ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მასალკინა
ჟანრი: პოეზია
30 მაისი, 2011


და,მაინც...

არ მინდა შენით ვსუნთქავდე ახლა
არ მინდა შენზე ფიქრებში ძილი
თვალებმა იგრძნეს უსაზღვრო დაღლა
მე შენს ქუჩაზე ყოველდღე ვივლი...

არ ვიცი რატომ,არ ვიცი რისთვის
ოცნებას შენზე ვინახავ გულში
შესახებ ამის მხოლოდ მზემ იცის
მე მოვუყევი გულწრფელად გუშინ...

ღმერთია მოწმე,რომ აწი ვეღარ
ვიხილავ მაგ შენს იდუმალ თვალებს
შენ ალბათ ახლა საწოლში წევხარ
და სძინავს იმ სხვას მეორე მხარრეს...

ჰაერის გპარავ სულ მცირე ნაწილს
სინდისის წუხილს ჯიბეში ვკეცავ
და ჩემგან ახლა მუზები გარბის
შენ რჩები მხოლოდ...თვალნათლივ გხედავ...

დარდებს ვერ იტევს თითები ხელის
და ვერც ფურცელზე ეტევა დარდი
ვიცი საზღვართან არავინ მელის
დავრჩები მარტო პატარა ბავშვი...

ლექსებით შენზე ვლოცულობ ღამით
დღეა მეოთხე სავსეა მთვარე
ზიზღით ვივსები საკუთარ თავის
ცრემლებით ვიბან ასწლიან შრამებს...

შენ ახლა სულ სხვის შესცქერი დალალს
სხეულსაც გივსებს სურნელი სხვისი
შენდამი გრძნობებს ვერაფრით ვმალავ
მაწუხებს კითხვა : მიყვარხარ რისთვის?!

გზას იყოფთ შენ და ის ვიღაც ქალი
მე კი აჩრდილად მოგყვები უკან
ჩვენს შორის კედლებს სიმკაცრეს გავხდი
შენ ზურგით დგეხარ და თანაც სდუმხარ...

და ჩემგან ახლა მუზები გარბის
შენ დამრჩი მხოლოდ იმედის წვეთად
ჰაერის გპარავ სულ მცირე ნაწილს
გამოდის ასე : მიყვარხარ დღესაც!

მიჭირს დათმობა...გეშვები ვეღარ
ახრჩობს სისველე გადაღლილ თვალებს
შენ ალბათ ახლა საწოლში წევხარ
და სძინავს იმ სხვას მეორე მხარეს...

                                                          (ჩემს მუზას...)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები