* * * _ ჯიმ, წერ? _ ყავას მომიტან? _ წერისას მაინც არ ჩაგეძინება, ხომ იცი... იქნებ არ ღირდეს... რომელღაც ჟურნალში წავიკითხე რომ, დღეღამეში 150 გრამი... _ მორჩები? არ მაინტერესებს ეს სულელური ჟურნალები... ამ აბზაცს დავამთავრებ და თვითონ ავდგები. _ ხომ იცი რომ არ მეზარება, უბრალოდ, გულის... _ ყავა მიყვარს... გულს შენც მიჩქროლებ... თუ ჟურნალებს დავუჯერებთ ორივე უნდა გადაგიყვაროთ... _ რომელი უფრო მეტად გიყვარს, ჯიმ? _ მიურიელ, ნუ სულელობ.. ხელი მეშლება.. _ ერთი სიტყვაღა გჭირდებოდა.. _ არა, ორი მჭირდება: მუშაობა და მაცალე... _ მალე მორჩები...? _ მიურიელ, თვითონ მორჩება! _ ჰო კარგი, დავწვები... _ ... _ დავწვე? _ მაშ რა უნდა ქნა.. _ ღამე მშვიდობისა... _ ... _ ... _ მიურიელ! _ ჰო... _ არაფერი... მარტო ის მინდოდა, მოგეხედა... _ მეტი არაფერი? _ დაგღალე? _ არა... _ მიყვარხარ... _ ვიცი... _ ჰოო? _ ჰო... _ ჰო, ეგ ხომ ბევრჯერ მითქვამს... _ მკითხე! _ რა გკითხო? _ რისი კითხვაც გინდოდა და არ მკითხე.. _ პასუხი ვიცი.. არ ღირს.. _ ჰო, ასეა.. დავწვები.. _ კარგი... ხომ იცი, უნდა განვაგრძო... და კიდევ, როცა იცი, რომ რაღაც მაინტერესებს, სავალდებულო არ არის გკითხო...
* * * _ ადექი? _ ღმერთო ჩემო, როგორ გიყვარს სისულელეები... რატომ მეკითხები, ხომ ხედავ, რომ ავდექი უკვე... _ ჯიმ ნუ ხარ საშინელი.. აბა სხვა რა მეკითხა…?! _ გამარჯობა გეთქვა... _ მაგას ჯობია... _ მიურიელ რა გემო აქვს ამ გელს?! _ რომელს?! _ აი ისევ! რომელიც ტუჩებზე გაქვს.. სხვაზე რომლეზე გკითხავდი?! _ არ ვიცი რისი გემოა, მაგრამ უიმისოდ დამისკდება... _ მე შენი დამსკდრი ტუჩები მომწონს... _ მე მტკივა.. _ ტკივილიც ლამაზია შენი.. _ დაწერე? _ ჰო.. _ წაიღებ? _ არა, მაგისთვის არ დამიწერია.. _ ჯიმ! საჭმელიც კი არ გვაქვს! შენ კი არ ვიცი რა ქვია ამას! ფაქტიურად, ერთობი.. სანამ საგამომცემლოდ არ დაწერ, არაფერს მოგცემენ... _ მიურიელ, რაც იწერება იმას ვწერ! _ ისევ, ხომ? _ ჰო! _ მაჩვენებ? _ ნახე.. სულ შენთვის არ არის?!
* * * _ ალბათ ვინმე სხვა მეტყოდა, შენი სიყვარული ვჭამოო? _ ვერავინ გეტყოდა, ჯიმ.. კითხვა თუ ეცოდინებოდა, ვერ გეტყოდა, ამის წაკითხვის მერე... _ ნუ იცი გაზვიადება... სისულელეა... მარტო ჩვენთვის აქვს ფასი... _ რატომ არ მიჯერებ? მიიტანე.. _ არა! მორჩა და გათავდა... ხომ იცი,მაგას არ ვიზამ... _ ნეტა რას ამტკიცებ სიჯიუტით? _ იმას, რომ ას დოლარად არ მიყვარხარ... ეს იგივეა ის საღამო გავყიდო ას დოლარად, ,,ქორნერ გარდენში” რომ ლუდი დავლიეთ, ან ის, ცეკვებიდან დაბრუნებისას რომ მანქანა გამიფუჭდა და მამაშენმა ,,დამარიგა” ქალზე უფროსი მანქანით ქალი არასოდეს ატაროო... ან ის, ფლაუერ სკვერიდან შენს სახლამდე რომ ფეხშიშველი მოგყვებოდი.. ყიდი ას დოლარად ამას? მითხარი, ყიდი? თუ, პირიქით, ეს არ კმარა და კიდევ გინდა ჩამოგითვალო, რომ მაგდენი ღირდეს...?! ჰა? რას გაჩუმებულხარ?! _ ... _ დავწერ დღეს.. ვიცი რომ დავწერ... _ ჯიმ! ყველაფერი მესმის.. მაგრამ 224-ჯერ ჯიმ! 224-ეა უკვე... გესმის ეს რას ნიშნავს? ორასოცდამეოთხეჯერ მიხსნი სიყვარულს და პურის ფული არ გვაქვს... _ უმაქნისი ვარ არა? _ ჯიმ! _ ჰო თქვი! უმაქნისი ვარ! _ ჯიმ! _ რა, არ ვარ? _ ჯიმ! _ რა წაიღე ამ ჯიმის ძახილით თავი! თქვი რისი თქმაც გინდა! _ ეს სიგიჟეა ჯიმ.. _ მიურიელ, ხომ იცი რომ ზუსტად ამდენჯერ სხვა რამის წერაც დავიწყე... რა ვქნა, ვერაფერს ვწერ იმის გარდა... იმის გარდა... იმის გარდა რომ... ჰო ნამდვილი უმაქნისი იდიოტი ვარ!!! _ ჯიმ, დაბრუნდი!
* * *
_ ჯიმ, დღეს ჩემი სააათი გავყიდე! _ რა?! გაგიჟდი?! მიურიელ, ეს არ უნდა გექნა! კარგი რა! ხომ გთხოვე, ორი დღეც მეთქი! ორი დღე! ორად ორი, მიურიელ! _ ჯობდა არ მეთქვა!
* * *
_ ეს გახსოვს? _ რომელი? _ ,,იაპონიაში მინდა წაგიყვანო.. ჯერ ერთი, იმედი მაქვს, იქაც ქვანახშირით არ ათბობენ მატარებელს და მაგის სუნი არ შეგვაწუხებს და მეორეც, მინდა მაგათი ალუბლების ქვეშ დაგაყენო... თურმე აუტანლად ლამაზად ყვავიან... შენსავით... მაინტერესებს რამხელა ბედნიერების გაძლება შეუძლია ამ იდიოტურ გულს... წარმოგიდგენია?! _ სულ, სულ დაბურული ალუბლების ხეივანი ყვავილობისას და შენი თმები... არა, შენ ვერ წარმოგიდგენია..“ _ ჰო... მახსოვს... და ისიც მახსოვს, რომ ვერსადაც ვერ წაგიყვანე... რომ გაგაწამე... დაგღალე არა, მიურიელ? _ ჯიმ, ეს სიგიჟეა, მაგრამ ალბათ მეც გიჟი ვარ, რადგან ეს მომწონს... _ ქარხანაში მუშაობაზე განცხადება შევიტანე... _ ჯიმ! ნუ ბავშვობ... ხომ იცი, რა გითხრა დოქტორმა ფორდმა!
_ ეშმაკსაც წაუღია ის ფორდი თავისი აბებიანად! შენი მშობლების ხარჯზე ვეღარ ვიცხოვრებთ, მიურიელ... თუ ვერ ვწერ, ესე იგი, სხვანაირად უნდა ვიმუშავო! თუნდაც ამან დოქტორი ფორდის დასმული სწორი დიაგნოზების სიას კიდევ ერთი დადასტურებული ვარიანტი შემატოს... თუმცა მე მაინც არ მგონია, ისეთი უსუსური ვიყო, რომ ხელი ვერ გავანძრიო შენს საპატრონოდ... _ ჯიმ, იქნებ ცოტა ხანსაც გადახედო! დიაბეტია... სახუმაროა?! _... _ ჯიმ, ხომ იცი, მე სიგიჟემდე მომწონს შენი ნაწერები... _... _ ჯიმ! * * * ,, იქნებ სწორედ ამ წუთს ინსულტი დამემართოს და უაზრო გმირივით ოთხასი გვერდით ადრე მოვკვდე წიგნის დასრულებამდე... მაშინ თუ რამე მოსასწრები მაქვს, ისევ იმის თქმაა რომ მიყვარხარ... მართლაცდა რამდენჯერ შეიძლება სიკვდილამდე ამის მოსწრება... აი, კითხვა! რამდენჯერ შეიძლება მოასწროს ადამიანმა სიცოცხლეში მეორისთვის იმის თქმა, რომ უყვარს? გადავამოწმებ... გეცინება? აი, დავიწყე: მიყ “
* * * _ ჯიიიიიიიიმ!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ჯიიიიმ!!!!!! ჯიმ, გაიღვიძე, ჯიმ! ჯიმ, ხმა გამეცი!
* * * _ ახალგაზრდა, 32 წლის მწერალი, ჯიმი ჰეროლდი, 4სექტემბერს ღამით გარდაიცვალა. ჰეროლდი ავტორია მოთხრობების ორი კრებულის _ ,,ფრენოსნური დღიურები” და ,,სტუმრად იესოსთან”, პუბლიცისტური წერილების კრებულისა ,,სიმეტრიული ისტორია”. ბოლო ორიწლის განმავლობაში მწერალს არაფერი გამოუქეყნებია. როგორც მისი მეუღლე, მისის მიურიელ ჰეროლდი აღნიშნავს, ამ დროის განმავლობაში იგი ეწეოდა ეპისტოლარულ_მემუარულ მუშაობას. მისის ჰეროლდს გადაწყვეტილი აქვს განსვენებული მეუღლის უკანასკნელი ნაშრომები გამოსცეს წიგნად სათაურით ,,რამდენჯერ მოვასწრებ” ჩვენი რადიოს სახელით სამძიმარს ვუცხადებთ მწერლის მეუღლეს, ნათესავებსა და ერთგულ მკითხველებს...
* * * ,,ცნობილი ბიზნესმენი და მეცენატი ჯოზეფ მაკ-კინლი მესამედ ქორწინდება. მაიამის, ნიუ-იორკის, ლონდონის და სხვა სასახლეების დიასახლისი მწერალ ჯიმი ჰეროლდის ქვრივი, მისს მიურიელ კროუფორდი ხდება... საქოწილო სამზადისი უკვე.............
,,New York Times”
* * * _ თანახმა ხართ? _ ... _ თანახმა ხართ? _ ... _ მისს მიურიელ, გიმეორებთ.. _ მმე, მე.. დიახ.. არა.. რა თქმა უნდა… დიახ! თანახმა ვარ.. _ მაშინ ღვთისა და ერის წინაშე..
* * * ,, ჯოზეფ მაკ-კინლის, როგორც ჩანს, ისევ არ უმართლებს... ცნობილი ბიზნესმენი დაქვრივდა.. მისმა მეუღლემ, მიურიელ მაკ-კინლიმ საქორწილო მოგზაურობისას, სიდნეიში სასტუმროს ნომერში თავი მოიკლა... დამწუხრებულ მილიონერს...
,,New York Times”
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23. სმიტს დასტური..) ეს იყო..ესეც.. სმიტს დასტური..) ეს იყო..ესეც..
22. შენ ზუსტად იცი, რასაც წერ :)
მიურიელი_ლამაზი სახელია :) შენ ზუსტად იცი, რასაც წერ :)
მიურიელი_ლამაზი სახელია :)
20. ეს ორიგინალური ნაწარმოებია? კლასიკას ჰგავს. უმაღლესი შეფასების ღირსია... ნამდვილი პროზაა... ის, რომ ქალი მასზე დიდი მანქანით არ უნდა ატარო... მოკლედ, მთლიანად მაგარია... აღვრფთოვანდი+5 ასე გააგრძელეთ. :):):) ეს ორიგინალური ნაწარმოებია? კლასიკას ჰგავს. უმაღლესი შეფასების ღირსია... ნამდვილი პროზაა... ის, რომ ქალი მასზე დიდი მანქანით არ უნდა ატარო... მოკლედ, მთლიანად მაგარია... აღვრფთოვანდი+5 ასე გააგრძელეთ. :):):)
19. კარგი, გამოცდილი სცენარისტის ხელი ვიგრძენი დიალოგის მართვა როგორც ხშირად გონიათ ხოლმე არაა მარტივი, გამართული დიალოგი ყველამხრივ, ალბათ ავტორი კარგად იცნობს ლიტერატურას დიალოგების მართვის შესახებ,ეს არის კარგი პროზა ნამდვილად დამაინტერესა სხვა ნაწერებმაც და წავიკითხავ აუცილებლად კარგი, გამოცდილი სცენარისტის ხელი ვიგრძენი დიალოგის მართვა როგორც ხშირად გონიათ ხოლმე არაა მარტივი, გამართული დიალოგი ყველამხრივ, ალბათ ავტორი კარგად იცნობს ლიტერატურას დიალოგების მართვის შესახებ,ეს არის კარგი პროზა ნამდვილად დამაინტერესა სხვა ნაწერებმაც და წავიკითხავ აუცილებლად
18. _ ნეტა რას ამტკიცებ სიჯიუტით? _ იმას, რომ ას დოლარად არ მიყვარხარ... ეს იგივეა ის საღამო გავყიდო ას დოლარად, ,,ქორნერ გარდენში” რომ ლუდი დავლიეთ, ან ის, ცეკვებიდან დაბრუნებისას რომ მანქანა გამიფუჭდა და მამაშენმა ,,დამარიგა” ქალზე უფროსი მანქანით ქალი არასოდეს ატაროო... ან ის, ფლაუერ სკვერიდან შენს სახლამდე რომ ფეხშიშველი მოგყვებოდი.. ra magariaaaaaaa+++++++++++++++++++ _ ნეტა რას ამტკიცებ სიჯიუტით? _ იმას, რომ ას დოლარად არ მიყვარხარ... ეს იგივეა ის საღამო გავყიდო ას დოლარად, ,,ქორნერ გარდენში” რომ ლუდი დავლიეთ, ან ის, ცეკვებიდან დაბრუნებისას რომ მანქანა გამიფუჭდა და მამაშენმა ,,დამარიგა” ქალზე უფროსი მანქანით ქალი არასოდეს ატაროო... ან ის, ფლაუერ სკვერიდან შენს სახლამდე რომ ფეხშიშველი მოგყვებოდი.. ra magariaaaaaaa+++++++++++++++++++
17. მახსოვს ეს ოქროს პერგამენტიდან... ნიკა სერგია ხოო, ავტორიც მახსოვსს....ძალიან მომწონსს... შესანიშნავია, ჩემი მაქსიმუმი +2 მახსოვს ეს ოქროს პერგამენტიდან... ნიკა სერგია ხოო, ავტორიც მახსოვსს....ძალიან მომწონსს... შესანიშნავია, ჩემი მაქსიმუმი +2
16. არაჩვეულებრივი ნაწერია. ვისიამოვნე ფრიად :) სამწუხაროა, რომ პროზის მკითხველების ვიწრო წრე კიდევ შემცირებულა :( +5 არაჩვეულებრივი ნაწერია. ვისიამოვნე ფრიად :) სამწუხაროა, რომ პროზის მკითხველების ვიწრო წრე კიდევ შემცირებულა :( +5
14. არ ვიცი როგორ გამომრჩა?... მომეწონა ძალიან...555555 ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი თქვა ავტორმა......ამომწურავად და გასაგებად...:-*
რამდენჯერ შეიძლება მოასწროს ადამიანმა სიცოცხლეში მეორისთვის იმის თქმა, რომ უყვარს? გადავამოწმებ... გეცინება? აი, დავიწყე: მიყ არ ვიცი როგორ გამომრჩა?... მომეწონა ძალიან...555555 ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი თქვა ავტორმა......ამომწურავად და გასაგებად...:-*
რამდენჯერ შეიძლება მოასწროს ადამიანმა სიცოცხლეში მეორისთვის იმის თქმა, რომ უყვარს? გადავამოწმებ... გეცინება? აი, დავიწყე: მიყ
13. საოცარია .. . საოცარია .. .
12. რომ არ მქონდა აქამდე წაკითხული, ვნანობ! მშრალად წერით და ზედმეტი ჩახუჭუჭებების გარეშე ავტორს უფრო მეტი ეფექტისთვის მიუღწევია და ჟარგონულად რომ ვთქვა, --- ჯიგარში არტყამს! ++
წარმატებები!
რომ არ მქონდა აქამდე წაკითხული, ვნანობ! მშრალად წერით და ზედმეტი ჩახუჭუჭებების გარეშე ავტორს უფრო მეტი ეფექტისთვის მიუღწევია და ჟარგონულად რომ ვთქვა, --- ჯიგარში არტყამს! ++
წარმატებები!
11. ძალიან საინტერესოა.... მომწონს..... :) ძალიან საინტერესოა.... მომწონს..... :)
10. კარგია... მომწონს... შენიშვნა მაქვს რამდენიმე:
1. იაპონიის მომენტში სიტყვა "მაგათი, მაგის" აუცილებლად შესაცვლელია... მათ-ით 2. სამძიმარი მეგობრებსაც უნდა გამოუცხადონ, ალბათ, ნათესავების შემდეგ, 3. ტაიმსის სტატიის ბოლო ფრაზას, მე მაინც დავასრულობდი, ინდიფერენტული ეფექტის გასაძლიერებლად. კარგია... მომწონს... შენიშვნა მაქვს რამდენიმე:
1. იაპონიის მომენტში სიტყვა "მაგათი, მაგის" აუცილებლად შესაცვლელია... მათ-ით 2. სამძიმარი მეგობრებსაც უნდა გამოუცხადონ, ალბათ, ნათესავების შემდეგ, 3. ტაიმსის სტატიის ბოლო ფრაზას, მე მაინც დავასრულობდი, ინდიფერენტული ეფექტის გასაძლიერებლად.
9. საინტერესო მოთხრობაა კარგად დაწერილი...
5 საინტერესო მოთხრობაა კარგად დაწერილი...
5
8. მოვედი , გუნდრუკის საკმევლად:) გეთანხ,ები ძალიან კარგად და საინტერესოდ ანუ გუნდრუკის საკმევლად წერს ეს ავტორი. მოვედი , გუნდრუკის საკმევლად:) გეთანხ,ები ძალიან კარგად და საინტერესოდ ანუ გუნდრუკის საკმევლად წერს ეს ავტორი.
7. აი, რა მომწონს!
და არავინ კითხულობს...
არავინ უკმევს გუნდრუკს!
აი, რა მომწონს!
და არავინ კითხულობს...
არავინ უკმევს გუნდრუკს!
6. _ მკითხე! _ რა გკითხო? _ რისი კითხვაც გინდოდა და არ მკითხე.. _ პასუხი ვიცი.. არ ღირს.. _ ჰო, ასეა.. დავწვები.. _ კარგი... ხომ იცი, უნდა განვაგრძო... და კიდევ, როცა იცი, რომ რაღაც მაინტერესებს, სავალდებულო არ არის გკითხო... :):)
მომწონს. _ მკითხე! _ რა გკითხო? _ რისი კითხვაც გინდოდა და არ მკითხე.. _ პასუხი ვიცი.. არ ღირს.. _ ჰო, ასეა.. დავწვები.. _ კარგი... ხომ იცი, უნდა განვაგრძო... და კიდევ, როცა იცი, რომ რაღაც მაინტერესებს, სავალდებულო არ არის გკითხო... :):)
მომწონს.
5. საინტერესო ფორმაა, ფინალიც ძალიან ემოციური. მომეწონა ცხადია555555555555555555555555555555 საინტერესო ფორმაა, ფინალიც ძალიან ემოციური. მომეწონა ცხადია555555555555555555555555555555
4. მე მიყვარს პროზა... –ც–ს გარეშე მე მიყვარს პროზა... –ც–ს გარეშე
3. ნეტა რას ამტკიცებ სიჯიუტით? _ იმას, რომ ას დოლარად არ მიყვარხარ... ეს იგივეა ის საღამო გავყიდო ას დოლარად, ,,ქორნერ გარდენში” რომ ლუდი დავლიეთ, ან ის, ცეკვებიდან დაბრუნებისას რომ მანქანა გამიფუჭდა და მამაშენმა ,,დამარიგა” ქალზე უფროსი მანქანით ქალი არასოდეს ატაროო... :) :) :)
მგონი შენღა შემორჩი აქაურობას, დანარჩენები წავიდნენ :D :) ნეტა რას ამტკიცებ სიჯიუტით? _ იმას, რომ ას დოლარად არ მიყვარხარ... ეს იგივეა ის საღამო გავყიდო ას დოლარად, ,,ქორნერ გარდენში” რომ ლუდი დავლიეთ, ან ის, ცეკვებიდან დაბრუნებისას რომ მანქანა გამიფუჭდა და მამაშენმა ,,დამარიგა” ქალზე უფროსი მანქანით ქალი არასოდეს ატაროო... :) :) :)
მგონი შენღა შემორჩი აქაურობას, დანარჩენები წავიდნენ :D :)
1. საინტერესო საკითხავი საინტერესო საკითხავი
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|