჩვენი ქალაქი, ჩვენი ქუჩა, ჩვენი საკანი, აკლდამა, სადაც ამოქოლვას შობა ეწოდა, უკვე ღიაა, უკვე იტევს უკვე საკმარის სიმართლეს, რომლის გასასინჯად კუჭი გვეწვოდა
და უკვე ვიცით, როგორ უნდა, ანდა სად უნდა წავიღოთ ჩვენი სულები და სად დავუმალოთ თვალებს სამყარო - გამოხრული ასე სათუთად, ხსოვნას დღეები - განვლილი თუ გარდაუვალი,
რადგან დაგვსაჯეს სამუდამო თავისუფლებით, უადვოკატოდ, უცერბეროდ, უსერაფიმოდ, რადგან სულ ყველა ერთმანეთით დავითხუპნებით, უკვე დაიწყო, უკვე აქ ვარ, უკვე ვნადირობ
თქვენზე, წამები მთავარ როლებს ითამაშებენ, სად მოგვართმვენ ცოდვა-მადლის მომთენთავ ჩეფირს, გადაგვარჩევენ ჩვენს ნარჩენებს და დანარჩენებს და სანამ მორგში პოლიციის დამპალი შეფი,
ალკოჰოლიკი ყასაბი და `ბრექინგ-ნიუსთა~ რეპორტიორი - საქართველოს ჰიმნს იმღერებენ, სალხინებელში მამა-პაპურ სუფრას მივუსხდეთ, ძმებით, ცოლებით, გამვლელებით, გამომვლელებით.
ჯერ ტყვიებია, ჯერ ქვებია, ჯერ ეკლებია, მოდით, დავხოცოთ ერთმანეთი, ბჭენი განიხვნენ, ჯოჯოხეთიდან დღეს ისინი გვერეკებიან, სულ რომ გვდევნიდნენ, სულ რომ იყვნენ და ყველგან იყვნენ.
ძველი კურსია ოცდაათი ოქრო და ლივრი, ყველა ერთნი ვართ, მინუს ერთი რაოდენობით პანაშვიდებზე, რა თქმა უნდა, ვარდებით ვივლით, ვარდებით მოვა პროზექტურის სამი ტენორი,
რომ დაამშვენოს ჭირის სუფრა და ჭირის არტი: `ჩემი ხატია~... ჰოდა, იყოს, ან ვინ იდავებს, თუ ჩვენს გაძეძგილ საფლავებზე აკრეფილ ვარდებს თავისუფლების მოედანზე გადაზიდავენ.
მოდით, დავხოცოთ ერთმანეთი, თავისუფლება, სისხლის დუღილი, სისხლის მადლმა, თვალებს დასიცხულს, სისხლის აღების, სისხლის წესით, სისხლის სუფრებად, შენ, სისხლო ჩემო, სისხლო სხვისო, ზოგადად, სისხლო.
ვინც გადარჩება, ჩაიბარებს სულ ყველას ცოდვას, ჩვენი სულების საუკუნოდ განსასვენებლად, ჩვენ უკვე მზად ვართ ვემსახუროთ სამშობლოს, ჰოდა, ვაშა ამ ახალ საქართველოს, ვაშა შენებას!
მკვდრების მანიფესტი (რეზო გეთიაშვილი)

10. კარგად გამოკვეთილი სათქმელი. და არც მხატვრულად ლამაზი ადგილები აკლია... წავიკითხე ერთხელაც და კარგი ლექსი... და კიდევ, სადღაც კომენტარებში ვნახე ამ თემის ნაწერი, შენი დადებული, თუ არ ვცდები, "ვაშა ამ ახალ საქართველოს..."რაღაც ასეთი ფინალით,საიმოვნებით წავიკითხავდი ისევ,ძალიან მომეწონა... "არ არსებობს ძალა, ძლიერი იდეაზე, რომლის დროც დადგა..." სამწუხაროდ, ჰიუგოს ეს გამონათქვამი მახსენდება ყოველთვის ამ დროს.... კარგად გამოკვეთილი სათქმელი. და არც მხატვრულად ლამაზი ადგილები აკლია... წავიკითხე ერთხელაც და კარგი ლექსი... და კიდევ, სადღაც კომენტარებში ვნახე ამ თემის ნაწერი, შენი დადებული, თუ არ ვცდები, "ვაშა ამ ახალ საქართველოს..."რაღაც ასეთი ფინალით,საიმოვნებით წავიკითხავდი ისევ,ძალიან მომეწონა... "არ არსებობს ძალა, ძლიერი იდეაზე, რომლის დროც დადგა..." სამწუხაროდ, ჰიუგოს ეს გამონათქვამი მახსენდება ყოველთვის ამ დროს....
9. ძალიან მაგარი ლექსია! და მართლა როგორ ერგება დღევანდელობას, თითქოს რატიანმა წუხელ დაწერაო! დამბურძგლა სულ!
გაიხარე, ძმაო! ძალიან მაგარი ლექსია! და მართლა როგორ ერგება დღევანდელობას, თითქოს რატიანმა წუხელ დაწერაო! დამბურძგლა სულ!
გაიხარე, ძმაო!
8. მე მომწონს. ასე მგონია დოკუმენტურ ფილმ ვუყურებ, მხატვრული ელემენტებით...:) 5 მე მომწონს. ასე მგონია დოკუმენტურ ფილმ ვუყურებ, მხატვრული ელემენტებით...:) 5
7. ნუ ბორგავ :) ნუ ბორგავ :)
6. დღეს ლექსები პოეტების არის თითქოს ზიარი, პოლიტიკით გავსებულა სუფთა სიტყვის კალათა, მაგრამ ვაი პოეზია რაღა პოეზიაა, თუ კი იქცა ამნაირი მოხსენების ბარათად. დღეს ლექსები პოეტების არის თითქოს ზიარი, პოლიტიკით გავსებულა სუფთა სიტყვის კალათა, მაგრამ ვაი პოეზია რაღა პოეზიაა, თუ კი იქცა ამნაირი მოხსენების ბარათად.
5. ყოჩაღ შენ, დიმ და ყოჩაღ ავტორს!!!
დამაჟრიალა კითხვისას!!!
წ ა ი კ ი თ ხ ე თ!!!
წაიკითხეთ არა უბრალოდ, გაისიგრძეგანეთ!!!
ყოჩაღ შენ, დიმ და ყოჩაღ ავტორს!!!
დამაჟრიალა კითხვისას!!!
წ ა ი კ ი თ ხ ე თ!!!
წაიკითხეთ არა უბრალოდ, გაისიგრძეგანეთ!!!
4. წაიკითეთ ეს ნაწერი ! წაიკითეთ ეს ნაწერი !
3. ეს ჩვენ დავღუპეთ საქართველო ჩვენი გულწრფელი და საზეპირო სიყვარულით.
ეს ჩვენ დავღუპეთ საქართველო ჩვენი გულწრფელი და საზეპირო სიყვარულით.
2. მბურძგლავდა კითხვისას!!! სასწაული ნაწერია ეს!!! ძალიან კარგი!!!
შენ ეს თვალები ოცი წლის წინ უნდა გენახა – ანთებულები სიამაყით, შავ-მეწამული დროშების ქარში, ბნელ ქუჩებში, როდესაც ქშენით ხმის ჩახლეჩამდე გავყვიროდით: ენა, მამული, სარწმუნოება... შავლეგ, შენი... სულ შენი, შენი,
მმმმმმმმმმმმმმმმმმმმ..... როგორ მიყვარდა ჩვენი ძველი დროშა!!! ახლაც ძალიან მიყვარს და მაქვს და სულ მექნება!!!
ნაწერი არ ფასდება და სამწუხაროა!!! მბურძგლავდა კითხვისას!!! სასწაული ნაწერია ეს!!! ძალიან კარგი!!!
შენ ეს თვალები ოცი წლის წინ უნდა გენახა – ანთებულები სიამაყით, შავ-მეწამული დროშების ქარში, ბნელ ქუჩებში, როდესაც ქშენით ხმის ჩახლეჩამდე გავყვიროდით: ენა, მამული, სარწმუნოება... შავლეგ, შენი... სულ შენი, შენი,
მმმმმმმმმმმმმმმმმმმმ..... როგორ მიყვარდა ჩვენი ძველი დროშა!!! ახლაც ძალიან მიყვარს და მაქვს და სულ მექნება!!!
ნაწერი არ ფასდება და სამწუხაროა!!!
1. ყველა მსგავსი მოვლენის მერე, რაც წუხელ მოხდა, უფრო და უფრო ვაფასებ ამ ნაწერს. ყველა მსგავსი მოვლენის მერე, რაც წუხელ მოხდა, უფრო და უფრო ვაფასებ ამ ნაწერს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|