ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბეს247
ჟანრი: პოეზია
23 ივნისი, 2011


ბურუსი

გათენდა... თითქოს ყველგან ინათა,
მხოლოდ ჩემს ირგვლივ დარჩა სიბნელე...
მზემ ყველას თვალწინ გამოინათა,
მე კი ბურუსი კვლავ გზას მიბნელებს.

გაჩერდა თითქოს დროის დინება,
თითქოს სასრული არ აქვს სიბნელეს...
და სული წარსულს ეპოტინება,
თითქოს ვეღარ სძლევს ამდენ სიძნელეს!

გახელდა თითქოს ვერაგი წამი,
წამით გააპო ელვამ სიბნელე,
ჭექა-ქუხილი და ექოთ ჩქამი
შთანთქა ამ ბნელმა სიცარიელემ...

გათენდა... თითქოს ყველგან ინათა,
ჩემს ირგვლივ მაინც დარჩა სიბნელე...
თუმც მზემ ყველასთვის სწორად ინათა,-
მე ჩემთ ფიქრთ ჩრდილი კვლავ გზას მიბნელებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები