ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბეს247
ჟანრი: პოეზია
16 ივნისი, 2011


მდუმარების ტახტრევანი

დუმს დამშრალი შადრევანი,
მდუმარე დარდს ამძაფრებს...
მდუმარების ტახტრევანით
მომაბრძანეს ალბათ მეც...
ამ ცივ სიცარიელეში,
ამ ცარიელ სივრცეში
ვდგავარ, როგორც ხე გამხმარი,_
ვრცელ უდაბნოს სიცხეში...
მოღვართქაფდა ფიქრთა თქეში,
მცივა სულის სიღრმეში,
როგორც შიშველს სიცივეში,_
სულის სრულ სიშიშვლეში...
დუმს დამშრალი შადრევანი,
მდუმარე დარდს ამძაფრებს...
მდუმარების ტახტრევანი
მიმასვენებს სადღაც მეც...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები