ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
28 მაისი, 2011


ოთხივე მხრიდან მოისმის


უფლის სიტყვების ნათება
გულს როცა გადაუვლისო,-
სულ სხვაა მშვენიერება
ტკივილისა და წყლულისო,
სულ სხვაა სითბო შუქისა
ზეციდან გადმოსულისო...

ოთხივე მხრიდან მოისმის
გალობა სიყვარულისო,-
უფლის სიტყვების ნათება
გულს როცა გადაუვლისო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები