ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლომსაძენინო
ჟანრი: პოეზია
28 მაისი, 2011


შეგონება

მტერი არაა ვისაცა ვძულვართ...მტერი ჩვენივე სიძულვილია
აქ ძლიერია ვინც იმორჩილებს,  ქრისტეს მორჩილი კი უძლეველი .
თავისუფლება არაა რაც გსურს თავისუფლება აქ გზა სწორია.
არა ეძებო უყვარდე სხვასა ეცადე უფრო შენ შეიყვარო.
ვიდრე იტყოდე რასაცა ფიქრობ,უწინ დაფიქრდი რისი თქმა გინდა
ჭეშმარიტების გასაღები უფლის ჯვარზეა ჩამოკიდული.
იყავ დაუღალავი მუდამ  სხვისა შეწევნაში.
ემსგავსე ვარდსა რომელიც არა საუბრობს მხოლოდ სურნელებას აფრქვევს.
თუ არ მოკვდი ქრისტესთან ვერ იცხოვრებ მასთან.
კეთილშობილება უსასყიდლოდ შეიძინება და ყიდულობს ყოველს.
არ არსებობს კარი დაკეტილი რომელიც არ გაიღება  სიყვარულით და მოთმინებით.
მონა ქრისტესი ყველაზე თავისუფალია კაცთა შორის.
ვინაც ისწავლა მოთმინება უსწავლიაო ყგველაფერი,
ტკივილი შეინახე და მხოლოდ სიხარული გაეცი.
ვეძიოთ არა ესმოდეთ ჩვენი არამედ ჩვენ გავუგოთ.
თუ ჯერ  მხოლოდ შენი თავისთვის ცხოვრობ  შენ არსებობა არ დაგიწყია.
წვრილმანთა სრულყოფა წვრილმანი აღარააა არამედ  სრულყოფილებაა.
სული თუ გაყიდე სანაცვლოდ რაღას შეიძენ?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები