ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალექსანდრე მაგარსკი
ჟანრი: პროზა
31 მაისი, 2011


სახლი \გაგრძელება.

  მაგრამ მას, უკვე აღარ შეეძლო ამ სახლიდან წასვლა. რაღაცა ძალა იზიდავდა. როდესაც სამსახურში იყო, მოუსვენრობა შეიბყრობდა იქამდე, სანამ სახლში არ შევიდოდა. იქ უკვე ზებუნებრივი ძალა ეძლეოდა. შინაგანი ხმა, ამ სახლიდან წასვლას უკიჟინებდა, მაგრამ რაც დრო გადიოდა,მით უფრო სუსტად ისმოდა ეს ხმა. იმღამინდელმა ამბავმა დააინტერესა მისი მეგობრები. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ერთად ურჩევდა ___გადადი ამ სახლიდან, ცუდი ხმები დადის მასზეო, მაინც ეჭვი ეპარებოდათ ---მისი მოწყობილი ხომ არ იყო ეს ყველაფერი. და მისმა სამმა მეგობარმა, გადაწყვიტა ღამე გაეთია მასთან ყოველი შემთხვევისათვის თან იარაღიც წაიღეს.
    მათი მოსვლის მიზანი, რომ გაიგო თვალები უცნაურად აუელვარდა.
    ---ძალიან კარგი ბატონებო, ძალიან კარგი, მეც მეტად მაწუხებდა ეს ყველაფერი და იმედია თქვენთან ერთად და თქვენივე დახმარებით გავარკვევთ ყველაფერს.
    ---ახლა კი ჯობია კონიაკით შევიქციოთ თავი დაღამებამდე. ბევრი არ დაულევიათ,მაგრამ ყველა აღგზნებული იყო.
    თავიდან ცალ-ცალკე საძინებელი მიუჩინა, მაგრამ სასტიკ წინააღმდეგ წავიდნენ.
    ---ჩვენ,ყველა ერთად ვიქნებით-- განაცხადეს.
    თვითონ ისევ თავის ოთახში გავიდა, როდესაც მეგობრებს აჩვენა დასაძინებელი ოთახი და საპირფარეშო. სანამ ერთმანეთს დაშორდებოდნენ მათ გააფრთხილეს, რომ მათ აქვთ იარაღი და უკიდურეს შემთხვევაში,არც სროლაზე დაიხევდნენ უკან.
  ---რასაკვირველია, მეც მაგ მიზნით ვიყიდე კარაბინი, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ თქვენ,არც ახლა გჯერეთ ჩემი, რომ მე არ შემიშინებია ის საცოდავი, რომელიც კიდევ არ მოსულა გონს იმ ღამის საშინელებისგან, თორემ ასე არ მეტყოდით.
    ---არა ეს ისე ყოველი შემთხვევისათვის გითხარით, ღამიღ იქნებ შენ გამოხვიდე და შიშისაგან ფეხის ხმაზე ვისროლოთ.
    ---კარგით, კარგით ღამე მშვიდობისა, ისევ გაკრთა რაღაც უცნაური ნოტები მის ხმაში--და კარები გაიხურა.
    ჩაფიქრებულებმა ერთმანეთს გადახედეს, მაგრამ ხმა არცერთს არ ამოუღია.
  იქნებოდა ღამის ორი საათი კარებზე კაკუნი მოესმათ.
    ---გავაღო? იკითხა ერთმა.
    ---გააღე იყო პასუხი.
    გააღო, მაგრამ არავინ არ დაუნახია. რევოლვერი ამოიღო. კორიდორში გამოვიდა, ჩამრთველი მონახა, სინათლე აანთო და იგრძნო, მხარზე რაღაც შეეხო. სწრაფად მოტრიალდა, მაგრამ ვერაფერი დაინახა.
    --არ უნდა გაგვეშვა მარტო, მიდი, გადი და შემოიყვანე.
    ოთახში პირველად შემოსულმა ფეხი რაღაცას წამოჰკრა.
  --ეს რაღაა? --თქვა და სიტყვა პირზე შეაშრა. დაბლა მათი მარტო დარჩენილი ამხანაგის თავი ეგდო. ეტყობოდა სიკვდილის წინ საშინელი ტკივილი და შიში გადაეტანა ისე ჰქონდა სახის ნაკვთები დამახინჯებული. იქვე, საწოლზე კი უფეხო გვამი ეგდო, კიდურები არსად სჩანდა, ოთახი კი სისხლით იყო მორწყული.
  --აააააა....პირველად შესული ვერ მოერია ნერვებს და გამკივანი ხმით დაიწყო ყვირილი, ალბათ შიშმა გამბედაობა შემატა, კარები გამოაღო და ყვირილითა და იარაღის ქნევით გარეთ გავარდა და ისევ წამოჰკრა ფეხი რაღაცას, დაიხედა და ამჯერად მარცხენა ფეხი დაინახა. თავზე სულ მთლად დაკარგა კონტროლი. დუჟმორეულმა და თვალებგადმოკარკლულმა პირდაპირ მათი მასპინძლის ოთახს მიაშურა. მაგრამ კარებს ხელი წაავლო თუ არა, მთელს ოთახში სინათლე ჩაქრა, თვითონ კი იგრძნო, როგორ წაეჭირა ყელში რაღაც, მუცელში კი ლითონის სიცივე იგრძნო.
    მარტოდ დარჩენილმა სასწრაფოდ ჩაკეტა კარი და იარაღით ხელში კარისკენ პირდაპირ და ზურგით დაჯდა. სიბნელეში რაღაც ფაჩუნი მოესმა, სანთებელა აანთო და თავისი სიკვდილი დაინახა. როდესაც სამ ნაბიჯზე მიუახლოვდა უყოყმანოდ მიუშვირა რევოლვერი და გამოჰკრა სასხლეტს ერთხელ, ორჯერ, სამჯერ....მაგრამ იარაღს ჯიუტად არ სურდა გასროლა. მაშინ მიხვდა, რომ მისი აღსასრულის დღეც დადგა. მაღლა აწეული ხელები ჩამოუცვივდა. სანთებელაც, რასაკვირველია ჩაქრა და ჩამობნელდა. გაისმა სწრაფად მოქნეული ლითონის წივილი და სიმწრისგან ღრიალი აღმოხდა--მარჯვენა ხელი ხმაურით დაენარცხა იატაკზე. ტკივილისაგან გონდაკარგულმა იგრძნო, როგორ შესრიალდა ფოლადი მის მკერდში. რამდენიმე ხნის შემდეგ, გონს მოეგო, იგრძნო რომ სულ სისხლში ცურავდა, რაღაც ძალამ აამოძრავა. მარცხენა ხელით, რომელიც სისხლით ჰქონდა მოსვრილი, კედელზე, რომლის გვერდითაც ის ეგდო, რაღაც წაჯღაბნა და მიიღო კიდეც სიკვდილის საუფლომ.
  გათენდა. გაეღვიძა. თვალები მოიფშვნიტა და მაშინვე თავისი სტუმრები გაახსენდა. ნეტავ როგორ არიან? ნუთუ წუხელ არაფერმა შეაწუხათ? ნელა ადგა და ჩაცმა დააპირა. თავისდა გასაკვირად შენიშნა, რომ ჩაცმული იწვა. არადა ახსოვდა როგორ გაიხადა ძილის წინ. კარი გამოაღო და თმები ყალყზე დაუდგა--იატაკზე მისი ერთ-ერთი მეგობარი იწვა--სულ მთლად გამოფატრული და დასისხლიანებული. იქვქ კორიდორში მოჭრილი ფეხი დაინახა. მთლად გაფითრებულმა სტუმრების საძინებელს მიაშურა. იქ უარესი სანახაობა წარმოუდგა თვალწინ.
  --კი მაგრამ, ვინ ქნა ეს, ვინ,ვინ--თმები აებურძგნა, სიფითრე უკიდურესი სიწითლით შეეცვალა, ვარ გადამირჩება ვინც გინდა იყოს, მაშინღა მიხვდა, რომ ყვიროდა, შემთხვევით კედელს შეხედა, თვალი ვეღარ მოაშორა. აღგზნება ჩაუქრა, იქვე საწოლზე ჩამოჯდა და ჩაფიქრდა. კარგა ხნის ფიქრის შემდეგ წამოდგა, გავიდა სამზარეულოში, გადახსნა გაზი და ისევ სტუმრების საძინებელს დაუბრუნდა. იქვე კედელთან სანთებელა იპოვა. აიღო და ისევ საწოლზე ჩამოჯდა...
  --ჯერ კიდევ დილა იყო, როდესაც მეანძრეებმა თავი დაანებეს სახლის ნაშთებს. იმ ადგილას აღარავის გაუბედია სახლის, ან სხვა ნაგებობის ჩადგმა. ნანგრევები სულ ეკალ-ბარდით დაიფარა. ხოლო ღამით, თუ ვინმეს მოუწია იქ გავლა, ცდილობს სწრაფად გაშორდეს. არავის ავიწყდება აქ მომხდარი ტრაგედია.
   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები