 | ავტორი: არკუსი ჟანრი: პოეზია 29 მაისი, 2011 |
ჩვენ წარსულიდან დავბრუნდით და მომავალს ვეძებთ, ჩვენ მომავალი წარსულში ვართ ან არც ვართ სულაც, თავს ვკვეთავთ დანით ოქოს ბეწვით დაფარულ ვერძებს და არ გვაღელვებს მათი სისხლი, არ ფიქრობს სულიც.
შედეგებს მტვერი დავადეთ და დავლუქეთ სხვენში, წარწერა უკვე გამოვტოვეთ ქვის ლოდზე ფართო ახლა ერთმანეთს ვუყურებთ და წარსულზე ვხვნეშით, ანდა იმაზე რატომ დავრჩით მის შემდეგ მარტო..
ყეფენ დღეები, ამინდები ნერვებს იძრობენ, ტივი ქანაობს თუმცა წყალში არ დგას და გვიან ვიხსენებ იმას, რის და კიდევ რატომ იბრძოდნენ ჩემი ხელები, თუმცა წერას სხვა რაღა ქვია...
და წარსულს ვქექავ როგორც ძაღლი სანაგვე ბუნკერს, როგორც მაისის თბილი ქარი ბებერ აპრილს და ჩემი ლექსები იმ დარჩენილ საათებს უკმევს, ჩემი სიკვდილი თავის თავს, რომ სიკვდილს დაპირდა.
მაგრამ არც ერთი აღარ ჩნდება ახველებს ფილტვებს, ეპოქებს თავის ადგილს ვუჩენ და ყოველ დილას ვიღვიძებ ალბათ იმ ფიქრით, რომ გული სად იტევს სამივე დროის საფიქრალს და კიდევ სიკვდილმა,
სიცოცხლემ და სუნთქვამაც ალბათ, ხელი ჩაკიდეს ერთმანეთს და დახშული სივრცე ისე გააღეს, რომ ჰაერი მათ თმებზე ჩალბა ჩალბა და ეს დრო მეც ისევე, ისევე ვინცრე როგორც სიკვდილმა სიცოცხლემ და კიდევ სუნთქვამ ეპიქებიდან ეპოქად რომ ხატავენ სივრცეს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. მომწონს ამ კაცის შემოქმედება მომწონს ამ კაცის შემოქმედება
7. ვერ მოგატყუებთ, ნამდვილად არ მომეწონა ვერ მოგატყუებთ, ნამდვილად არ მომეწონა
5. ვინცრე - ?
შეეემოკლებასავით არ აწყენდა (:
5 ვინცრე - ?
შეეემოკლებასავით არ აწყენდა (:
5
4. აი რაღაცნაირია თოკ... დღეს რომ ვილაპარაკეთ იმას ველი მე...
5 აი რაღაცნაირია თოკ... დღეს რომ ვილაპარაკეთ იმას ველი მე...
5
3. აი რაღაცნაირი თოკ... დღეს რომ ვილაპარაკეთ იმას ველი მე...
5 აი რაღაცნაირი თოკ... დღეს რომ ვილაპარაკეთ იმას ველი მე...
5
2. "ამინდები ნერვებს იძრობენ,' ამ სტრიქონმა ცოტა ამომაგდო. :)
ცოტა დამძიმებულიც მეჩვენა. :)
+2 "ამინდები ნერვებს იძრობენ,` ამ სტრიქონმა ცოტა ამომაგდო. :)
ცოტა დამძიმებულიც მეჩვენა. :)
+2
1. მთლიანობაში კარგი ლექსია. მთლიანობაში კარგი ლექსია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|