ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მიშელი
ჟანრი: პოეზია
29 მაისი, 2011


შემოგესიზმრები

შემოგესიზმრები
შემოგეხიზნები
იქნებ, შემითბუნო -
შემონაფიქრები...
გავფერადდებოდი,
გავფრთიანდებოდი....
მზესთან ფერებაში
ავფრიალდებოდი.
სიზმრად მოხვიდოდი-
წამოგიძახებდი...
მშობლის შეკითხვაზე
წამოვწითლდებოდი.
ახლა მზესაც ცივა!..
თოვლი დაგვაცვივა
გამოგინაპირებს
ველი დანაპირებს .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები