ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირი-ანი
ჟანრი: პოეზია
27 მაისი, 2011


ბათუმს მუზები შემოესია....

ბათუმს მუზები შემოესია,
მეც მერგო ერთი მათგან საჩუქრად,
ბათუმს მუზები შემოესია,
ზღვას კი შერცხვა და იქვე გაყუჩდა...
აქ ხელოვანი თავს ისე იგრძნობს,
როგორც პატარა დედის სხეულში,
ბათუმს მუზები შემოესია
და მეც რაღაცას ვხატავ რვეულში...
აქ ნაზად კოცნის ტალღებს თოლია,
აქ ლექსის წერა ჩემი წესია,
ვხედავ კოშკებიც მე ამყოლიან
და ბათუმს მუზები შემოესია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები